
სტატიის ავტორი: გიორგი მაისურაძე
თალიბანი არის ისლამური მილიტარისტული დაჯგუფება, რომელიც ავღანეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წარმოიქმნა ისლამისტი მებრძოლების – მუჯაჰედებისგან – მათგან ვინც წინ აღუდგა 1980-იან წლებში ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას. ჯგუფი მიჰყვება სუნიტური ისლამური კანონის მკაცრ ინტერპრეტაციას.
თალიბანმა პირველად ავღანეთი ხელში 1996 წელს ჩაიგდო და ქვეყანას მართავდა 2001 წლამდე, სანამ ის არ ჩამოიშალა. ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციის ხელმძღვანელობით, 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შემდეგ.
მათი ხელისუფლებიდან გაძევების შემდეგ თალიბებმა განაგრძეს აჯანყება ავღანეთის მთავრობისა და საერთაშორისო ძალების წინააღმდეგ. 2021 წლის აგვისტოში, აშშ-სა და ნატოს ძალების გაყვანის შემდეგ მათ დაიბრუნეს კონტროლი ავღანეთზე. მას შემდეგ შექმნეს დროებითი მთავრობა და შემოიღეს მკაცრი ისლამური კანონები, მიიპყრეს საერთაშორისო ყურადღება განსაკუთრებით ადამიანის უფლებების, ქალებისა და უმცირესობების უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით.
სახელი „თალიბანი“ არაბულ ენაზე ნიშნავს „მოსწავლეს“ ან „ცოდნის მაძიებელს“. ეს გულისხმობს ჯგუფის წარმოშობას ისლამურ რელიგიურ სკოლებში (პაკისტანში), სადაც თალიბანის მრავალი ადრეული წევრი განათლებას იღებდა, როგორც მოსწავლე, სანამ მებრძოლები გახდებოდნენ.
ჯგუფს ჰყავდა რამდენიმე ლიდერი, მათ შორის მოლა მოჰამად ომარი (მისი დამფუძნებელი), მოლა ახტარ მანსური და ამჟამად ჰიბატულა ახუნძადა. მიუხედავად მათი კონსერვატიული პოზიციისა, თალიბები ადაპტირდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებთან, იყენებენ სოციალური მედიის პლატფორმებს პროპაგანდისა და კომუნიკაციისთვის.
საერთაშორისო ურთიერთობები: მათი პირველი რეჟიმის დროს თალიბანი მხოლოდ სამმა ქვეყანამ აღიარა: პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. 2021 წლის შემდეგ, არცერთ ქვეყანას არ უღიარებია მათი მთავრობა. ლეგიტიმაციის არარსებობის მიუხედავად თალიბანი აწარმოებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან, ჩინეთთან, რუსეთთან, პაკისტანთან და ირანთან.
2001 წელს თალიბებმა გაანადგურეს ბამიანის ბუდა, ორი უძველესი – უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც იყო კლდეში გამოკვეთილი, მდებარეობდა ცენტრალურ ავღანეთში – იმ მოტივით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კერპთაყვანისმცემლობას ისლამში. ეს ქმედება დაგმობილ იქნა მთელი მსოფლიოს მიერ.