XVIII საუკუნის საქართველო მუდმივი საფრთხეების წინაშე იდგა ირანის და ოსმალეთის წნეხი ქვეყანას აძლევდა განცდას, რომ ეროვნული არსებობა სწორედ ქრისტიანობას ეყრდნობოდა ასეთ დროს ქრისტიანობა ქართველთა თვითშეგნების მთავარი საყრდენი გახდა.
აბო თბილელი ქართველებს ახსენებდა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ რწმენა არ იყო, ეს იყო ასევე თავგანწირვა. „აბოს წამებაში“ მისი თავგანწირვა — საკუთარი რწმენისა და თავისუფალი ნებაყოფლობითობის დაცვა — XVIII საუკუნეში გადაიქცა სიმბოლოდ იმისა, რომ ეროვნული იდენტობა მაშინ არის დაცული როცა ადამიანი მტკიცედ დგას. აბოს მაგალითით ქართველები სწავლობდნენ, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ტრადიცია კი არა, ღირებულებაა, რომლისაც ბოლომდე უნდა გწამდეს, თუნდაც პოლიტიკური ძალები ძლიერი იყოს და ეწინააღმდეგებოდნენ ამას.
მეორე მხრივ, გრიგოლ ხანცთელი ქართველებისთვის იყო არა მხოლოდ წმინდა მამა, არამედ ქვეყნის სულიერი მართველი, „მენეჯერი”. გიორგი მერჩულეს „ცხოვრებაში“ გრიგოლი გვევლინება, როგორც ადამიანი, რომელმაც ენა, მამული და სარწმუნოება ზნეობრივ სივრცეთ შექმნა. XVIII საუკუნეში, როდესაც ერეკლე II ცდილობდა ქვეყნის გაძლიერებას, გრიგოლის სახე ქართველებისთვის იდგა როგორც მაგალითი იმისა, რომ ქრისტიანობა არ არის მხოლოდ რწმენა— ის არის ერთობის და კულტურის შექმნა-შენარჩუნება.
XVIII საუკუნეში აბო თბილელი და გრიგოლ ხანცთელი არიან ორნაირი ქრისტიანობის ძალის სიმბოლო.
აბო-რომელიც გამოირჩევა პირადი გმირობით და რწმენის შენარჩუნებით ხოლო გრიგოლი რომელიც ბრძლობდა ეროვნული ერთიანობისთვის.
ამის შემდეგ ქრისტიანობა იქცა არა მხოლოდ რელიგიად არამედ სახელმწიფოს გამძლეობის მთავარ მიზეზად და ის ქვეყანას რთული საუკუნის გადატანაში და ქვეყნის შენარჩუნებაშუ დაეხმარა.