Skip to content

პოლიტიკა და სამართალი

არ გამოტოვო
წინა ნომრებიდან

ეს სკოლა “აიბი მთიების” – ელექტრონული ჟურნალია, რომელიც მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ჰუმანიტარული აზროვნებისა და უნარების განვითარებისათვის დავაფუძნეთ. რატომ „შთა-გონება“? პირველი – იმიტომ, რომ შთაგონება შემოქმედების სათავეა. მეორე – იმიტომ, რომ გონება ნებისმიერ წამოწყებას უნდა წინამძღოლობდეს. მესამე – იმიტომ, რომ „შთა“ აბრევიატურაა და ნიშნავს: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში.

ჩვენი  ჟურნალი მრავალფეროვანია – ბევრ სფეროს მოიცავს, რომლებსაც სხვადასხვა რუბრიკით გამოვხატავთ. დასაწყისისთვის წელიწადში ორი ნომრის გამოცემას ვფიქრობთ, შემდეგში, შესაძლოა, მეტიც მოვახერხოთ. გვსურს ამ ელექტრონულმა გამოცემამ მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლებიც ერთმანეთთან დააკავშიროს და სასარგებლო და შედეგიანი შემოქმედებითი თანამშრომლობის პრეცედენტი შევქმნათ. ჰუმანიტარული სამყარო უკიდეგანოდ მდიდარი და მრავალფეროვანია – ჩვენ ვეცდებით, ეს ყველაფერი მარტივად და საინტერესოდ წარმოგიდგინოთ.

გია მურღულია