ლიტერატურა ჩემის აზრით, ულიერესი ინსტრუმენტია ადამიანის ხელში. როცა წიგნს ვხსნი თითქოს სხვა სამყაროში შევდივარ სადაც ყველაფერი შესაძლებელია და სადაც თითოეული სიტყვა ახალ იდეას ან გრძნობას მაბადებს. ლიტერატურა მხოლოდ დასვენება ან გართობა არ არის. ის დამაფიქრებელიცაა, ისეთ რაღაცეებს გვიჩვენებს რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ შევამჩნევთ. მნიშვნელობა არ აქვს სად ცხობრობ, ყველა ადამიანს აქვს ერთ მომენტი როცა სიმშვიდე სჭირდება. ამ დროს წიგნი ძალიან დიდ დახმარებას გიწევს. ზოგჯერ მარწმუნებს რომ მარტო არ ვარ. ზოგჯერ მაძლევს ძალას რომ სირთულე გადავლახო. ზოგი წიგნი ისეთი ნათელია თითქოს შენს გულს ესაუბრება. ზოგი კი გბადებს კითხვებს და გაიძულებს იფიქრო უკეთესად და ფართო თვალით შეხედო სამყაროს. მე მგონი ლიტერატურა იმიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ადამიანს უკეთესად აცნობს საკუთარ თავს. როცა პერსონაჟი რაღაც გადაწყვეტილებას იღებს ან რაღაც ემართება მეც ვიწყებ ფიქრს იმაზე თუ მე რას გავაკეთებდი. ასე ნელ-ნელა ვიგებ რას ვგრძნობ სინამდვილეში და რა არის ჩემთვის მართალი. ლიტერატურა გვასწავლის თანაგრძნობას და გვასწავლის ერთმანეთთან კომუნიკაციას.დღეს ბევრს დრო აღარ რჩება წიგნისვის რადგან ტექნოლოგიები გვიტაცებს. მაგრამ მაინც მგონია რომ ვერცერთი ვიდეო ან სოციალური ქსელი ვერ გაგიხსნის ისეთ ღრმა სამყაროს როგორსაც უბრალო წიგნი. იგი უშუალოა. ის მშვიდად გესაუბრება,არაფრის გაკეთებას არ გაძალებს.ამიტომ ვფიქრობ რომ ლიტერატურა არის გზა რომელიც ადამიანს მუდმივად ამდიდრებს. შეიძლება ერთმა წიგნმა მთელი ცხოვრება ვერ შეცვლოს მაგრამ თითოეული წაკითხული ამბავი გიტოვებს რაღაც ახალ, ენით აღუწერელ გრძნობას.სწორედ ამიტომ ლიტერატურა ჩემთვის არაა მხოლოდ საგანი რომელიც უნდა ვისწავლოთ არამედ ფანტაზიის სამყარო სადაც ყოველთვის შეიძლება დაბრუნდე და იპოვო საკუთარი თავი კიდევ ერთხელ.