სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი – ...
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი თერ...
სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი რა...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი, ლ...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი ს...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი მ...
სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი – ...
სტატიის ავტორი: ლილუ ჩხარტიშვილი თერ...
სტატიის ავტორი: გვანცა ძმანაშვილი რა...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი, ლ...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი ს...
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი მ...
– ბატონო რამაზ, როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი იმისა, რომ აიბი მთიების მოსწავლეებს მაღალი აკადემიური და ეთიკური მოსწრება აქვთ?
სტიმმეთოდოლოგიის ელემენტების სასწავლო პროცესში ინტეგრაცია, აკადემიური პროცესების კოლაბორაციული დაგეგმვა და განხორციელება, სკოლის სასწავლო გარემო და აკადემიური პერსონალის პროფესიონალიზმი წარმოადგენს მაღალი აკადემიური და ეთიკური მიღწევების საფუძველს, რაც ვლინდება მოსწავლეების ჰოლისტიკურ ცოდნაში და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარების განვითარებაში.
– ბატონო რამაზ, ჩვენს სკოლას საკმაოდ საინტერესო ურთიერთობები აქვს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან, ორიოდე სიტყვა გვითხარით აიბი მთიების პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კოლეჯების შესახებ.
აიბი მთიების საქართველოს უმაღლესს სასწავლებლებთან თანამშრომლობაში მთავარი მიმართულებებია: პედაგოგების პროფესიული ტრენინგები, კურიკულუმის განვითარება, ერთობლივი აკადემიური პროექტები და ვორქშოფები. თანამედროვე განათლების სისტემების ჩართვა სასკოლო საგანმანათლებლო პროცესებში უმაღლეს სასწავლებლებთან (გაუ, კავკასიის უნივერსიტეტი, სეუ, ალმა მატერი, საავიაციო უნივერსიტეტი და სხვ.) და პროფესიული განათლების კოლეჯთან (კოლეჯი სპექტრი) თანამშრომლობით აძლიერებს აიბი მთიების მოსწავლეების, პედაგოგებისა და ადმინისტრაციის მუდმივი განვითარების პროცესს, რაც თვალსაჩინოდ აისახება ჩვენი კურსდამთავრებულების წარმატებაში, როგორც უმაღლეს სასწავლებლებში სწავლისას, ასევე შემდგომ კარიერულ წინსვლაში. აიბი მთიების უმაღლესი სკოლის XI-XII კლასებში უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად შექმნილი სასწავლო მოდულები : კალკულუსი, სამართლის შესავალი, ეკონომიკის შესავალი და ინჟინერია ხელს უწყობს მოსწავლეების უმაღლეს სასწავლებელში სწრაფ ადაპტაციას. უნივერსიტეტის საათის ინტეგრაცია სასწავლო გეგმაში მოსწავლეებს უმაღლესი სასწავლებლების აკადემიური გარემოს გაცნობასა და სტუდენტის უნარების შეთვისებაში ეხმარება. XI კლასების მოსწავლეების კოლეჯ სპექტრში სემესტრული სასერთიფიკატო სწავლება მოსწავლის პრაქტიკული (სახელობო) ცოდნის მიღებას ემსახურება, რაც თანამედროვე სწრაფად ცვალებად გარემოში ცოდნის გამოყენებით ადაპტაციის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
-ალბათ, დამეთანხმებით, რომ, აკადემიური ღონისძიებების გარდა, სააღმზრდელო, ეგრეთ წოდებული, კლასგარეშე აქტივობები მოსწავლის ცხოვრებაში აუცილებელია. რამდენად არის ეს აიბი მთიების კურიკულუმში გათვალისწინებული და მოაქვს თუ არა ამ ყოველივეს დადებითი შედეგი?
დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსწავლის როგორც აკადემიური მოსწრება, ასევე მისი კრეატიული განვითარებაც. აიბი მთიების სასწავლო და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესების განხორციელების ხარისხის მანიშნებელი კი არის ჩვენი მოსწავლეების მიღწევები სტიმოლიმპიადაში (საქართველო ბანკისა და კომაროვის სახელობის სკოლის პროექტი), უმაღლესი სასწავლებლების მიერ ორგანიზებულ აკადემიურ კონკურსებსა და ვორკშოფებში ჩართულობა (რა? სად? როდის?, „მართე სახელმწიფო,“ „ვირტუალური მოგზაურობა დროსა და სივრცეში,“ „ანტრეპრენერული აზროვნება და უნარები“), სპორტულ ტურნირებში მონაწილეობა – პირველი ადგილი თბილისის კერძო სკოლები საკალათბურთო ტურნირში და სხვა.
