
ავტორი: გვანცა ფხალაძე
ოქტომბრის წვიმიან, ღრუბლიან დღეს გრინლენდის ერთ მივარდნილ, მივიწყებულ სოფელში ღატაკმა მხატვარმა შემოაბიჯა, თან სახატავი მასალა მოჰქონდა. სოფელში გამთენიისხანს ავიდა, მამალს უკვე ეყივლა და სოფლელებიც ფუსფუსებდნენ. მხატვარი დაღლილობისგან ძლივს მიდიოდა, ფეხები დამძიმებოდა, თვალებზე ბინდი გადაჰკვროდა. შევიდა თუ არა სოფელში, იგრძნო, როგორ მოელამუნა სახეზე გრილი სიო, როგორ ეცემოდა გამალებით, მწვანე ბალახზე მზის სხივები. მხატვარმა გრინლენდი შემთხვევით აღმოაჩინა. მეგობარმა საუბრისას ახსენა ეს სახელი და მის შემდეგ გულის მალულ კუნჭულში ჩარჩა იგი მას.
წასვლის წინა ღამეს მხატვარს არ უძინია, რამდენი ფიქრი არ შემოაწვა, უძნელდებოდა წასვლა, უნდა დაეტოვებინა საყვარელი ადამიანები, ოჯახი და სახლი. სახლი, რომელიც ცხოვრების ყველაზე ბნელ პერიოდში იყიდა და საკუთარი ხელით გაარემონტა. ბევრი იფიქრა, აწონ-დაწონა სიტუაცია და მიხვდა, რომ იქ უნდა წასულიყო. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც მან უნდა გარისკოს, რაღაც უნდა დათმოს, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოს. მხატვრისთვის კი ეს შედეგი სულიერი ამაღლება იყო.
სოფლის მთავარ გზაგასაყარს რომ მიუახლოვდნენ, მხატვარმა მეგობარს მანქანა გააჩერებინა.
მანქანა დაიძრა და მხატვარი სევდიან ბურუსში გახვეული დატოვა. სამარისებური სიჩუმე გამეფებულიყო ტყეში და ყვითელი ფოთლებით დახუნძლული დიდი ხეები მოეცვა. მხატვარმა აღმართი აიარა და დიდი, თეთრი აბრაც გამოჩნდა. მხატვარმა გრინლენდის მიწაზე დააბიჯა და მაშინვე იგრძნო, თავისუფლების ტკბილ-მწარე სურნელი. მხატვარმა თავის მომავლ სახლს, მალევე მიაგნო და შეცბულებული მიაჩერდა იქ შეკრებილ საზოგადოებას.
მხატვარმა გაიღიმა და ეზოში ნელა შევიდა. სოფლელებმა ნამდვილი მხიარულება მოაწყვეს. საჭმელი და სასმელი, ვისაც რა ჰქონდა, იმით ამარაგებდა თანასოფლელებს, ზოგიც უკრავდა და ზოგიც ლექსს ამბობდა.
ქალი ხალხის მასაში მომენტალურად გაერია და დორიანი მარტო დატოვა საკუთარ ფიქრებთან და ჭიქა ღვინოსთან ერთად.
მეორე დღეს, მზის ამოსვლისას, დაძონძილ, ერთ დროს ლამაზ შარვალსა და გახუნებულ მაისურში გამოწყობილი მხატვარი აივანზე იჯდა და ფუნჯს უფლებას აძლევდა იგი ფერების გაურკვეველ მორევში ჩაეთრია. რკინის ძველი ჭიშკარი ჭრიალით გაიღო და ეზოში ქალი შემოვიდა, ხელში მოყავისფრო, თიხის დოქი ეჭირა.
ქალი კვლავ მომენტალურად გაქრა და დორიანი ისევ მარტო დატოვა თავის ფიქრებთან ერთად.