ავტორი: მარიამ ქოიავა
***
მართა ფანჯარასთან დგას და ინტერესით შეჰყურებს, როგორ კაშკაშებს სანთლის ალი. გარეთ ღამეა, ცა ვარსკვლავებით მოჭედილა, მაგრამ სანთელზე მეტად არცერთი ანათებს.
გოგონა მას უყურებს, შემდეგ უღიმის.
***
12 წლის შემდეგ
მართა ანის შესახვევთან ემშვიდობება, შემდეგ სახლისაკენ მიმავალ დათოვლილ გზას მიუყვება. კარს რომ აღებს, უკვე იცის, ვინ სად არის – დედა სამზარეულოშია, ჭურჭელს რეცხავს, მამა – სამსახურში. გათბობა ჩართულია, თუმცა სახლი ამაზე ცივი არასოდეს ყოფილაო, ფიქრობს, შემდეგ თავის ოთახში შედის.
ქალი ჭურჭელს თავს ანებებს და შვილის ოთახის კარს შესცქერის. რა დაემართა მის მოღიმარე, გულღია გოგოს? ნუთუ ოდესმე დაბრუნდება ის მხიარული, მოცინარი ბავშვი, რომელსაც იგი იცნობდა?
თვალები ცრემლებით ევსება, თუმცა არაფერს ამბობს. მისაღებ ოთახში გადის, კანკალით ანთებს სანთელს და ხატის წინ დაჩოქილი ჩურჩულებს:
გოგონას არაფერი გაუგია, თავის ოთახში საწოლზე იწვა და ყურსასმენებში მუსიკას უსმენდა. გარეთ ბარდნიდა და თოვლის ფიფქები ფანჯრის მინას ჩუმად ეხეთქებოდნენ.
***
კიდევ ერთი სასკოლო დღე მიიწურა. იგი კვლავ ანასთან ერთად მიდიოდა სახლში. ხმას არცერთი არ იღებდა, არ იცოდნენ, რა ეთქვათ. ბოლო პერიოდში მართა ძალიან შეიცვალა – თავის თავში ჩაიკეტა, ფიხცი და გულჩათხრობილი გახდა, დროს სულ მარტო ატარებდა.
ხმა ჩაუწყდა და აღარ გაუგრძელებია. მეგობარმა შეწუხებულმა შეხედა, მერე ჩუმად შესთავაზა:
მართამ არაფერი უპასუხა, სწრაფად დაემშვიდობა შესახვევთან და გზა სირბილით განაგრძო. იყო დრო, როცა დღე არ გავიდოდა, არ ელოცა, მაგრამ რა მისცა ამან? ბებია დიდი ხანი ლოგინად იყო ჩავარდნილი, ლოცვას კი შედეგი არ ჰქონია, იგი სულ რაღაც ოთხი თვის წინ გარდაიცვალა, მართა კი მას შემდეგ ეკლესიაში აღარ წასულა.
***
„ორ ნაბიჯში“ ბევრი ხალხი იყო, სალაროსთან რიგი იდგა. ისედაც უამრავი სამეცადინო ჰქონდა, ახლა კი ამდენ ხანს უნდა ეთმინა! ნუთუ ეს ბედის ირონია იყო?
მართამ სწრაფად აიღო პროდუქტები, კალათაში ჩაყარა და რიგში დედა-შვილის უკან აიტუზა. ქალს მანდილი წაეკრა თავზე, ხელში ლოცვების წიგნი ეჭირა. ამან, რატომღაც, კიდევ უფრო გააღიზიანა.
გოგონამ თავი დაუქნია, შემდეგ თავისთვის ჩაიბურტყუნა:
მართამ თავი ჩაქინდრა და ჩაფიქრდა. თავადაც ასე ეგონა…მაგრამ განა იმის თხოვნა უფლისთვის, რომ ბებია გამომჯობინებულიყო, ეგოისტური საქციელი იყო? ამის გარდა ისიც უღრნიდა გულს, ბოლო მომენტი რომ აღარ ახსოვდა. როცა უთხრეს, ნინა ბებომ სასწრაფოდ ითხოვა შენი ნახვაო, სკოლიდან ადრე გამოვიდა და საავადმყოფოში წავიდა მის სანახავად, მაგრამ ისე ნერვიულობდა, რომ გულისამრევი მწვანე ფერის კედლების გარდა არაფერი ახსოვდა.
ამასობაში მისი დროც მოვიდა, პროდუქტები დახლზე დაალაგა და მოგონებები გაფანტა. აზრი არ ჰქონდა ამაზე ფიქრს, უკვე გვიანი იყო.