– ბატონო რამაზ, როგორც მთიების მოსწავლე, აქტიურად ვადევნებ თვალს ჩვენი სკოლის სოციალური მედიის გვერდს, სადაც ვხედავ ჩვენი სკოლისა და საზღვარგარეთის უნივერსიტეტების საერთო ღონისძიებებს. მაინტერესებს, თქვენი, როგორც საშუალო სკოლის დირექტორის, მოსაზრება-როგორ ფიქრობთ, რისთვის არის აუცილებელი მსგავსი ურთიერთობები?
თანამედროვე სამყარო საინფორმაციო ველია. მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიები და განათლების სფეროს მზარდი კომპლექსურობა სკოლას კარნახობს, რომ ჩაერთოს ისეთ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროცესებში, რომლებიც ჩვენი მოსწავლეების ცოდნისა და შემეცნების, აიბი მთიების სასწავლო პროგრამების სრულყოფაში დაეხმარება.
– გთხოვთ, მოგვიყვეთ EduTech 2023 ვორქშოპის შესახებ?
თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გაცნობისა და შემდგომში აიბი მთიებში დანერგვის მიზნით სკოლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს EduTech 2023 ვორკშოფში ამსტერდამში. განსაკუთრებული ინტერესი მაღალი ტექნოლოგიებისა (რობოტიკა, ინჟინერია) და ხელოვნური ინტელექტის სასკოლო საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის პერსპექტივამ დაიმსახურა.
– ძალიან საინტერესოა აიბი მთიების ახალ პარტნიორ სასწავლებლებთან ურთიერთობა, კერძოდ, კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯთან. რას გვეტყოდით ამ სიახლის შესახებ?
მიმდინარე სასწავლო წლის კიდევ ერთი სიახლეა აიბი მთიებსა და კემბრიჯის სენტ ენდრიუს კოლეჯს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ექნებათ კემბრიჯის უნივერსიტეტში გააგძელონ სწავლა.
– ასევე აღსანიშნავია ვებსტერის უნივერსიტეტთან ახალი თანამშრომლობა. იქნებ, ამაზეც გვესაუბრა ორიოდე სიტყვით?
აიბი მთიებმა საქმიანი ურთიერთობა დაამყარა ვებსტერის უნივერსიტეტთან ქალაქ ვენაში და პრაღის უნივერსიტეტთან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, უკვე მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს ჩაერთონ ვებსტერის უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებში.
თერთმეტი წელი და ჰოპ! ერთი წელი რჩება სტუდენტობამდე. მოსწავლე, უკვე აბიტურიენტი, არჩევანის წინაშე დგას. ასეთ დროს ადამიანი ხშირად ნატრობს დახმარებას, ოდნავ ბიძგს ან რჩევას, რათა სწორ გზას გაჰყვეს, არ დამარცხდეს. აბიტურიენტსაც სჭირდება სანდო მრჩეველი, რომელიც გზის გაკვალვაში დაეხმარება, სწორად დაანახვებს, თუ რა შეუძლია და რისი შანსები აქვს, გაუადვილებს გადაწყვეტილების მიღებას. ეს რთული გზა მოზარდმა მარტომ რომ არ განვლოს, ხელშეწყობა, უპირველეს ყოვლისა, სკოლისაგან უნდა მიიღოს, რომელიც იქნება დამაკავშირებელი ხიდი აბიტურიენტსა და უმაღლეს სასწავლებელს შორის.
