სტატიის ავტორი: ნუცა ცირეკიძე
ქრისტიანობა, როგორც ეროვნული იდენტობის საფუძველი.
რელიგია, ეს არის ადამიანის აზროვნების საფუძველი. ის რწმენისა და ღირებულებების სისტემაა, რომელიც მას ეხმარება სიცოცხლის არსისა და სამყაროს დასაწყისის ახსნაში. რელიგია ადამიანს აძლევს რწმენას, რომ არსებობს განსაკუთრებული სიწმინდე.
1700 წელი შესრულდა, რაც საქართველომ ქრისტიანობა სახელწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამ სარწმუნოებამ ქვეყნის იდენტობა ჩამოაყალიბა.

ძვ.წ მე-4 საუკუნეში იბერიამ განიცადა უზარმაზარი კულტურული და ფსიქოლოგიური გარდამტეხი მომენტი. ეპოქაში, რომელშიც რეგიონზე გავლენას ახდენდნენ ძლევამოსილი მეზობლები – რომი და სპარსეთი, საქართველო ეძებდა ისეთ საშუალებას, რომელიც მაცხოვრებლებს გააერთიანებდა და თავის მემკვიდრეობას დაიცავდა. სწორედ ქრისტიანობა გახდა ეს გამაერთიანებელი ძალა.
ამ გარდაქმნის ძირითადი მამოძრავებელი იყო წმინდა ნინო, ქრისტიანი ქალი, რომელმაც იმოგზაურა იბერიაში და იქადაგა თავისი სარწმუნოება. ქალის ყურადღებიანმა მიდგომამ, ემპათიის შეგრძნებამ და პიროვნულმა სიმამაცემ ბევრი გააოცა, მათ შორის – მირიან მეფე.
ჩვენამდე მოღწეული მასალების მიხედვით, მეფემ ნადირობისას სასწაული ნახა, რამაც ხელმწიფეს უბიძგა სარწმუნოების მიღებისაკენ.
326 წელს, მან ქრისტიანობა იბერიის სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ეს თარიღი აღნიშნავს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ადრინდელ და მნიშვნელოვან გარდაქმნას.
როდესაც საქართველო გაქრისტიანდა, რელიგია არა მხოლოდ რწმენის სისტემა, არამედ კულტურის, იდენტობისა და ერთიანობის საფუძველი გახდა. შენდებოდა ეკლესიები, რომლებიც არა მხოლოდ ღვთის სადიდებლად, არამედ განათლების, კომუნიკაციისა და ხელოვნების შესწავლის ფუნქციას ატარებდა. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული მონასტერი, სვეტიცხოველი, ქართველების რელიგიასთან ძლიერი კავშირის სიმბოლოა.
ქრისტიანული ისტორიები, სიმბოლოები და ღირებულებები აისახა ლიტერატურაში, ხელოვნებასა და ქართული ანბანის განვითარებაში.

საუკუნეების განმავლობაში, პოლიტიკური ზეწოლის გამო, საქართველოს უწევდა უცხო ქვეყნებთან გამკლავება. სარწმუნოება იყო ერთ-ერთი უდიდესი ძალა, რომელმაც განაპირობა ქვეყნის იდენტობა. სანამ საზღვრები იცვლებოდა, იმპერიები იქმნებოდა და იშლებოდა, ქრისტიანულმა მრწამსმა ქართველებს მისცა საერთო ისტორია, კულტურა და ლიტერატურა. ის გახდა სხვადასხვა რეგიონის, ენისა და ტომის დამაკავშირებელი ძაფი.
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მმართველი, თამარ მეფე ბრძოლამდე ფეხშიშველა მიდიოდა სალოცავად და თავის მეომრებსაც მოტივაციას აძლევდა იმისათვის, რომ შეუპოვები ყოფილიყვნენ, მისცემოდათ ძალა და რწმენა მტრის დასამარცხებლად. ისტორიამ კი თამარის მეფობის პერიოდი ოქროს ხანად აღიარა. ზუსტადაც, მისი მმართველობის დროს მიაღწია ქვეყანამ დიდებისა და გამარჯვების ზენიტს. ქრისტიანობა იყო მეომრების საყრდენი ძალა, რომელც უბიძგებდა თითოეულ ინდივიდს თავდადებისკენ.
დღეს კი ქართული ტაძრები, ფრესკები, ლიტერატურა, პოლიფონია, ცეკვა ასახავს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ მემკვიდრეობას.
დასკვნის სახით კი ვიტყოდი: ქრისტიანობა უბრალოდ კი არ გავრცელდა საქართველოში, არამედ გახდა ქვეყნის გული და სული, სიხარული და წუხილი, ცხოვრების არსი და სწრაფვა სრულყოფისაკენ.