
ტიციანი ან ტიციანო ვეჩელი (Tiziano Vecelli; დაახ. 1488-90 – 27 აგვისტო, 1576) – მე-16 საუკუნის იტალიური რენესანსის ვენეციური სკოლის წამყვანი ხელოვანი. დაიბადა პიევე-დი-კადორეში, ფრიულის პროვინცია, იტალია და გარდაიცვალა ვენეციაში. სოცოცხლეში ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც და კადორე, მისი დაბადების ადგილის მიხედვით. თანამედროვეთა მიერ შეფასებული როგორც “მზე მცირე ვარსკვლავთა შორის”, ტიციანის შემოქმედება იტალიელ მხატვართა შორის ყველაზე მრავალფეროვანი და ყოვლისმომცველი იყო. მოიცავდა რა პორტრეტებსა და პეიზაჟებს (ორი მთავარი ჟანრი, რითაც სახელი გაითქვა), ასევე მითოლოგიურ და რელიგიურ მოტივებს. 40 წლის ასაკში რომ გარდაცვლილიყო, მას უკვე ექნებოდა მისი დროის ყველაზე გავლენიანი ხელოვანის სახელი მოხვეჭილი. თუმცა ის ნახევარ საუკუნეზე მეტს ცოცხლობს და ბოლო წლებში პოლარულად იცვლის ხატვის სტილს, რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროს, რომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით, როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა, მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონდა.
ტიციანის შემოქმედებით კარიერის დასაწყისი ბელინების სტუდიაში
10 თუ 12 წლის ასაკში ტიციანი და მისი ძმა ფრანსისკო (რომელიც შემდგომ ტიციანის კვალს გაჰყვა) გაგზავნეს ვენეციაში ბიძასთან, რათა მოეძებნათ შეგირდის ადგილი მხატვარ სებასტიან ზუკატოსთან. ამ არც თუ ისე ცნობილმა მხატვარმა, რომელიც, შესაძლოა, იყო ოჯახის მეგობარი, ძმები შეიყვანა ჯენტილე ბელინის სტუდიაში, საიდანაც შემდეგ გადავიდნენ მისი ძმის, ჯოვანი ბელინის სტუდიაში. სწორედ ბელინების სტუდიაში ეყრება საფუძველი ტიციანის შემოქმედებით კარიერას. რაც შეეხება ტიციანის უმცროს ძმას,ფრანსისკო ვესელს, ის ტიციანის კვალს გაჰყვა და მოგვიანებით გახდა კიდეც რამდენიმე სურათის მხატვარი ვენეციაში,თუმცა ტიციანისვე ეჭვიანობის გამო (გაურკვეველია მიზეზი) ფრანსისკო ჩამოშორებულ იქნა მხატვრობიდან და გაამწესეს ჯარისკაცად, შემდგომში კი ვაჭრობას მიჰყო ხელი.
კარიერა
ტიციანის ტალანტი ფრესკების მოხატვაში გამოვლინდა. მან 1511 წელს მოხატა პადუაში კარმელიტასა და სკუოდა დელ სანტოს ეკლესიები. ზოგიერთი მათგანი დღესაც შემორჩენილია. პადუადან დაბრუნებული ტიციანი (1513 წ) იღებს ბროკერის პატენტის (ლიცენზია) და ხდება სამთავრობო სამუშაოების ზედამხედველი. 1516 წელს კი მოხუცი ბედინი გარდაიცვალა და ტიციანი დარჩა მეტოქის გარეშე.
ტიციანს ნახატებს უკვეთავდნენ მეფეები, რომის პაპები, კარდინალები და სხვა დიდგვაროვნები (1519 წელს უკვე სახელგანთქმულ მხატვარს პაპი ლეო X რომში იწვევს, მაგრამ უარს ამბობს მაცდუნებელ წინადადებაზე და ვენეციაში რჩება. მადლიერი ვენეცია მას ყველა ეკლესიის კარს უღებს – ამ დროისათვის ტიციანი უკვე დიდების მწვერვალზეა). მრავალრიცხოვანი შეკვეთების წყალობით ტიციანი ხდება არა მარტო სახელგნთქული არამედ ერთ-ერთი უმდიდრესი მხატვარიც.30 წლის არც იყო, როდესაც ვენეციის საუკეთესო ფერმწერად აღიარეს.
