ავტორი: ანუკა კვერნაძე
ლუკა – ეჰ, დღესაც არ გამიმართლა;
ლაშა – არა უშავს, ლუკა, ხვალ ვცადოთ. კაზინოში ასე არის – ჯერ არ გაგიმართლებს, მერე ბევრ მაყუთს რომ შეიტან, იცი რამდენს ამოიღებ?
ლუკა – ხო, მაგრამ ეს ჩემი ბოლო ფული იყო, კაპიკიც კი აღარ დამრჩა;
ლაშა – ეეე. . . არადა, ბიჭები მოსაწევად მივდივართ, შენც შემოგთავაზებდი, დადე ფული და მოვწიოთ ერთად, მარა, ჰა, ჯიბეგაღლეტილი დაიარები.
ლუკა – სად ვიშოვო ფული, ისედაც გვიჭირს ტო! დედაჩემთან ვეღარ მივალ ფულის გამოსართმევად. ეგ ორასი ლარი მთელი თვე უნდა მყოფნოდა, და მე კი ერთ დღეში დავხარჯე.
ლაშა – არა უშავს, ლუკა, იშოვი რამეს. დავიჯერო, არ გინდა, ერთად დავბოლდეთ?
ლუკა – კი, მინდა, მაგრამ არა მაქვს ფული. კარგი, ეხლა ჩუმად იყავი, ბებiაჩემის აივანთან ვართ.
ლაშა – კაი, ძმა! რა იყო? თითქოს არ იციან, როგორი შვილიშვილი ჰყავთ. მოიცა, ლუკა, დავიჯერო, შენს ბებიას რამე ძვირფასი ნივთი არ აქვს სახლში? ოქრო, ვერცხლი, სამკაული?
ლუკა – კი, ექნება რამე და რატომ მეკითხები?
ლაშა – მერე, ლუკა, სულელი ხარ, ძმაო? მაინც ბებრები არიან და რას გაიგებენ? ჩამოიტანე რამე, მერე გავყიდით და ჩვენთან ერთად წამოხვალ მოსაწევად. რაც დარჩება, იმით კაზინოში ვიგულავებთ.
ლუკა – ხო, მაგრამ ეს ხომ ქურდობაა? არა, ამას ვერ ვიზამ, შანსი არაა, ტო!
ლაშა – კაი, რა, შენ რა ჩმორიკი ყოფილხარ! აი, ნიკო ტო, სულ ეგრეა. მაგიტომ არის არხეინად და ვერავის ამჩნევს. შენ ეგრე მათხოვარივით უნდა იარო, ძმაო? ამხელა ბიჭი ხარ, მიდი ეხლა, ნუ ჩმორიკობ, შენი სახლიდან იღებ, სხვისიდან ხომ არა?
ლუკა – ჰმ . . . კაი, მაცადე ეხლა, მოშორებით დამელოდე, რამეს ვიზამ.
ლაშა – ჭკვიანი ბიჭი ხარ, ლუკა. აგერ ბესეტკაში დაგელოდები ბირჟაზე, თან ლუდსაც მოვწრუპავ. აი, როსტომას გარაჟის ბესეტკა რომ არის, ბიჭო!
ლუკა – კარგი, გავიგე.
ლუკა ადის კიბეზე და ვერ აანალიზებს, თუ რის გასაკეთებლად მიდის. კარი ბებომ გაუღო და ბიჭს გადაეხვია.
ბებომ ლუკა სასტუმრო ოთახში შეიყვანა და მაგიდასთან დასვა. ლუკა ცოტა დაძაბული ჩანდა, თითქოს ნერვიულობდა რაღაცაზე.
ბებო და ბაბუ სამზარეულოში გავიდნენ ლუკასთვის საჭმლის მოსამზადებლად. ბიჭი ოთახში მარტო დარჩა და ნივთებს დაუწყო გაფაციცებით თვალიერება. მიმოიხედა და ბუხრის გვერდით მდგარ, ჭურჭლის შესანახ კარადაში, ანტიკვარული ვერცხლის კოვზები შენიშნა. გამოაღო კარადა და დასწვდა. ამ დროს ხელი გაჰკრა გვერდით მდგომ დოქს, რომლის ზედა ნაწილი გატყდა და ნატეხები ჩაცვივდა ღვინოში. ბიჭმა არაფერი შეიმჩნია, კოვზები ჩაიდო ჯიბეში, დახურა კარადა და მაგიდასთან დაჯდა, ვითომც არაფერი მომხდარა.
სანამ ლუკა კარტოფილს შეექცეოდა, ბებო მის გვერდით დაჯდა, თავზე ხელი გადაუსვა და უთხრა, რომ მისთვის კარგი ამბავი ჰქონდა. ბებომ ლუკას კონვერტი გაუწოდა. ბიჭმა კონვერტი გახსნა და შესძახა:
ბებომ უთხრა, რომ თავისი ძვირფასი საყურე გაყიდა.
ბიჭს გაახსენდა, რომ ღვინოში უამრავი მინის ნატეხი იქნებოდა დოქის გატეხვის გამო და ბაბუა შეაჩერა. ლუკამ თავად გამოიღო გატეხილი დოქი და აღიარა, რომ მან გატეხა. ასევე, გაუმხილა, რომ ვერცხლის კოვზებიც მან აიღო – მე გავტეხე და მე მოვიპარეო.
ბებია და ბაბუა მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე, მაგრად მოეხვივნენ ლუკას და მოუწონეს დანაშაულის აღიარება. ეს ლუკასთვის კარგი გაკვეთილი იყო.
მათ მთელი საღამო ერთად გაატარეს, ხოლო ლუკას არც კი გახსენებია მისი მეგობარი ლაშა, რომელიც როსტომას გარაჟთან ბესეტკაში ელოდებოდა.