
ლეონარდო 1452 წელს დაიბადა ფლორენციის ახლოს, პატარა ქალაქში. მისი მშობლები არ იყვნენ დაქორწინებულები. პატარა ლეონარდო დედასთან იზრდებოდა. ლეონარდოს დედა ლამაზი გლეხი – კატერინა იყო. ლეონარდოს მა მალე სხვა, მდიდარ და დიდგვაროვან ქალზე დაქორწინდა. მათ შვილი არ ეყოლათ. ლეონარდო მამამ – პიერო და ვინჩიმ თავისთან წაიყვანა. მას კარგ0 განათლება მისცეს. მამას უნდოდა, შვილს მისი პროფესია აერჩია. არაფერი გამოვიდა, ლეონარდოს კანონები არ აინტერესებდა. ლეონარდო სამი წლის იყო, როცა დედას დააშორეს. მთელი სიცოცხლე დიდი მხატვარი და მოაზროვნე ცდილობდა, რომ დედის სახება გაეხსენებინა და თავის ნახატებში აესახა.
ყმაწვილობა და ფლორენციის პერიოდი.
15 წლის ლეონარდო ფლორენციაში გააგზავნეს შეგირდად. ფლორენცია იტალი განათლების ცენტრად მიიჩნეოდა. ლეონარდო ანდრეა ვეროკიოს სახელოსნოშ მიაბარეს. ვეროკიოს სახელოსნოში ლეონარდო სწავლობდა ხაზვას, ქიმიას. ლითონთან მუშაობას, თაბაშირისა და ტყავის დამუშავებას. გარდა ამისა, ის ეუფლებოდა ფერწერას, სკულპტურასა და მოდელირებას. ვეროკიოს სახელოსნოში ლეონარდო და ვინჩისთან ერთად შეგირდებად ბევრი მომავალი სახელოვანი მხატვარი იყო. პერუჯიო, ბოტიჩელი, ლორენცო დი კრედი და ბევრი ბევრი სხვა. ვეროკიოს სახელოსნოში აგრეთვე ხშირად მოდიოდნენ სხვა ცნობი მხატვრები. 20 წლის ასაკში ლეონარდომ წმინდა ლუკას გილდიის ოსტატის წოდება მიიღო.
ერთხელ ოსტატმა ლეონარდოს ანგელოზის დახატვა სთხოვა ტაძრის ერთ-ერთ კედელზე. ლეონარდოს დახატულმა ანგელოზმა ოსტატის ნამუშევარი დაჩრდილა. ამბობენ, რომ ლეონარდოს პირველმა ოსტატმა ხატვას თავი დაანება. მან ვერ გადაიტანა, რომ საკუთარმა შეგირდმა ხატვაში აჯობა. ლეონარდო ჯერ კიდევ ვეროჩინიოსთან მუშაობდა, როდესაც ფლორენციის მხატვართა კავშირში მიიღეს განსაკუთრებული ნამუშევრებისთვის. ლეონარდომ დატოვა ოსტატის სახელოსნო. იგი ფლორენციაში დარჩა და დამოუკიდებლად მუშაობდა. ფლორენციაში მუშაობის ბოლო წლებში მან 2 დიდი შეკვეთა მიიღო. პირველი იყო – „მოგვთა თაყვანისცემა“, რომელიც სან-დომინგოს მონასტერში უნდა შესრულებულიყო. მეორე კი წმინდა ბერნარდის კაპელის მოხატვას გულისხმობდა. თუმცა, პირველი ნამუშევარი არასოდეს დამთავრებულა, ხოლო მეორე კი – არასდროს დაწყებულა. ლეონარდომ ორივე სამუშო მიატოვა და მილანში გადასახლდა. ლეონარდო და ვინჩის კარიერა ვითარდებოდა. თუმცა. მისი არატრადიციული ორიენტაციის გამო იგი ბევრ საინტერესო სამუშაოს ჩამოაცილეს. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელი ლეონარდოსთვის ის იყო, რომ იგი სიქსტის კაპელას დასახატად არ მიიწვიეს…
მილანის პერიოდი
მილანში ჩასული ლეონარდო და ვინჩი 1482 წელს ქალაქის ჰერცოგმა დაიქირავა. ლეონარდო და ვინჩის ტიტული ჰერცოგ ლუდოვიკო სფორზასთან იყო „ჰერცოგის მხატვარი და ინჟინერი“. რეალურად ლეონარდო ჰერცოგის მხატვარი, მოქანდაკე, არქიტექტორი იყო. მეტიც, ლეონარდო მუშაობდა ნაგებობათა დიზაინსა და სამხედრო კონცეფციების შემუშავებაზეც. ლეონარდო და ვინჩი მილანში 17 წელი გაჩერდა. მისი წასვლის მიზეზი კი ჰერცოგის ძალაუფლების დაკარგვა გახდა, რომელიც მილანში საფრანგეთის შეჭრამ გამოიწვია.
მილანში ყოფნის პერიოდში ლეონარდო და ვინჩიმ 6 მნიშვნელოვანი ნამუშევარი მაინც შექმნა. მათ შორისაა „საიდუმლო სერობა”. ძალიან რთულია ლეონარდოს ამ პერიოდის ნამუშევრების ნახვა, რომლებიც ეკლესიების კედლებზეა შესრულებული.
პროფესიული მოღვაწეობა
1476-1513 წლებში 24 წლის ლეონარდო, 3 სხვა ახალგაზრდასთან ერთად, სასამართლოს გადასცეს. მას არატრადიციულ ორიენტაციაში ადანაშაულებდნენ. სასამართლომ ახალგაზრდები გაამართლა. ლეონარდოს ცხოვრებაზე ამ პერიოდის შესახებმცირე ინფორმაციაა შემონახული, მაგრამ, სავარაუდოდ, მას საკუთარი სახელოსნო ჰქონდა ფლორენციაში. ეს 1476-დან 1481 წლამდე გრძელდებოდა..