სტატიის ავტორი: ნინო ჯიქია.
საქართველოს სულიერი ისტორია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გზაა წარსულიდან დღემდე. ქრისტიანობის შემოსვლამდე, ეს მიწა სავსე იყო სხვადასხვა კერპთაყვანისმცემლური წარმოდგენებით, ხოლო IV საუკუნეში მომხდარმა გარდატეხამ, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ, სრულიად ახალი ეპოქას დაუდო საფუველი. ეს გარდატეხა შეილება აღვიქვათ, როგორც „სინათლე წყვდიადში“, სულიერი განახლება და ახალი ცნობიერების დაბადება.
ქრისტიანობამდე ქართველთა სარწმუნოება მრავალღმერთიანობასა და ბუნების ძალების თაყვანისცემაზე იყო დაფუძნებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ღვთაებებს, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებას უკავშირდებოდა.
ისტორიული წყაროები გვაწვდიან ცნობებს რამდენიმე კერპის შესახებ:


ამ კერპებს ეწირებოდა მსხვერპლი, ტარდებოდა რიტუალები და დღესასწაულები. თუმცა ეს რწმენები ხშირად ეფუძნებოდა შიშს, ბუნებრივი ძალების მორჩილებასა და მატერიალურ კეთილდღეობაზე ზრუნვას.
მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ იმდროინდელი კულტურა ღირებულებებს მოკლებული იყო, არამედ მიუთითებს იმაზე, რომ ღმერთის ერთიანობის იდეა ჯერ არ იყო გააზრებული და სულიერი ცხოვრება ნაკლებად იყო დაკავშირებული სიყვარულთან და მორალთან.
IV საუკუნეში საქართველოში იწყება უმნიშვნელოვანესი გარდატეხა, რომელიც დაკავშირებულია წმინდა ნინო-ს მოღვაწეობასთან. მისი ქადაგება და სასწაულები გახდა საფუძველი ახალი სარწმუნოების გავრცელებისა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება უკავშირდება მირიან III-ს მმართველობას (326 წ.). ლეგენდის მიხედვით, მეფე სიბნელეში აღმოჩნდა და მხოლოდ ქრისტესადმი ლოცვამ მოუტანა სინათლე – ეს ამბავი სიმბოლურად გამოხატავს მთელი ქვეყნის სულიერ ცვლილებას.
ქრისტიანობა როგორც „სინათლე“
ქრისტიანობის მიღებამ ძირეულად შეცვალა საზოგადოება:
ქრისტიანობა იქცა იმ „სინათლედ“, რომელმაც გაანათა ადამიანის შინაგანი სამყარო და შეცვალა მისი დამოკიდებულება სხვებისა და საკუთარი თავის მიმართ, შექმნა ახალი ეროვნული იდენტობა
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ერთ-ერთი გადამწყვეტი მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში რამაც განსაზღვრა: ქვეყნის კულტურული განვითარება და მისი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში.
საქართველოს ისტორია ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება სულიერმა გარდატეხამ შეცვალოს მთელი საზოგადოება. კერპთაყვანისმცემლობიდან ქრისტიანობაზე გადასვლა იყო გზა „წყვდიადიდან სინათლისკენ“ – გზა, რომელმაც განსაზღვრა ქართული კულტურისა და სულიერების მომავალი.
ზუსტად ამიტომ საქართველოს გაქრისტიანება არა მხოლოდ რელიგიური გარდატეხა იყო, არამედ ისტორიული არჩევანი, რომელმაც ერის ერთიანობა, კულტურა და სულიერი სიმტკიცე დაამკვიდრა – საფუძველი, რომლითაც საქართველო მრავალ განსაცდელს გადაურჩა. და მაინც სად ვიქნებოდით ახლა რომ არა ქრისტიანობა?