სტატიის ავტორი: მრიამ ქოიავა

326 წელი საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღია. ჩვენს უძველეს ერს უამრავი ბრძოლა, გასაჭირი თუ განსაცდელი ახსოვს – ჟამი, როდესაც ყველა თავისუფლებისა და ერთიანობისკენ მიისწრაფვოდა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა წმინდა ნინო – კაბადოკიელი ქალი, რომლის ქადაგებამაც ჩვენი სამშობლოს ისტორია მთლიანად შეცვალა. მან ქრისტიანობა გაგვაცნო, რის გარეშეც დღეს საქართველოს წარმოდგენა შეუძლებელია. უკვე 1700 წელი სრულდება, მანადეც, გარკვეულწილად ასე იყო, რაც ქართველების გულში ქრისტე ცოცხლობს და ყოველი ახალი თაობის სულიერ სამყაროსა და აზროვნებაზე ახდენს გავლენას.
ქართველი ერი მუდამ გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობოთ, სიკეთითა და სითბოთი, ხოლო ამ სარწმუნოებამ ეს თვისებები სიყვარულითა და კეთილსინდისიერებით გაამდიდრა. ლოცვის დროს უფლის მიმართ გამოიხატება მადლიერება, რწმენა და სიყვარული, რასაც გონებაზე დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს: ადამიანი გრძნობს, რომ ღმერთი მის ლოცვას შეისმენს, ჩნდება იმედი, იხსნება დაძაბულობა, სტრესი და ყალიბდება სულიერი სიმშვიდე,

მათეს სახარებაში წერია: „გიყვარდეთ მტერნი თქვენი“, ასევე ფრაზა „თუ მოიკითხავთ მხოლოდ თქვენს მოძმეთ, უჩვეულოს რას სჩადიხართ? განა ასევე არ იქცევიან წარმართნიც?“, – აქ იგულისხმება, რომ ქრისტიან ადამიანს უნდა უყვარდეს არა მხოლოდ მოყვასი, არამედ მტერიც, რადგან თავიანთი კეთილმოსურნეები ისედაც ყველას უყვარს და ამაში განსაკუთრებული არაფერია. იმისთვის, რომ მტრის სიყვარული შეძლოს, ადამიანი უნდა იყოს თავმდაბალი, რადგან ეს ის თვისებაა, რომელიც შენში უდიდეს ცოდვას, ამპარტავნობას სძლევს და სამყაროს სულ სხვა თვალით გვანახებს; გვააზრებინებს, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ. მამა ღმერთი გვაერთიანებს და ჩვენ მისი სულიერი შვილები ვართ, ცოდვილები, რომლებიც ცათა სასუფევლის დამკვიდრებას ვცდილობთ. ის, ვინც ამას გაიაზრებს, თავს არავისზე მაღლა არ დააყენებს, ყველას მიმართ გამოავლენს სიყვარულსა და სათნოებას და ჭეშმარიტი ქრისტიანის მოვალეობებს შეასრულებს.
სწორედ ესაა ქრისტიანობის მთავარი არსი და ეს სულიერი განათლება მოგვეცა, როდესაც წმინდა ნინომ პირველად იქადაგა ჩვენს სამშობლოში. იყო დრო, როდესაც ჩვენი მორალური ღირებულებები შურისძიებაზე, დიდებასა და ძალაზე იყო დაფუძნებული, რელიგიამ კი, ეს ყველაფერი ჭეშმარიტი ქრისტიანული ღირებულებებით ჩაანაცვლა. სინდისი – ეს არის ჩვენი გადაწყვეტილებების ფილტრი, რომელიც კიდევ ერთი ფაქტორია ჩვენი მიმტევებლური ხასიათისა და ტოლერანტობისა.

წმ. ეგნატე ეპისკოპოსი ამბობს: „სინდისი არის ადამიანის სულიერი გრძნობა – ფაქიზი, ნათელი, კეთილისა და ბოროტის გარჩევის შემძლე. ეგ გრძნობა გონებაზე უკეთ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას. სინდისის მოტყუება უფრო ძნელია, ვიდრე გონების.“ , ასევე ერთ-ერთი ფსიქოლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის ცნობილი ფრაზაა: „სინდისი, ეს არის ორგანო საზრისისა.“, – აქ ორივე მოღვაწე ნათლად აჩენს ადამიანისთვის სინდისის მნიშვნელობასა და ღირებულებას. უფალი გვეუბნება, რომ გონება და ცოდნა – ესენი არ არიან მთავარი საყრდენები ცხოვრებაში, მთავარი აქ არის რწმენა და ჩვენი შინაგანი მოსამართლე, რომელიც ბოროტსა და კეთილს ყველაფერში ამოიცნობს და სწორი გზისკენ მიგვითითებს.
ამრიგად, ქრისტიანობა არის სინდისის, სიკეთისა და სიყვარულის ფუნდამენტი ქართველი ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის როგორც სულიერად, ისე ფსიქოლოგიურად. სწორედ ეს არის იმ საიდუმლოს გასაღები, თუ როგორ გაძლო საქართველომ მრავალი საუკუნე მტრების გარემოცვაში, ითმინა მეზობელი იმპერიების შემოსევები… როდესაც სულიერი კრიზისის პერიოდი დადგა, ამ გასაჭირიდან ქრისტეს მოწამეებმა გვიხსნეს (მათ შორის იყვნენ წმინდა შუშანიკი და ნეტარი აბო თბილელიც) და დღესაც ფეხზე დგას ეს უძველესი ერი; სწორედ ჩვენი სარწუნოებაა ის, რამაც ერთიანობა შეგვინარჩუნა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას ღვთის სიყვარული აჩუქა. პასუხად, საქართველომაც შესძინა ქრისტიანობას მრავალი წმინდანი, ეკლესია და მიუძვნა ჰიმნოგრაფია, რაზეც დღესაც მიგვიწვდება ხელი, აქტიურად ვცდილობთ მათ გავრცელებას და ყოველ ახალი თაობისთვის გადაცემას, როგორც უზენაესი ღირებულების საუნჯისა.