***
გამოცდები ახლოვდებოდა და მეცადინეობა უფრო ინტენსიურად გააგრძელა. ღამეებს ათენებდა და ერთი და იმავე მასალას ყოველდღე იმეორებდა. ტექსტთან მუშაობა უჭირდა, ამიტომ ყველა გაკვეთილს გულისყურით უსმენდა, რომ მარტივად ესწავლა.
იგი ისე აღელვებული შეჰყურებდა, მართამ თავი ჩაქინდრა და სინდისის ჭიამ მის გულს ღრღნა დაუწყო. აღიზიანებდა ის ფაქტი, რომ ანი ასე მალე ხვდებოდა მის გულისნადებს. შესაძლოა, მართალიც ყოფილიყო…მაგრამ ამის აღიარება არ შეეძლო.
მართამაც მოხვია ხელები მეგობარს და სცადა, ცრემლები შეეკავებინა.
ანიმ თავი სინანულით გააქნია.
მართა გაცეცხლებული მიუტრიალდა. ბებიის ხსენებაზე ცრემლი მოადგა.
ანი გაშეშდა, გაოგნებით გახედა მართას, შემდეგ თვალები აუწყლიანდა, უხმოდ შებრუნდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. ისეც გამობრუნდა და გულჩამწყდარმა განაგრძო გზა. სინდისის ხმა ამჯერად უფრო მკაფიოდ მოესმა. საუკეთესო მეგობარს ასე როგორ მოექცა?! ანი წლების განმავლობაში მისი დამხმარე და მონათესავე სული იყო, მასთან არასდროს უჩხუბია და ამ სიტუაციამ დათრგუნა.
***
ისევ მწვანე დერეფნები ესიზმრა. საკუთარი გულისცემა ესმოდა, ისე სწრაფად მირბოდა. მარცხნივ, შემდეგ ისევ მარჯვნივ…ბოლოს თეთრი კარიც გამოჩნდა…მასთან მიირბინა, სახელური ჩამოსწია და…
გაეღვიძა. თავს ცუდად გრძნობდა. სწრაფად ადგა, ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა.
სვერცხლისწყალი 37 ამდე ასულიყო. თავი სტკიოდა, მაგრამ გულის სიღრმეში გაუხარდა, რომ იმეცადინებდა, ხუთშაბათს და ორშაბათს კი ორივე გამოცდას მშვიდად დაწერდა.
მართა დაჯდა და მთელი დღე მეცადინეობაში გაატარა. დარწმუნებული იყო, ეს ყველაფერს უშველიდა.
***
ანი საკვირაო სკოლიდან ექსკურსიაზე მიჰყავდათ ხუთ ბავშვთან ერთად. მართა შეპირებული იყო, რომ გაჰყვებოდა, მაგრამ ახლა გადაეწყვიტა, არაფერი დაშავდებოდა, თუ არ წავიდოდა, მით უმეტეს, იმიტომ, რომ აღარ ლაპარაკობდნენ. შეთანხმებულები იყვნენ, ანის წერილი უნდა დაეტოვებინა მისი სახლის კართან, მაგრამ გოგონა დარწმუნებული იყო, რომ მეგობარი მის სახლს ახლოსაც არ გაეკარებოდა. გულს უგმირავდა ამაზე ფიქრი, მაგრამ სინდისს მაინც არ აქცევდა ყურადღებას. გამოცდას ჩავაბარებ და მერე დამშვიდებულზე შევურიგდები, მაინც დიდი დრო მაქვსო, იფიქრა.
***
გავიდა დრო და დადგა საბედისწერო ხუთშაბათიც. მართა გამოცხადდა გამოცდაზე და მისთვის გაკუთვნილი ადგილისკენ გაეშურა, შემდეგ დახედა ფურცელს და ყველაფერი წაეშალა გონებიდან.
„განა ეს არ იყო პასუხი? მგონი, კი…ვაითუ ვცდები?“ – მსგავსი ეჭვები მოსვენებას არ აძლევდა. ძალიან გაუჭირდა დაწერა, ბოლოს კი ანერვიულებულმა დატოვა დარბაზი. ბევრი გრაფა დატოვა ცარიელი და იმედი სრულიად გადაეწურა.
