სტატიის ავტორი: ანასტასია სამხთუაშვილი
ადამიანს ამქვეყნად მოვლენისას ეკისრება პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა შეასრულოს. ეს შეიძლება იყოს ქვეყნისადმი დაკისრებული ვალი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და სხვა. ეს გადაწყვეტილება კი მათ ზნეობრივ არჩევანს გულისხმობს. ნებისმიერი ადამიანი თავის ცხოვრებაში დგას ზნეობრივი არჩევანის წინაშე, დაეხმაროს თუ არა გაჭირვებულს, დაუთმოს თუ არა მოხუცს ადგილი, შეეწინააღმდეგოს თუ არა უსამართლობას.ზოგი ამას ასრულებს, უფრთხილდება სულიერ სამყაროს, სჯერა სულის მარადიულობის, ცდილობს სიკეთით აავსოს ის, ღირებულად იცხოვროს, რათა იმქვეყნად სუფთა სულით შევიდეს. ზოგს კი ეს ვალდებულება არაფრად მიაჩნია, მათი საქციელიდან ჩანს, რომ მათთვის სულის არსებობა სისულელეა. ამქვეყნად ადამიანი მოდის რომ იცხოვროს, შემდეგ კი კვდება. ასეთი ადამიანები ძირითადად იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც მუდამ ცდილობენ ყველას ხელიდან გამოგლიჯონ რაიმე, რათა თავი ირჩინონ. აბინძურებენ სულს და არ ადარდებთ თუ როგორი პიროვნებით წავლენ ამქვეყნიდან. მათეს სახარების ,,ათი ქალწულის იგავის’’ მიხედვით, ადამიანი მუდამ სიკეთეს უნდა აკეთებდეს, რადგან არ იცის როდის მოვა მისი აღსასრულის დრო. მან უნდა გააძლიეროს რწმენა სიკეთით. ჭკვიანი ადამიანები სწორედ ასე იქცევიან უგუნურები კი გადადებენ ხოლმე მადლის კეთებას, ამიტომ სამოთხის გარეთ რჩებიან.
მოთმენაც მორალური უნარია, რომელიც მოითხოვს დათმო რაღაც, მაგალითად დახუჭო თვალი სხვის უსაქციელობაზე, რათა უსიამოვნება არ გამოიწვიო საზოგადოებაში. ყველას არ აქვს ნებისყოფა აიტანოს ეს.

მოთმენა ადამიანს ზნეობრივად ამაღლებს. ამის მაგალითი კი ნათლად ჩანს გიორგი მერჩულეს ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში ,, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’. პერსონაჟი ზენონი არის ღვთის მოშიში ადამიანი, რომელიც, როდესაც გაიგებს თავისი დის უმსგავსო საქციელის შესახებ, იარაღით შემკული გაეკიდება მის შემაცდენელ კაცს. გზაში კი დაფიქრდება და მიხვდება, რომ ის ადამიანი არ ღირდა მისი სულის საცდური გამხდარიყო და მიდის მერეს დედათა მონასტერში, სადაც ბერად აღიკვეცება.
მათეს სახარების ,, იგავი ტალანტებზე’’ მიხედვით, რაც უფრო დიდი ნიჭით ხარ დაბადებული მით უფრო დიდი ვალი გეკისრება ამქვეყნად. უნდა გამოიყენო ის, რაც გაქ და ეცადო უფრო განავითარო შენი შესაძლებლობები. სწორედ ეს უნდა გახადო შენი ამქვეყნიური ცხოვრების მიზანი.

იგავში, ასევე მოთხრობილია ერთი ბატონის ამბავი, რომელიც მიდის საზღვარგარეთ, მანამდე კი თავის სამ მსახურს არათანაბრად ურიგებს თავის ქონებას მათი სიძლიერის მიხედვით. ვინც ხუთ და ორ ტალანტს იღებს მიდის და აორმაგებს მიცემული ქონებას. ხოლო ის, ვინც ერთს მიიღებს წავა, მიწას ამოთხრის და იქ დამალავს, რათა არ დაჰკარგოდა ის. როდესაც ბატონი დაბრუნდება, უხმობს მსახურებს და ამბავს მოჰკითხავს, თუ რა უქნეს ქონებას. ვინც ხუთი და ორი ტალანტი მიიღეს მათ გაუორმაგა მიცემული ქონება, ხოლო ვინც დამარხა ტალანტი იმას ისიც წაართვა, რაც ჰქონდა.
ქრისტიანული რელიგიის ტარება ეს არის პასუხისმგებლობა, რომელიც ადამიანს ეკისრება სულიერი ზიარებისას. ჩვენ, ქრისტეს მოწაფეებმა და მიმდევრებმა სახარებიდან უნდა ვისწავლოთ, რაც სწამს თვით ქრისტეს და რასაც ის გვასწავლის შემდეგ კი ვეცადოთ გამოვიყენოთ ისინი ყოველდღიურად.
იყო ქრისტეს მოწაფე ნიშნავს – გწამდეს ადამიანისაც – საკუთარი თავით დაწყებული ყველა ადამიანით დამთავრებული. გჯეროდეს, რომ ყველა ადამიანში არის ნათელი, არის სიკეთე.