რაფაელ სანტი აღორძინების მხატვრობის ნათელი და ხალისიანი ფიგურა იყო. რაფაელი ებრაულად “ღვთის წყალობას” ნიშნავს.სწორედ ასეთი წყალობა მოევლინა ქალაქ ურბინოს 1483 წელს მისი დაბადებისას. თავდაპირველად მას ხატვა მამამ ასწავლა, შემდეგ ოსტატმა ვიტემ, ბოლოს კი პერუჯაში მხატვარ პიერო პანუჩის(პერუჯინოს) მოსწავლე გახდა.რაფაელმა მხატვრობის ნიჭი ადრეული ასაკიდან გამოავლინა, 17 წლის ასაკში მას უკვე დახატული ჰქონდა ,,რაინდის სიზმარი”, “სამი გრაცია” და “პერუჯინოს პორტრეტი”. 1504 წელს იგი ჩავიდა ფლორენციაში, სადაც ამ დროს მოღვაწეობენ მიქელანჯელო და ლეონარდო და ვინჩი. მოღვაწეობის პირველ ხანებში რაფაელი განიცდიდა ლეონარდოსა და მაზაჩოს ზეგავლენას და ზურგს აქცევს წმინდა საეკლესიო მხატვრობას. სწორედ, ფლორენციაში შექმნა მისი ცნობილი მადონების დიდი ნაწილი. “მადონა მწვანეში”(1505 წელი ვენა, სამხატვრო–ისტორიული მუზეუმი), “მადონა მშვენიერი მებაღე”, “მჯდომარე მადონა”(1516წ ფლორენხია, პიტის გალერეა),”დიდი ჰერცოგის მადონა” და ა.შ. ამის გამო რაფაელის მოღვაწეობას ფლორენციაში “მადონების პერიოდი” უწოდეს. 25 წლის რაფაელი მიდის რომში, სადაც რომის პაპის დავალებით დაიწყო ვატიკანის სასახლის მოხატვა.1509-17 წლებში მოხატა სამი დიდი დარბაზი, მათ შორის “ხელმოწერის დარბაზი”, რომლის ოთხივე კედელი უკავია უზარმაზარ ფრესკებს “პოეზია”, “ღვთისმეტყველება” “მართლმსაჯულებასა” და “ფილოსოფიას”. გარდა კედლის მხატვრობისა რაფაელი არაჩვეულებრივი პორტრეტისტიც იყო, ის ნათლად გამოხატავდა ადამიანის ხასიათს.რაფაელ სანტი ფერწერასთან ერთად შესანიშნავი გობელენების ოსტატი და დიდებული არქიტექტორიც იყო. რამდენიმე წლის განმავლოვაში ის ხელმძღვანელობდა მსოფლიოში უდიდესი გუმბათოვანი ეკლესიის წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობას. 1520 წლის 5 აპრილს თავის დაბადების დღეზე გარდაიცვალა.