ანი გამოცდაზე არ გამოჩენილა, რამაც ის უფრო დააეჭვა, ბოლოს გადაწყვიტა, სახლში მიეკითხა მისთვის. დედამისი გულთბილად დახვდა, შეიპატიჟა და სევდიანი ღიმილით გაუმასპინძლდა, ხოლო როდესაც გოგონამ მეგობარი მოიკითხა, სახე შეეცვალა, სანამ პასუხს გასცემდა.
***
***
სახლის კართან შეჩერდა და გულებმიხატულ წერილს დააშტერდა. შეცდა. როგორც ჩანს, ჩხუბისდა მიუხედავად, მეგობარს მისი მიტოვება არ უცდია.
***
მართა საწოლზე იჯდა და საკუთარ ხელებს დაჰყურებდა. „ჩემი ბრალია…“ ფიქრობდა გულში, ლოყები ცრემლებით დასველებოდა, „მე უნდა გავყოლოდი ანის ექსკურსიაზე…ჩემი ბრალია…“
ორშაბათისთვის არ უმეცადინია, აღსარებისთვის ემზადებოდა. ანდა რაღა უნდა ემეცადინა? ყველაფერი ასჯერ ჰქონდა გამეორებული. საკუთარ თავზე ბრაზობდა, ანის რომ არ დაუჯერა, არადა, გულის სიღრმეში იცოდა, რომ მართალს ეუბნებოდა ლოცვაზე. არც სინდისს მიაქცია ყურადღება, როცა იგი სწორი საქციელისკენ მიუთითებდა.
ახლა კი იყო აქ, თავის ოთახში ჩაკეტილი და თავს საშინლად გრძნობდა. აღარ იცოდა, რა ექნა, როგორ გამოესწორებინა დანაშაულები – უფლის უნდობლობა, საუკეთესო მეგობრის მიტოვება… ანი საავადმყოფოში წაიყვანეს…განა გვიანი არ იყო?
მაგრამ ნათქვამია, მეორე საუკეთესო დრო სწორედ ახლააო, მართას კი შეეძლო ეკლესიაში წასვლა და ცოდვების გულწრფელი მონანიება, სანამ კიდევ დრო იყო.
***
***
პირჯვარი გადაიწერა და ხატის წინ დადგა. სიტყვები სწორად უნდა შეერჩია, ამიტომ არ ჩქარობდა, შემდეგ ლოცვა დაიწყო. იგივე შეცდომის გამეორებას აღარ აპირებდა.
***
მწვანე დერეფნები… მარცხნივ, შემდეგ მარჯვნივ…თეთრი კარი…
ყველაფერი ერთმანეთში აირია, მწვანე კედლების სილუეტები აიხლართა და მართას გაეღვიძა.
***
ახალი წელი გრანდიოზულად არ აღუნიშნავს, როგორც აქამდე იქცეოდა. 2026 წელი მოადგა კარს, დიდი დრო გასულიყო. მართამ ბებიის სურათი გულში ჩაიკრა, შემდეგ მშობლებთან ერთად გაისროლა ფეიერვერკი.
მაიას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ძლიერად ჩაიკრა გულში და აკოცა.
პირველ იანვარს ხუთშაბათის ტესტის ნიშანი მოვიდა და აღმოჩნდა, რომ გოგონას მხოლოდ რამდენიმე ქულა დაჰკლებოდა, ხოლო ორშაბათის ტესტი უშეცდომოდ ეწერა. არც ისე ცუდი ყოფილაო, გაივლო გულში.
***
მართა ფანჯარასთან დგას და უყურებს, როგორ კაშკაშებს სანთლის ალი. გარეთ ღამეა, ცა ვარსკვლავებით მოჭედილა, მაგრამ სანთელზე მეტად არც ერთი ანათებს.
მართა თავად უახლოვდება სანთელს, ასანთს დედასთან ერთად ჰკრავს ყუთზე და ცეცხლის ალიც უმალ გიზგიზდება.
უცებ გოგონამ თოვლიან ქუჩაში შავ ლანდს მოჰკრა თვალი. ვიღაც თავქუდმოგლეჯილი მორბოდა მისი სახლისკენ, ტანსაცმელი მსხვილი ფიფქებით დაფარვოდა. ანი მორბოდა და ხელში დიდი ყვავილების თაიგული ეჭირა, სწორედ ისეთი, როგორიც მართამ დაუტოვა მეგობარს საავადმყოფოში.
სანამ ფანჯარას დატოვებდა და თავადაც თავქუდმოგლეჯილი გავარდებოდა მის შესახვედრად, მართამ კიდევ ერთხელ ახედა ვარსკვლავებს და ფართოდ გაიღიმა.