1546 წელს ტიციანი ეწვია რომს და მიიღო საპატიო მოქალაქეობა, ამ ტიტულის მქონე იყო მისი წინამორბედი მიქელანჯელო. სიცოცხლის ბოლო 25 წლის მანძილზე (1550-1576 წ) მხატვარი ძირითადად მუშაობდა მეფე ფილიპე მეორისათვის და, როგორც პორტრეტის მხატვარი, იგი მეტად თვითკრიტიკული იყო. ზოგიერთი სურათი მთელი ათი წლის განმავლობაში იდო მის სტუდიაში და არ უბრუნდებოდა მფლობელებს, ცდილობდა რა მხატვარი გარკვეული შტრიხების დამატებას და ნახატების დახვეწას. მან ასევე დაასრულა ბევრი ადრინდელი ნამუშევარი, თავისი მოსწავლეების დახმარებით.
ტიციანის მოწაფეები
როგორც ცნობილია თავად ტიციანსაც ჰყავდა მოწაფეები და მისი რამდენიმე მოსწავლე და შეგირდი ცნობილი გახდნენ შემდგომ. მაგ: პარის ბორდონი, ბონიფაციო და ელ გრეკო (დომინიკოს თეოკოპულოს) რომელიც მხატვართან მუშაობდა მისი სიცოცხლის ბოლო წლებში.
ტიციანი და კარლ მე-5
ტიციანო ვეჩელიოს ყველასთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა, განსაკუთრებით ესპანეთის დიდ იმპერატორთან კარლ მე-5-სთან.ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ეთხელ როდესაც ხელიდან ფუნჯი გაუვარდა მისი პორტრეტის ხატვისას, კარლოს მე-5 წამოდგა და ფუნჯი მიაწოდა. და უთხრა: შენ მარადისობის იმპერატორი ხარ, მე კი წარმავალისო.
სტილის შეცვლა
1516-1530 წლებში, რომელსაც შეიძლება ეწოდოს მისი სიმწიფისა და დაოსტატების ხანა, მხატვარი გადაერთო ადრეულ ჯორჯონესეული სტილიდან, უფრო დიდი და კომპლექსური ქმნილებების შექმნაზე და პირკეტად სცადა მონუმენტური სტილი,რის გამოც მრავალ ხელოვნებათმცოდნეს არ ძალუძს დაიჯეროს, რომ მისი ადრეული და გვიანდელი ნამუშევრები შესაძლებელია ერთი პიროვნების ხელს ეკუთვნოდეს. მისი კარიერის ორი პოლარული ნაწილის გამაერთიანებელია მისი ღრმა ინტერესი ფერებში. და მიუხედავად იმისა, რომ მისი გვიანდელი ნამუშევრები არ გამოირჩევა იმდენად მკაფიო ჟღერადი ფერებით, როგორც ეს მის ადრინდელ ტილოებს ახასიათებდა, მისი ფუნჯის ჰაეროვან მოსმებსა და პოლიქრომატულ ფერთა გამებს მანამდე დასავლეთის ხელოვნების ისტორიაში პრეცედენტი არ ჰქონდა.
მონუმენტი დიდი ზომის მასშტაბურ ძეგლს ეწოდება. მონუმენტური მხატვრობაც დიდი ზომის ფერწერულ ძეგლს გულისხმობს, რომელიც, როგორც წესი, არქიტექტურასთან, კედელთანაა დაკავშირებული, ანუ კედელზე სრულდება, იხატება. აქედან მოდის ფერწერის ამ სახეობის სახელწოდება – კედლის მხატვრობა. ფერწერის ეს სახეობა ერთ-ერთი უძველესია და ფართოდ იყო გავრცელებული სხვადასხვა ეპოქაში.
მონუმენტური მხატვრობის ნიიმუშების შექმნისას ძველი ოსტატები მრავალ მხატვრულ ხერხსა თუ მეთოდ სმიმართავდნენ. მაგ:კედელზე ფიგურის გამოსახვისას ე.წ. ბადეს იყენებდნენ. ისინი წინასწარ დახატულ მცირე ზომის გამოსახულებას კვადრატებად ანაწევრებდნენ. უფრო დიდი ზომის კვადრატებისგან შემდგარი ბადით იფარებოდა მოსახატი კედელიც. კედელზე გამოსახულების გადატანისას შესაბამის კვადრატებში ჩასმული მისი ცალკეული ნაწილები პროპორციულად იზრდებოდა. ამგვარი ბადის სშუალებით სასურველი გამოსახულება ზუსტად გადაჰქონდათ კედელზე. ეს ხერხი მოგვიანებითაც ხშირად გამოიყენებოდა კედლის მხატვრობაში.
