სტაიის ავტორი: ბარბარე ხიზანაიძე
მზრუნველობა, ურთიერთობა და ემოცია
აბსტრაქტი: ქრისტიანულ სამყაროში ოჯახი ერთ-ერთ უმთავრეს სულიერ და სოციალურ ფასეულობას წარმოადგენს. იგი აღიქმება არა მხოლოდ ადამიანთა ერთობლიობად, არამედ ღვთისგან კურთხეულ კავშირად, სადაც სიყვარული, ერთგულება და პასუხისმგებლობა ცენტრალურ როლს ასრულებს.

ქრისტიანობა საახელმწიფო რელიგიად IV საუკუნეში გამოცხაადდა, მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ეპოქაში. მას შემდეგ ის იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ქართველი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქრისტიანობას, როგორც სახელმწიფო რელიგიას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს მართვის პროცესში, მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებების მიღებისას, ქართველი ხალხის ნება-სურვილის გამოხატვისას. ბუნებრივია, ქრისტიანობამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ითმაშა ქართული ოჯახის ფორმირების პროცესში. მისი გავლეგანა, განსაკუთრებით იგრძნობა ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებში.
ქრისტიანულ სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ოჯახის ინსიტუტის გაძლიერებაში. ჯვრისწერა, როგორც ერთ-ერთი ქრისტიანული საიდუმლო, დანარჩენ შვიდს შორის, დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას. ის გულისხმობს ყველა განსაცდელის ერთად და ღირსეულად გადალახვის ვალდებულებას და აკავშირებს ცოლ-ქმარს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სულიერადაც.
ქრისტიანული მრწამსით აღზრდილი ადამიანისთვის ოჯახი ასოცირდება სიყვარულან, თანადგომასთან, ერთგულებასთან, მზრუნველობასთან და ჰარმონიასთან. ამდენად, ქრისტიან ადამიანებს შორის არსებული ოჯახური ურთიერთობები ყოველთვის გამოირჩვა განსაკუთრებული მოწიწებით და ურთიერთპატივისცემით.
ქრისტიანულ ტრადიციაში ოჯახი ხშირად შედარებულია მცირე ეკლესიასთან — „საოჯახო ეკლესიასთან“, სადაც ყოველდღიური ცხოვრება სულიერი განვითარების გზად იქცევა.
მამაკაცი არის მებრძოლი, მონადირე, მარჩენალი, ოჯახის უსაფრთხოების გარანტი, ხოლო დედა ოჯახის მათვარი სახე, შვილების აღმზრდელი, მზრუნველი, თბილი კერის გარანტი და პატიოსნების სიმბოლო, შვილები კი – მომავლი იმედი, ხალისის და ბედნიერების შემკვრელნი იყვნენ.
ოჯახი არის პირველი სივრცე, სადაც ადამიანი სწავლობს: სიკეთესა და ბოროტებას შორის განსხვავებას; პასუხისმგებლობას,სიყვარულსა და თანაგრძნობას.
მშობლები შვილებისთვის პირველ მასწავლებლებად ითვლებიან. მათზეა დამოკიდებული ბავშვის: მორალური ღირებულებები, სულიერი განვითარება და ცხოვრებისეული დამოკიდებულებები
ოჯახის ინსტიტუტის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის, საქართველოს მოქმედმა პატრიარქმა ილია II-მ ოჯახის სიწმინდის დღე დაარსა (17 მაისი) და მისივე ინიციატივით ერთი და იმავე დედ-მამის მესამე და ყოველი მომდევნო შვილი ინათლებოდა უშუალოდ მის მიერ, ოჯახის სიმყარისა და სიძლიერის ნიშნად. პატრიარქი ამბობს: „ოჯახი პატარა ეკლესიაა, სადაც მუდამ სიმშვიდე უნდა სუფევდეს“.
საქართველოს, როგორც პატარა სახელმწიფოს, ყოველთვის ჰქონდა გამოწვევები ტერიტორიის მთლიანობასთან, დამოუკიდებლობასთან და თავისუფლებასთან დაკავშირებით, ოჯახის ინსტიტუტი კი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქართული ადათის, წეს-ჩვეულებების შენარჩუნების და შთამომავლობისთვის გადაცემის პროცესში.
ბაგრატიონები, დადიანები და ჯაყელები საქართველოს ქრისტიანული კულტურის შენარჩუნებაში დიდ როლს ასრულებდნენ. ისინი მხარს უჭერდნენ ეკლესიებსა და მონასტრებს, ხელს უწყობდნენ განათლებას და ცდილობდნენ, რომ ქრისტიანული ტრადიციები შეენარჩუნებინათ. რთული დროის და ომების მიუხედავად, ამ ოჯახებმა შეძლეს ქვეყნის სულიერი და კულტურული საფუძვლების განმტკიცება, რაც დღემდე იგრძნობა ქართველი ერის ცხოვრებაში.
ჯანსაღი ოჯახი არის ძლიერი საზოგადოების საფუძველი. ქრისტიანული თვალსაზრისით ოჯახი აყალიბებს მოქალაქეებს და ავრცელებს მორალურ ღირებულებებს, ასევე, ინარჩუნებს ტრადიციებს. თუ ოჯახი მტკიცეა, საზოგადოებაც უფრო სტაბილური და ჰარმონიული ხდება.
დედის როლი ქრისტიანულ ოჯახში: ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში დედის როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის სიყვარულის, სითბოს და სულიერი მხარდაჭერის მთავარი წყაროა. დედა უზრუნველყოფს შვილის აღზრდას, მისთვის ღირებულებების ჩამოყალიბებას და ადათ-წესების გადაცემას. ქრისტიანულ ტრადიციაში დედა ოჯახის მრწამსს და რწმენას ამყარებს, ის ბავშვებს ასწავლის ლოცვას, აჩვევს ეკლესიაში სიარულს და უნერგავს ღმერთის სიყვარულს.
ქრისტიანულ სამყაროში ოჯახი მხოლოდ სოციალური ერთეული არ არის — იგი არის სიყვარულზე, რწმენასა და პასუხისმგებლობაზე აგებული სულიერი სივრცე.
ოჯახში ადამიანი სწავლობს იმას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში განსაზღვრავს მის გზას. ამიტომაც ოჯახი ქრისტიანულ კულტურაში განიხილება, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი — ადგილი, სადაც ადამიანი პოულობს მხარდაჭერას, რწმენას და ნამდვილ ღირებულებებს.