ავტორი: მარიამ სიმონიძე
თოვლის ფანტელი ჩემს ხელზე დნება…
სიცოცხლეც იწურება და ლღვება…
დრო გადის,მიქრის და ქრება,
ბოლოს თეთრი სივრცეღა რჩება.
წამებს კვლავ ითვლის ქვიშის საათი…
ქარბუქი შთანთქავს წარსულის აჩრდილს…
მოგონებათა სვლა ფერმკთალდება,
თოვლის საფარში დროც იძირება.
შორიდან მოჩანს მკრთალი ნათელი…
წინ გადაშლილა ველი შავ-ბნელი…
მოულოდნელი ღამის სტუმარი,
ურცხვად მოიწევს მბზინავი ნამგლით…
სუსტი ნათელი სულს ეფინება…
შუქი შორიდან ოდნავღა კრთება…
სარეცელზე კი სუდარა რჩება.