რამდენიმე წელია ბატონ გია მურღულიას ავტორობითა და ინიციატივით ტარდება კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას“, რომლის ოფიციალური სპონსორი, ორგანიზატორი და განმახორციელებელია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ). ამ კონკურსმა ბევრი ნიჭიერი მოსწავლე გამოავლინა, ბევრსაც გაუკვალა გზა შემოქმედებით გზაზე.
აიბი მთიების მოსწავლეებმა არაერთხელ მოიპოვეს წარმატება ამ კონკურსში. 2021 წელს მარიამ ღვინეფაძე ათეულში მოხვდა და მას გადაეცა გამორჩეული მოსწავლის ჯილდო, 2023 წელს კი კონკურსის გამარჯვებული, პირველი ადგილის მფლობელი გახდა ალექსანდრე გუგუნავა ( მის პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს მარიამ ჭიკაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა). ათეულში მოხვდნენ და სპეციალური ჯილდოები დაიმსახურეს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა: ლიზი მარსაგიშვილმა და გვანცა ძმანაშვილმა.
კონკურსი ,,ვწერ თავისუფალ თემას“ ტრადიციულად წელსაც ტარდება, რაც ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ახალი შემოქმედებითი წარმატების მოტივაციას აძლევს.