სტატიის ავტორი: მათე ბლიაძე
დღესდღეობით ბევრი ქრისტიანული ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც. ყველა ამ სახელმწიფოში, ქრისტიანობის მთავარ რელიგიად ჩამოყალიბება მომდინარეობს რაიმე პოლიტიკურ, ჰუმანური და კულტურიული ღვარწლის გაღების შედეგად . საქართველოს შემთხვევაში, უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართველ მეფეებს ქრისტიანული სახელმწიფოს საფუძვლის შექმნაში, ისინი რომ არა , შესაძლოა, საქართველო არც ყოფიილიყო ქრისტიანული სახემწიფო.
მეფე იყო სახელმწიფოს წამყვანი ფიგურა, ადამიანი, რომელიც დიდ პასუხისმგებლობას იღებდა და რომლის გადაწტვეტილებებიც პირდაპირ განაპირობებდა ქვეყნის ბედს, სიმტკიცესა და კეთილდღეობას. ჰქონდა გავლენა თითოეულ ადამიანზე. ხოლო მოსაზრება რომ მეფე ღმერთშემოსილიმსახურია პირდაპირ უკავშირდება ქრისტიანობის მიღებას, როგორც სხვა ქვეყნებში ისევე საქართველოში.
ქრისტიანობა, საქართველოში, უკვე 17 საუკუნეა რაც საერთაშორისო რელიგიადაა მიღებული. 326 წელს, მეფე მირინ მესამის დროს გაიდგა ფესვები. სწორედ მაშინ მიიღო მეფე მირიანმა ქრისტიანობა, რამაც განაპირობა მთლიან საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება. გავლენა ხალხზე არა მხოლოდ მირიან მეფის რეფორმებს , არამედ, წმინდა ნინოს ქადაგებამ მოტივაცია და ძალა შემატა ჩვენს სახელმწიფოს, მისი დამსახურებაა რომ ასე გაიდგა რქიტიანულმა გავლენამ ფესვები ჩვენს სახელმწიფოში.იყო დრო, როდესაც მირიან მეფე არ აღიარებდდა ამ რელიგიას და სწორედ ეს იყო მიზეზი ქრისტიანების ნაკლებობისა. შემდეგ კი ვხედავთ, თუ როგორ ეცვლება შეხედულება ხალს ქრისტიანობის მიმართ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მეფე იღებს ქრისტიანულ რელიგიას.
ყველა, ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მართლდება მოსაზრება, რომ მეფე, მართლაც, ღმერთშემოსილიმსახურია. ქრისტიანული სახელმწიფოს მეფე შესაძლოა იყოს ღმერთშემოსილი მსახური, რადგან დიდი წვლილი შეიტანეს ქრისტიანობის გავრცელებასა და შენარჩუნებაში.
მირიან მეფე არის ის, ვინც მიიღო და გაავრცელა ქრისტიანობა საქართველოში პირველად, მაგრამ არანაკლებ სახსენებელია მოწაამეები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ფასად შინარჩუნეს ჩვენი რელიგია. ასეთი ადამიანები, ჩვენს ისტორიას ბევრი ახსოვს, შუშანიკი, რომელმაც არ შეურაცყფო, არც თავისი ღირსება და არც სარწმუნოება არაფრის ფასად.
ამიტომ მეფე იყო ღმერთშემოსილიმსახური , წმინდა და ერთგული მსახური ღმერთისა , მის კეთილ სიტყვას ავრცელებდა,მის წესებს ქადაგენდა და ქვეყანა ღმერთისკენ მიჰყავდათ.
ისინი იყვნენ რჩეული ღმერთისადმი , ის იდგა ქვეყნის თავში , მას ჩაესმოდა ღმერთის ხმა და ის იყო ღმერთის გზავნილი კაცი.
ამიტომ იყო მეფე თავი და ბოლო სახელმწიფოსა, ამიტომ წარმოადგენდა მეფე მთელი ერის სახეს.