ამგვარი შუამდგომლობა აბიტურიენტს ინტერესის სფეროს პოვნაში, სასურველი უნივერსიტეტის არჩევასა და სასიკეთო, თან სასიცოცხლო გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. წლებია, რაც ჩვენი სკოლა, IB მთიები, ამ ხიდის ფუნქციას ასრულებს. პირველ რიგში, მოსწავლეებს გვეძლევა შესაძლებლობა გავეცნოთ უნივერსიტეტებს, მათ ფაკულტეტებსა და ინფრასტრუქტურას. საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში ხშირად ტარდება ვიზიტები და გასვლითი ღონისძიებები, რომელიც მოსწავლეს უადვილებს გაეცნოს, როგორც საუნივერსიტეტო გარემოსა და ცხოვრებას, ისე აკადემიურ სივრცეს. ამასთანავე, აბიტურიენტები სკოლის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ხშირად თანამშრომლობენ. იქნება ეს სხვადასხვა აკადემიურ ღონისძიებაში, კონკურსებში მონაწილეობა, თუ პროექტზე ერთობლივი მუშაობა. აღსანიშნავია, რომ „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ერთად მთიების მოსწავლეებს არაერთხელ ჩაუტარებიათ სასამართლო პროცესები. კონკურსებს რაც შეეხება, სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად იღებენ მონაწილეობას „საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის“ კონკურსში: „ვწერ თავისუფალ თემას“. ყოველწლიურად ვატარებთ Ted Talk-ს „ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტთან“ ერთად, ხშირად წარგვიდგენია პროექტი „ვირტუსი“ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში( გაუ). ეს და სხვა ერთობლივი ღონისძიებები თითოეულ ჩვენგანს ეხმარება გამოიმუშავოს საუნივერსიტეტო უნარ-ჩვევები, გაეცნოს სამეცნიერო ნაშრომზე მუშაობის მეთოდებსა და კვლევის ადეკვატურად წარმართვის ხერხებს. ასევე, უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა გვაძლევს სწრაფად ცვალებად ინფორმაციას, თუ რომელი პროფესიებია მოთხოვნადი სამუშაო ბაზარზე და რა პერსპექტივა აქვს ამა თუ იმ კარიერას. ჩვენი ინტერესის სფეროს არჩევაში, ასევე, ძალიან გვეხმარება მათ მიერ შემოთავაზებული ვორქშოპები და მასტერკლასები. შეგვიძლია გავიხსენოთ „ევროპის უნივერსიტეტის“ სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, ეკა კაველიძის, ვორქშოპი: „როგორ მოვამზადოთ სამეცნიერო ნაშრომი“, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომის ძირითადი სტრუქტურის და მახასიათებლების შესახებ. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტებთან ურთიერთობა ქმნის ნეთვორქინგის შესაძლებლობას. სკოლის შუამდგომლობით, გვეძლევა შანსი შევხვდეთ სხვადასხვა დარგის პროფესორსა თუ ექსპერტს. ვსაუბრობთ მათთან, ვცვლით იდეებს, ვმუშაობთ ერთად. საბოლოოდ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის ის, რომ რეალური წარმოდგენა გვექმნება უმაღლესი სასწავლებლების შესახებ და, ამგვარად, გადაწყვეტილების მიღება და მომავლის განსაზღვრა უფრო გვიადვილდება.
„მე ვარ ანი ნადირაშვილი, დავასრულე სკოლა აიბი მთიები და ამჟამად ვსწავლობ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე კავკასიის უნივერსიტეტში.
უშუალოდ ჩემს შემთხვევაში, მთიებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა უნივერსიტეტის არჩევის პროცესში, იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა ხშირად გვაკავშირებდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელთან საუნივერსიტეტო საათის ფარგლებში. ამ დროს არა მარტო გვაცნობდა მათ სისტემასა და გვახედებდა შიდა სამზარეულოში, არამედ გვეძლეოდა შესაძლებლობა დავსწრებოდით სპიკერების ლექციებს, რომლებიც კონკრეტული უნივერსიტეტის წარმომადგენლები იყვნენ.
უნივერსიტეტების გაცნობის შემდეგ ბევრი ფიქრი არ დამჭირვებია და მალევე მივხვდი, თუ სად მინდოდა სწავლის გაგრძელება. ამას დაემატა ისიც, რომ ვიცნობდი კავკასიის უნივერსიტეტის სწავლების ხარისხს და ჩვენი სკოლის მსგავსება არჩეული სასწავლებლის სისტემასთან, ჩავთვალე, რომ ჩემთვის ყველაზე ოპტიმალური არჩევანი იქნებოდა. რეალობამ მოლოდინებს გადააჭარბა და საუკეთესო გარემოში აღმოვჩნდი. ჩემთვის მოულოდნელად სასიამოვნო იყო, როდესაც სხვა სტუდენტებზე დაკვირვებით გავაცნობიერე, რომ სკოლამ მეტნაკლებად მოგვამზადა იმისთვის, რაც დაგვხვდებოდა საუნივერსიტეტო სივრცეში, ადმინისტრაციული კუთხით, საკუთარი თავის მობილიზებითა თუ სწავლის სისტემით. რაც დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ სკოლაში შეძენილი უნარები სტუდენტურ ცხოვრებაში დღითიდღე მადგება და მეხმარება ენერგია დავზოგო წვრილმანებში და დრო სწორად გადავანაწილო, ეფექტური სამუშაოსთვის.
