ფილმები ისევე, როგორც წიგნები და სხვა ლიტერატურა, ზემოქმედებენ ჩვენზე, გვიფართოებენ თვალსაწიერს. ხშირად თუნდაც მარტივი შინაარსის ფილმი შეიძლება შეიცავდეს მნიშვნელოვან ქვეტექსტს, რომლითაც რეჟისორი არა მხოლოდ გვაცინებს, არამედ რაღაცას გვასწავლის, გვეუბნება.
ასეთი ფილმია ფრენსის ვებერის „სათამაშო“ (“Le Jouet”), რომელიც კინოთეატრებში 1976 წელს გამოჩნდა. ფილმში აღწერილია მდიდარი ოჯახის შვილის მცირე ისტორია. პატარა ბიჭი ცდილობს მამამისის ნამდვილი სახის გამოვლენას, ამიტომ გადაწყვეტს, რომ ისევე მოიქცეს, როგორც მამა იქცევა. ბიჭის მამა დიდი ფულის პატრონია. ის ადამიანებს „ყიდულობს“ და ამით, თითქოს, საკუთარ ძალაუფლებას წარმოაჩენს. ბიჭი გადაწყვეტს, რომ იყიდოს ადამიანი, რომელიც მას სათამაშოების მაღაზიაში შეხვდა.
წარმოგიდგენთ ორ ნაწყვეტს ფილმიდან:
ამ ეპიზოდში მამა ცდილობს საკუთარი შეძლებულობის წარმოჩენას შვილის წინაშე. უნდა, მას დაანახვოს, რომ ფულს აქვს ძალა მართოს ადამიანები და, შესაბამისად, დიდი შეძლების პატრონი ყოველთვის იღებს იმას, რაც უნდა.
ამ ნაწყვეტში მამა იაზრებს ამ ძალაუფლების უბედურებას. ხვდება, რომ ასე ადამიანების მართვა სწორი არაა, თუმცა იმასაც იაზრებს, რომ ადამიანები, რომლებიც ასე მარტივად ემორჩილებიან ქონებითა თუ წოდებით დაწინაურებულ ადამიანებს და მზად არიან საკუთარი ღირსებაც გაყიდონ, უფრო დიდი დამნაშავეები არიან.
ფილმი კომედიური ჟანრისაა, თუმცა იგი გვასწავლის, რომ მატერიალურ კეთილდღეობაზე მეტად მნიშვნელოვანი ღირსება და სიყვარულია.