Assumption of the Virgin
ტიციანის ახალი სტილის ნიმუშია 1518 წელს, ფრარის ეკლესიის მაღალ საკურთხევლისათვის შექმნილი ცნობილი შედევრი “ქალწულის ცდუნება (მითვისება)“. ამ სურათს მოჰყვა ნამუშევართა სერიები, რომლებშიც ტიციანმა მოგვცა წმინდანთა და მათი მლოცველების ერთიანი ჯგუფის მოძრაობის ახალი კონეფცია, რომელიც განსხვავებულ არქიტექტურულ ჩარჩოებშია გადაწყვეტილი.
„ქალწულის ცდუნება(მითვისება)“ ზეთში შესრულებული ნახატია, რომელიც ვენეციის ეკლესიის (Basilica di Santa Maria Gloriosa dei Frari)საკურთხეველშია განთავსებული. ეს ნამუშევარი უდიდესია იმ ნახატებს შორის, რომლებიც ქალაქის ეკლესიების საკურთხევლებშია.
წყაროების მიხედვით იმპერატორი ჩარლზ მე-5ის აგენტი ამ ნაუშევრის საზეიმოდ გახსნას დაესწრო. ფრანცისკენელებს(ბერი, მონაზონი), რომლებიც დაეჭვებულები იყვნენ ნახატის ხარისხში უთხრა, რომ ეყოდათ სანამ ჩამოხსნიდნენ. ეს ნამუშევარი ტიცანის პირველი მთავარი ნახატი იყო ვენაში, ამის შემეგ იგი მალევე გახდა ლიდერი მხატვარი ტრადიციების დამსხვრევით ნამუშევრის გმირული ზომის და საფირმო ფერებით.
ტიციანის ბევრი ნამუშევარი, დაიკარგა ვენეციელი მხატვრების სხვა ძირითად სცენებთან ერთად დიდი ხანძრის დროს, რომელმაც გაანადგურა დოჟის სასახლეში ყველა ძველი სურათი, 1577 წელს.
“პიეტა”
ტიციანის ბოლო წლების უდიდესი შედევრია “პიეტა”, რომელიც დედის ტანჯვის დრამატული სცენაა,რომელიც მხატვარს თავისი განსასვენებლისთვის ჰქონდა შექმნილი. უმძიმესი და უღრმესი ფერწერა. დატირების სცენა, ღვთისმშობლის ფეხებზე გადამხობილი მაცხოვრის სხეული, შორიდან გაგონებს პიეტას. გამოსახულია: ანგელოზები, მარიამ მაგდალნელი და იოანე. ქვედა ნაწილზე მარცხენა კუთხეში სურათში არის პატარა სურათი ჩახატული. მოხუცი და ახალგაზრდა კაცი მუხლებზე დგანან და ღვთსოშობელს ევედრებიან რაღაცას. ფაქტობრვად პიეტაში არის აჩახატული. ეს ნახატი იხატება მაშინ, როდესაც შავმა ჭირმა ვენეციის 70% გაანადგურა. ეს სურათია ის რომელსაც ტიციანი ბოლოს ამთავრებს,როცა უკვე 99 წლისაა. იგი ხედავს როგორ წვავენ გვამებს და ღვთისმშობელს სთხოვს რომ ის და მისი შვილი ორაციო გადაარჩინოს. ხედავს, რომ მოსულა შავი გონდოლა და მისი შვილი მიჰყავთ, რომელიც დაავადდა. ტიციანი ფუნჯით ხელში იპოვეს ამ ნახატის წინ გარდაცვლილი.
ტიციანი გარდაიცვალა 1576 წელს, 99 წლის ასაკში, სავარაუდოდ შავი ჭირით. მისი გარდაცვალებისშემდეგ მოდის ჯგუფი, რომელთაც უნდა აღწერონ იმათი ქონება, ვინც შავი ჭირით გარდაიცვალა. მოდის ეპისკოპოსი რომელიც წერს, რომ ტიციან ვეჩელიო გარდაიცვალა სიბერით. ამ დროს შავი ჭირის მქონე ადამიანების ქონება იწვებოდა. ამ ეპისკოპოსს რომ არ დაეწერა ასე პიეტა განადგურდებოდა. იქ იყო წარწერა, რომ მოსწავლე- პალმა ვეკიომ დაასრულოს ეს ნამუშევარი. მართლაც მან დაამთავრა ცოტა უნიჭოდ და თანაც დიდი ასოებით მიაწერა, რომ სურათის ხატვა დაიწყო ტიციანმა და დავასწულე მე-პალმა ვეკიომ.. ტიციანმა მისი მგობრის ნამუშწვარს არაფერი მიაწერა, ამ მოსწავლემ კი პირიქით.