რაც შეეხება ფაკულტეტს, 4 წლის განმავლობაში ვიცოდი, თუ რა მინდოდა პირადი გამოცდილებებიდან გამომდინარე, თუმცა ინტერესის გაღვივებაში, აღსანიშნავია, რომ დამეხმარა სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან მოწვეული სპიკერების ლექციები და მათთან უშუალო ურთიერთობა სკოლის შუამდგმოლობით“.
რამდენიმე წელია ბატონ გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას“, რომლის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). ამ კონკურსმა ბევრი ნიჭიერი მოსწავლე გამოავლინა, ბევრსაც გაუკვალა გზა შემოქმედებით გზაზე.
აიბი მთიების მოსწავლეებმა არაერთხელ მოიპოვეს წარმატება ამ კონკურსში. 2021 წელს მარიამ ღვინეფაძე ათეულში მოხვდა და მას გადაეცა გამორჩეული მოსწავლის ჯილდო, 2023 წელს კი კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ალექსანდრე გუგუნავა ( მის პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარიამ ჭიკაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა). ათეულში მოხვდნენ და სპეციალური ჯილდოები დაიმსახურეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ლიზი მარსაგიშვილმა და გვანცა ძმანაშვილმა.
კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას“ ტრადიციულად წელსაც ტარდება, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ახალი შემოქმედებითი წარმატების მოტივაციას აძლევს.
დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო და თანამედროვე განათლების სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს სკოლამ განუვითაროს კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, შემოქმედებითი, ანალიტიკური თუ ალტერნატიური ხედვა.
ამ მიზნის მისაღწევად, საბაზო სკოლაში არაერთი სასწავლო-სააღმზრდელო პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა STEAM მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“. მის ფარგლებში მოსწავლეები ეცნობიან საინტერესო ინფორმაცებს სამყაროში არსებული ალტერნეტიული ენერგიების შესახებ, მუშობენ თემებზე ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და არქიტექტურის მიმართულებით, იკვლევდნენ სამყაროს „საიდუმლოებებს“, ამზადებენ მაკეტებს, პოსტერებსა და პრეზენტაციებს.
მოსწავლეებთან საუბრისას გამოკვეთა, რომ სიახლეეები, ამა თუ იმ საკითხის კვლევა, დამუშავებული ინფორმაციის შემოქმედებითად წარმოდგენა, გუნდური მუშაობა, რომლებიც პროექტებს ახლავს, მათთვის მეტად საინტერესოა.
– პროექტებზე მუშაობის დროს რა არის თქვენთვის ყველაზე საინტერესო?
ელენე: პროექტებზე მუშაობა უფრო მეგ გამოცდილებას გვმატებს და გვეხმარენა მეტი კომუნიკაცია დავამყაროთ მასწავლებლებთან, მეგობრებთან.
ნიკა: განსკუთრებული და განსხვავებულია ჩვეულებრივი სკოლის მასალისგან. ჩემს შემთხვევაში, ბევრი სხვადასხვა თვისება გამომიკვეთა, რომლებიც არც ვიცოდი, რომ მქონდა.
სოფი: პროექტი საშუალებას მაძლევს, რომ მასწავლებელთან კარგი კომუნიკაცია დავამყარო, რათა დამეხმაროს და გამარკვიოს საკითხში. ყველა პროექტი იმ მასალას ეხება, რომელსაც ვსწავლობთ და ყოველთვის საინტერესოა, როცა ვუღრმავდებით.
– ყოფილა, რომ პროექტზე მუშაობისას სხვანაირად დაგინახავთ მასწაბლებელი?
