ავტორი: ნინი ჭიჭინაძე
იუდა ისკარიოტელი ქრისტიანულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი და დრამატული სახეა. ის ერთდროულად აღიქმება როგორც ღალატის სიმბოლო და, გარკვეული ინტერპრეტაციების მიხედვით, როგორც პიროვნება, რომელმაც ღვთის გეგმის შესრულებაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი. ამიტომაც ჩნდება კითხვა: ის მოღალატეა, თუ „დავალების შემსრულებელი“?

იუდა ისკარიოტელი იყო იესო ქრისტეს ერთ-ერთი მოციქული. სახარებების მიხედვით, მან იესო გასცა 30 ვერცხლის სანაცვლოდ, რითაც ხელი შეუწყო მის დაპატიმრებასა და შემდგომ ჯვარცმას. ამას ადასტურებს ამონარიდები: მათე, მარკოზი, ლუკსა და იოანეს სახარებიდან. მაგალითად: მარკოზი 14:10-11 „ამ დროს იუდა ისკარიოტელი, ერთ-ერთი თორმეტთაგან, მივიდა მთავარ მღვდელთა შუა, რათა დაეგეგმა, როგორ მიეცა იგი. ისინი შეწყვნენ და იუდამ შეეჩინა მათთაგან შეთანხმება, როგორ მიეცა იგი.“
იესო ქრისტემ წინასწარ იცოდა ღალატის შესახებ, მაგრამ არ აღუდგა წინ, რადგან ის თავისუფალ გადაწყვეტილებას არ დაუშლიდა არავის. მას სურდა ხალხს დაეჯერებინა და ერწმუნა მისი, არა შიშითა და ძალით, არამედ საკუთარი ნებითა და სურვილით.

თუმცა არსებობს ნაკლებად გავრცელებული მოსაზრება, რომლის მიხედვითაც იუდა მოღალატე კი არა, უბრალოდ „დავალების შემსრულებელია“. იუდას სახარების მიხედვით, იუდა ეხმარება იესოს მისიის შესრულებაში და თავს წირავს, აკეთებს იმას, რასაც სხვა ვერ ბედავს. ,,შენ გექნება საიდუმლო ცოდნა, რომელსაც სხვები ვერ მიაღწევენ. შენ იქნები ერთადერთი, ვინც ჭეშმარიტად გაიგებს მას’’ (Gospel of judas, 35-36-ე მუხლები, შემოკლებული)
ირინეოსი (II ს.) იყო ქრისტიანული ეკლესიის ეპისკოპოსი ლიონში, რომელიც განსაკუთრებული ყურადღებით იცავდა ეკლესიის სწავლებას. მან დაწერა ნაშრომი ,,ერესების წინააღმდეგ’’, რომელშიც გმობდა ჯგუფებს, რომლებსაც ეკლესია ერეტიკებს უწოდებდა, ანუ ჯგუფებს რომლებიც ქრსტიანობას სხვაგვარად აღიქვამდნენ და ეკლესიის ნათქვამს არ მიჰყვებოდნენ, ისინი ქრისტიანებად რჩებოდნენ, უბრალოდ სხვაგვარად ასწავლიდნენ იესოს სწავლებას, სწორედ იუდას მოღალატეობას არ აღიარებდნენ და ემხრობოდნენ აზრს, რომ ის დავალებას ასრულებდა. ირინეოსი ამ იდეას რა თქმა უნდა არ ეთანხმებოდა, მაგრამ ადასტურებდა, რომ ასეთი სწავლება მართლაც არსებობდა II საუკუნეში.
ქრისტიანული მრწამსის მიხედვით იუდა განიხილება როგორც თავისუფალი ნების მქონე ადამიანი, რომელმაც თავად აირჩია ღალატი.
ამ პერსპექტივით:
ზოგიერთი ფილოსოფიური და თეოლოგიური განხილვა იუდას სხვაგვარად აფასებს:
არსებობს მოსაზრება, რომ იუდას მოქმედება აუცილებელი იყო, რათა შესრულებულიყო ღვთიური გეგმა, იესოს ჯვარცმა, რომელიც ქრისტიანობაში ადამიანის ხსნის საფუძველად მიიჩნევა.
იუდა შეიძლება განვიხილოთ, როგორც ტრაგიკული პერსონაჟი. ადამიანი, რომელმაც ვერ გააცნობიერა თავისი ქმედების შედეგი და რომელიც სინანულით იყო სავსე (სახარების მიხედვით, მან მოგვიანებით ინანა საკუარი საქციელი).
ზოგიერთ აპოკრიფულ ტექსტში, მაგალითად „იუდას სახარებაში“, ის წარმოდგენილია, როგორც პიროვნება, რომელმაც იესოს „დავალება“ შეასრულა. თუმცა ეს ტექსტები არ არის მიღებული ოფიციალური ეკლესიის მიერ.
ფილოსოფიური ხედვით, იუდას ისტორია გვაყენებს რთულ კითხვასთან:
რამდენად არის ადამიანი პასუხისმგებელი მოვლენებზე, თუ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული? და, თუ იუდას „უნდა“ გაეკეთებინა ეს, არის თუ არა ის დამნაშავე?
ეს დილემა ეხება თავისუფალი ნების და დეტერმინიზმის პრობლემას. ერთ-ერთ მთავარ თემას ფილოსოფიაში.
დეტერმინიზმის მიხედვით თავისუფალი ნება არ არსებობს. ადამიანი მხოლოდ გარემოებისა და მიზეზების შედეგია. ამ იდეას ხშირად უკავშირებენ მოაზროვნეებს, როგორიცაა ბარუხ სპინოზა, რომელიც თვლიდა, რომ თავისუფლება უბრალოდ აუცილებლობის გაცნობიერებაა.
იუდას მაგალითი სწორედ ამ დილემას აჩვენებს: თუ მისი არჩევანი თავისუფალია, მაშინ პასუხისმგებელია ღალატზე, ხოლო თუ მისი ქმედება წინასწარ იყო განსაზღვრული, შეიძლება ის „დავალების შემსრულებლად“ ჩაითვალოს.
თავისუფალი ნებისა და დეტერმინიზმის პრობლემა დღემდე ღია კითხვად რჩება.
ზოგისთვის ადამიანი სრულად თავისუფალია, სხვებისთვის – სამყაროს კანონზომიერების ნაწილი.
შესაძლოა, ჭეშმარიტება ამ ორ იდეას შორის ბალანსშია, სადაც ადამიანი განსაზღვრულ სამყაროში, მაინც ინარჩუნებს არჩევანის შესაძლებლობას.
იუდას ისტორია გვაიძულებს დავფიქრდეთ ადამიანის არჩევანზე, პასუხისმგებლობასა და სინანულის მნიშვნელობაზე.
იუდა ისკარიოტელი შეიძლება აღვიქვათ როგორც მოღალატე – ეს არის ტრადიციული და ფართოდ მიღებული ხედვა. თუმცა, ფილოსოფიური და ალტერნატიული ინტერპრეტაციები გვთავაზობს უფრო რთულ სურათს, სადაც ის შესაძლოა იყოს მოვლენათა აუცილებელი მონაწილე.
საბოლოოდ, პასუხი კითხვაზე – „მოღალატე თუ დავალების შემსრულებელი?“ – დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვხედავთ ჩვენ ადამიანის თავისუფლებას, ღვთის გეგმას და პასუხისმგებლობას.