სოფი: დიახ, მასწავლებლის სხვა კუთხე დავინახეთ, რაც არ ჩანს მის საგაკვეთილო სივრცეში. უფრო მეგობრული, შემოქმედებითი, არააკადემიური.
– არის თუ არა სახალისო პროექტებზე მუშაობა?
ნიკა: სახალისოა, რადგან გუნდურად ვმუშაობთ და მეგობრებთან ერთად ვხალისობთ.
სოფი: თან განსხვავებულია ჩვეულებრივი სილაბუსისგან, უფრო სხვა, საინტერესო კუთხით ვუყურებთ იმ საგანს, რომელშიც ვაკეთებთ პროექტს.
ანი: თვითონ მოძიებისა და საქმის გადანაწილების პროცესიც დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული.
ნია: ზოგიერთი პროექტი კი მთავრდება ჩვენივე ხელნაკეთი ნივთებით, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რომ ხალხს შეუძლია ნახოს ჩვენი ნამუშევარი. ზოგი სპექტაკლით დავამთავრეთ, რაც ასევე ძალიან ამაღელვებელი იყო.
– ყოფილა პროექტი, რომელსაც ვერ გაართვით თავი?
გუგა: არა, მაგრამ ბევრი გამოწვევა შეგვხვედრია, რომლებიც შემდეგ მასწავლებლის დახმარებით მარტივად გადაგვილახავს.
– ყოველთვის მოგწონთ თქვენი ნამუშევრები?
ანი: არა, რადგან საკუთარ თავთან სულ მეტი მოთხოვნა მაქვს. ვფიქრობ, ყოველთვის შეიძლება უკეთესის გაკეთება.
ნიკა: თუმცა საბოლოო შედეგი, ხშირ შემთხვევაში, მოსაწონია.
– როდესაც პროექტებზე მუშაობთ, სკოლის გარეთ სზოგადოებასთან გაქვთ ურთიერთობა?
სოფი: რა თქმა უნდა, მოდიან სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. მნიშვნელოვანია ასეთი მსმენელი პრეზენტაციის დროს, მით უმეტეს, კარგი, რადგან მქონია შემთხვევა, როდესაც ისეთი შეკითხვები დამისვეს ჩემი პრეზენტაციის შემდეგ, რომ არ ველოდი და სხვა კუთხით დამანახა ის თემა.
ნიკა: მნიშვნელოვანია ჩემი პროექტი ნახოს და მოისმინოს საზოგადოებამ, რომელიც ჩემი სკოლის თანამშრომელი არ არის, რათა სხვა ტიპის შენიშვნები და რეკომენდაციები მოვისმინო.
– მომავალში რას ისურვებდით პროექტებთან დაკავშირებით?
ნიკა: ცოტათი შევცვლიდი პროექტის სტილს. ვფიქრობ, ისეთი ადამიანები უნდა მონაწილეობდნენ, რომლებსაც აინტერესებთ ის კონკრეტული სფერო. საინტერესო იქნებოდა ჩემთვისაც, როცა ისეთ გარემოში ვიქნებოდი, სადაც ხალხს ისე მოსწონთ და აღელვებთ ეს საგანი, როგორც მე. მაგალითად, ფიზიკის პროექტები მე ძალიან მაინტერსებს, მაგრამ ზოგს – არა.
ანი: უფრო ზოგადსაკაცობრიო, აქტუალურ თემებზე გავაკეთებდი პროექტებს. უკეთესი იქნებოდა, თუ ჩვენით ავირჩევდით თემებს, ამით უფრო კრეატიულებიც ვიქნებოდით.
გუგა და ნიკა: მიმდინარე პროექტი გამოგვდის საუკეთესო, ეკოეფექტურობაზე.
ნიკა და ნიკა: ხაზვის პროექტის ფარგლებში გავაკეთეთ ყველაზე კარგი მაკეტები, რომლებიც შემდეგ ორბელიანის ბაზარზე წარვადგინეთ.
ნია და ანი: ახლანდელი პროექტი, ჩვენი აზრით, ყველაზე კარგია, რადგან რასაც ვაკეთებთ ის ყოველთვის წინაზე უკეთესია.
მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოწვეული სტუმრის, წამყვანი მეცნიერ-ფიზიკოსის, ირაკლი მინაშვილის ინფორმაციამ ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, CERN-ის ქართველი ფიზიკოსების ჯგუფის შესახებ. მისმა ლექციამ იმდენად დააინტერესა მოსწავლეები, რომ გაჩნდა იდეა, ფიზიკისა თუ კვლევის მოყვარულებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, თავად ენახათ კვლევის ცენტრი. მალევე იდეამ ხორცი შეისხა ფიზიკის მასწავლებლის, ქალბატონი ლუიზა დოლიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებითა და თავგადასავლებით სავსე დღეები გაატარეს შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე, ყველა მეცნიერისთვის საოცნებო CERN-ის ლაბორატორიებშიხელმძღვანელთან, ბატონ ირაკლი მინაშვილთან ერთად, როლმელიც ასევე CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტის, „ატლასის“ ხელმძღვანელია.
სწავლების საბაზო საფეხური მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია მოზარდის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს დაგროვილი ცოდნა თუ შეძენილი უნარები მას სამომავლო პერსპექტივების დანახვას უადვილებს და საკუთარი თავის, საკუთარი ინტერესების შეცნობაში ეხმარება. სწორედ ამიტომ აიბი მთიების საბაზო სკოლა მუდმივად ცდილობს, მოერგოს მოზარდის ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, სააღმზრდელო საქმიანობის პრიორიტეტული საკითხია ასაკზე მორგებული, საინტერესო და სახალისო, სასწავლო-შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდი აქტიურად არის ჩართული.
მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ „აიბი მთიების“ კალათბურთის გუნდი SRAA Tbilisi Classic Basketball ტურნირის ჩემპიონი გახდა. ჩვენი გუნდის თამაშებს და ყოველ ახალ გამარჯვებას მთელი სკოლა ადევნებდა თვალს და ზეიმობდა. მეც, როგორც გულშემატკივარი, ვესწრებოდი მატჩებს და მათთან ერთად აღვნიშნავდი თითოეულ წარმატებას. თამაშებისთვის თვალის დევებაც კი საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა, წარმომიდგენია, რას გრძნობდნენ თავად მონაწილეები, რომლებმაც ამ პერიოდის განმავლობაში დიდი ნებისყოფა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი გამოავლინეს. გადავწყვიტე, გუნდის ერთ-ერთ წევრს, ნიკოლოზ ხარაშვილს გავსაუბრებოდი, რათა მეტი შემეტყო კალათბურთელების განცდებისა და გამოცდილების შესახებ.
– რამდენი წელია, თამაშობ კალათბურთს და რატომ აირჩიე სპორტის ეს სახეობა?
კალათბურთს მერვე წელია ვთამაშობ და ეს სპორტი იმიტომ ავირჩიე, რომ არის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტურალური. სხვათა შორის, ფეხბურთელობას ვაპირებდი, მაგრამ გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემი პირველი შეხება კალათბურთთან, პირველი თამაში, როდესაც სკოლაში ბატონ გიორგისთან ერთად ვითამაშე.
– რა გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე დამდგარხარ, როგორც კალათბურთელი და როგორ გადალახე ისინი?
იმისათვის, რომ წარმატებას მივაღწიო, ბევრი ვარჯიში მიწევს, არაერთხელ მიმიღია ტრავმაც. ზოგადად, დიდი კონკურენციაა კალათბურთში და ამ სფეროში წარმატება ბევრ შრომასა და გარჯას საჭიროებს.
– ვინ არის შენი საყვარელი კალათბურთელი და რატომ?
სტეფენ კარი, რადგან მისი თამაშის სტილი მომწონს ყველაზე მეტად. პირველად მისი გუნდის, გოლდენ სტეიტის, თამაშს ვუყურე და ძალიან მოვიხიბლე.
– შენი აზრით, ინტელექტი ზემოქმედებს თუ არა კალათბურთის თამაშზე?
ბევრი კომბინაცია და ფიქრი გჭირდება, სწრაფი აზროვნება. ამ ყველაფერს ინტელექტი განაპირობებს. პირადად ჩემთვის თამაშისას ერთ-ერთი დამხმარე საშუალება აღმოჩნდა ჭადრაკის სიყვარული. ჭადრაკის თამაში ძალიან მიყვარს და პირველივე კლასიდან ვსწავლობ. მისი მეშვეობით მივეჩვიე სწრაფ აზროვნებას, კომბინაციების დალაგებასა და სივრცულ ხედვას, რაც, ვფიქრობ, მეხმარება კალათბურთის თამაშისას.
– ხშირად, როდესაც მოზარდები სპორტს მისდევენ, სწავლისთვის დრო ნაკლებად რჩებათ. შენ რამდენად კარგად ახერხებ შენი დროის განაწილებას, სწავლისა და სპორტის შეთავსებას და როგორ?
ვცდილობ, ბალანსი დავიცვა. ზოგადად მაქსიმალისტი ვარ და რასაც ვაკეთებ, მინდა, რომ საუკეთესოდ გავაკეთო, ამიტომაც სწავლისთვისაც და კალათბურთისვისაც მაქსიმალურად ვიხარჯები. როგორც ვთქვი, განათლება და ინტელექტი სპორტსმენისთვის აუცილებელია, ამიტომ დროს ორივესთვის ვპოულობ.
– შენი საყვარელი მოგონება, რომელიც კალათბურთს უკავშირდება.
ჩემთვის ყველაზე საყვარელი მოგონებაა პირველ ვარჯიშზე პირველად ბურთის ჩაგდება. მწვრთნელმაც შემაქო და მოტივაცია მომეცა, მეტი მონდომებით მეთამაშა.
– სად ხედავ შენს თავს მომავალში, ვინ იქნები – კალათბურთელი თუ სხვა პროფესიის ადამიანი?
მინდა, რომ ჩემი მომავალი კალათბურთს დავუკავშირო და ამ სფეროში ვიყო წარმატებული.
– შეგიძლია, აღწერო ის ემოცია, რაც მაშინ დაგეუფლა, როცა ჩემპიონები გახდით?
იმ მომენტში უზომოდ ბედნიერი ვიყავი. ყველას – მე, ჩემს გუნდელებს, მწვრთნელს, ვინც ჩართული იყო ამ ამბავში, დაგვიფასდა შრომა. ყველას გავაცანით ჩვენი თავი, ვინ ვართ და რა შეგვიძლია.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მთელ გუნდს, იმისთვის, რომ ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება მოგვანიჭეთ!
– ხომ ვერ გვეტყვით რას ნიშნავს აიბი მთების დაწყებითი სკოლის STEAM ჩანთა?
5 კლასელი მოსწავლეები:
როდესაც სასწავლო წელი დაიწყო, პირველივე დღეებში პედაგოგებმა და აღმზრდელ-პედაგოგებმა მოსწავლეებს შემოგვთავაზეს ძალიან საინტერესო იდეა, რომ შეგვექმნა ჩანთა რომელშიც, წლის განმავლობაში ყველაზე საინტერესო და საჭირო ნივთებს მოვათავსებდით . ჩვენ ძალინ მოგვეწონა ეს აზრი და სიამოვნებით დავთანხმდით.
თავიდან ვიფიქრეთ, რომ ყველაფერი მარტივი იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა: ჩანთაში განთავსდებოდა მხოლოდ ის პროდუქტი რომელიც, ჩვენი ხელით იქნებოდა შექმნილი და თან გამოვიყენებდით ცხოვრებაში ან ისე ყოველდღიურად.
ასე გაჩნდა STEAM ჩანთის იდეა. გადავწყვიტეთ ყველას ერთად გვეცადა და დავიწყეთ. პირველი რაც გავაკეთეთ და აღმოჩნდა STEAM ჩანთაში იყო ჩვენ მიერ შექმნილი „ქართული ფოლკლორული სამაგიდო თამაში“, და „საჭადრაკო დაფა“, რომელსაც დღემდე ვიყენებთ და ვცდილობთ სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩავრთოთ და მათთვისაც ასეთივე სახალისო იყოს ფოლკლორის თემებით დატვირთული თამაშები ან ჭადრაკის დაფა, რომელიც სრული თავსატეხია.
პედაგოგი: ნონა ნაჭყებია
ძალიან საინტერესო პროცესი იყო: წელს პირველად საფუძველი ჩაეყარა დაწყებით სკოლაში ქართული ფოლკლორის მრავალმხრივ სწავლებას
ქართული ენისა და ლიტერატურის, საზოგადოებრივი მეცნიერებისა და ხელოვნების კათედრამ მიზნად დაისახა სასწავლო პროგრამების განხორციელება დაეწყო ქართული ფოლკოლრის შესწავლით და ნასწავლის ასასხვა განეხორციელებინა სასწავლო-სააღმზრდელო პროექტით.
STEAM განათლების 6 ძირითადი ნაბიჯი იქნა განმსაზღვრელი, რომ სამვე კათედრის ყველა წევრი ვთანამშრომლობდით, აქტიურ მონაწილეობას იღებდა სააღმზრდელო სამსახური.
მშობლის თანადგომა ერთ-რთი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო რათა მოსწავლეს შეეგრძნო და დაენახა ნასწავლი.
ყველა გავერთიანდით და ფოლკლორულ ანსამბლ „მართვე“-სთან ერთად წარმოვადგინეთ ჩვენი თვალით დანახული ქართული ფოლკლორი, რომელიც მოიცავდა ქველმოქმეებას, ტრადიციების წარმოჩენას და გაცოცხლებას,შევქმენით ინტელექტუალური სამაგიდო თამაში.
შედეგს მოსწავლეთაგან უკეთ გავიგებთ.
– შემდგომ რა მოხდა?
პედაგოგი: ს. ჩუბინიძე:
როდესაც STEAM ჩანთაში კალამი და ფუნჯიც მოვათავსეთ არც კი გვიფიქრია რომ მათ სრულიად განსხვავებული მიზნებისთვის გამოვიყენებდით გაზაფხულის ფესტივალის დროს
– რას გულისხმობთ?
იმას, რომ მთელი კვირის განმავლობაში მხოლოდ ჩვენს ფიქრებს, ფანტაზიებს დამოკიდებულებებსა და სურვილებს გამოვხატავდით კალმით და ფუნჯით.
ძალიან ბევრი ვიშრომეთ მაგრამ სასიამოვნო იყო დადგან არავინ არ გვზღუდავდა რას შევქმნიდით და როგორ.
პროექტის ფარგლებში ჩვენ შევქმენით ნატურმორტები, მოვირგეთ მწერლის, მხატვრის, რედაქტორის როლი, სასურველ თემაზე შექმენით სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმოები (ზღაპარი, იგავი, ლექსი) და ვაქციეთ საავტორო წიგნად.
აღმზრდელ-პედაგოგი:
ძალიან ემოციური კვირა იყო, ვქმნიდით ყველაზე საყვარელი ადამიანისთვის და თან ეს საიდუმლოდ უნდა შეგვენახა.
მოსწავლე:
გაკვეთილები საინტერესოა, ბევრ შრომას მოითხოვს თან სახალისოც. ყველაე მეტად მიყვარს როცა კრეატივი გვეწყება. STEAM ჩანთაში ასევე მოვათავსეთ ჩვენს მიერ შექმნილი ანიმაცია გერმანულ ენაზე იგავები და ოსკარ უაილდის პერსონაჟები.
– როგორია ერთი დღე იმ მოსწავლისთვის, რომელიც წლის განმავლობაში ქმნის „აიბი მთიების“ STEAM ჩანთას?
აღმზრდელ-პედაგოგი:
მოსწავლე:
ჩვენი ყოველი დილა ასე იწყება: ყველა ერთად ვართ, აღმზრდელები, პედაგოგები, თანაკლასელები და თანასკოლელები, ხან ვკითხულობთ, ხან სპროტული თამაში გვაქვს, შეიძლება ნაცნობი მასწავლებელი მოვიდეს და საინტერეოს ამბები მოგვიყვეს. მშობლებსაც ვხვდებით სხვადასხვა როლში. დღის განმავლობაში ბევრი საინტერესო რამ ხდება, ვმკურნალობთ ერთმანეთს ან ვთამაშობთ ბაქტერიები როგორ გადადის ხელიდან ხელში, ვასუვთავებთ ჩვენს ნივთებს. ვსტუმრობთ მეტროს, აფთიაქს, პოლიციას, და ვსწავლობთ მიღებული ცოდნა როგორ გამოვიყენოთ რეალურ ცხოვრებაში დასვენება და თავისუფალი დრო ყველას გვიყვარს.
ყველაზე მეტად მიყვარს როცა დედასთან ერთად ვარ სკოლაში და ერთად ვხატავთ ან კიდევ სხვა რამეს ვაკეთებთ.
წინ კიდევ ბენრი საინტერეო რამ გველის:
„ჩემი სკოლა ჩემი თავგადასავალი“