სტატიის ავტორი: ნუცა ძმანაშვილი
1976 წელს საზოგადოებამ იხილა ანიმაცია სახელწოდებით: „ყოველი ჩვენგანი თამაშობს კარუსელზე“. ფილმი დაყოფილია რვა ეტაპად, რომელშიც ასახულია ადამიანის, როგორც ინდივიდის ჩამოყალიბების ეტაპები დაბადებიდან სიბერემდე; თითოეულ ეტაპს კარუსელის სხვადახვა ნაწილი ასახავს. ამ უცნაური სახელწოდების მიღმა დიდი ფსიქოლოგიური თეორია დგას, რომელიც ერიკ ერიკონს ეკუთნის.
ერიკ ერიკსონი გერმანელ-ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსი და განვითარების ფსიქოლოგია. მან გამოიყენა პირველად ტერმინი „ინდენტობის კრიზისი“ და შექმნა თეორია ფსიქოლოგიური განვითარების სტადიების შესახებ, რომელიც ზემოთქმული ფილმის სიუჟეტს წარმოადგენს.
ანიმაციურ ფილმში, როგორც ერიკსონის თეორიაში, რვა ეტაპი გამოიყოფა; ეტაპებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი უნარი. ვფიქრობ, ეს სტატია დაეხმარება მათ, ვისაც სურს, გაიაზროს, თუ რატომ და როგორ მიმდინარეობს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესი. ეს თეორია საინტერესოა იმიტომ, რომ თინეიჯერობის ასაკში გვიწევს ჩვენი საარსებო გარემოს აღქმა, მოვლენების შეფასება და ღირებულებათა ჩამოყალიბება; თანამედროვე სამყაროში ყველაფერი სწრაფი ტემპით იცვლება და მივიჩნევ, ინდივიდუალური განვითარების ეტაპების ცოდნა დაგვეხმარება ამ სიჩქარისთვის ფეხის აწყობაში.
მე შევეცდები, ყოფითი მაგალითებით ავხსნა თითოეული სტადია. მაშასადამე, ეტაპები შემდეგნაირია:
დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ბავშვის სრულყოფილი განვითარებისთვის აუცილებელია მისი საარსებო გარემოს აღქმა; ამ ასაკში ჩვენ უძლურნი ვართ და ზრუნვასა და სიყვარულს სხვებისგან ველოდებით. თუ ბავშვი გაიზრდება გარემოში, რომელშიც მას არ უვლიან, მას გაუჭირდება ნდობის უნარის გამომუშავება და სამყაროსი შეეშინდება. ბავშვი ენდობა სიყვარულსა და ზრუნვას, ხოლო გაურბის მარტოობასა და სამყაროს, რომელშიც მისი არსებობა უმნიშვნელოა.
ორი წლიდან ბავში იაზრებს, რომ მას შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება. ამ ეტაპზე ბავშვი უნდა გაიზარდოს სივრცეში, რომელშიც მას ხელს არ უშლიან; ადამიანმა გარემო უნდა შეისწავლოს თავისით, რათა შემდგომ თვითშეფასების პრობლემები არ გაჩნდეს. თუ ამ სტადიაზე ბავშვმა ვერ დააბალანსა აუტონომიისა და სირცხილის განცდა, მას ასაკთან ერთად თანატოლებთან ურთიერთობა გაუჭირდება.
ექვსიდან სამ წყლამდე ბავშვს უკვე სრულად შეუძლია დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და იწყება საკუთარი თავის შემეცნება; განვითარება მიმდინარეობს სწრაფი ტემპით და სიახლეების რაოდენობა უზარმაზარია, ინიციატივა – ხშირი. თუ ბავშვის სურვილს უფროსები დასჯით პასუხობენ, ამ გარემოში გაზრდილი ინდივიდი გამოირჩევა მაღალი დანაშაულის გრძნობით, ხმამაღლა არ გამოთქვამს თავის აზრს იმის შიშით, რომ არასწორად იქცევა და შესაძლოა, ხმის ამოღებას დასჯა მოჰყვეს.
პირადი რჩევა: მიუხედავათ ასაკისა, არ იქნება ურიგო, ნელ-ნელა დაიწყოთ თქვენი იდეებისა და შეხედულებების გაზიარება, თუ გიჭირთ მათ გამოხატვა.
ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანატოლებთან ურთიერთობა თვითიდენტიფიკაციის განვითარებისთვის, ანუ ახალგაზრდა ადამიანი საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას ცდილობს. მათი ქცევისადმი დადებითი შეფასება განსაზღვრავს დადებითი „მე-კონცეფციის” ჩამოყალიბებას. თუ მათი აქტივობას დასცინიან და აკრიტიკებენ, არასრულფასოვნების კომპლექსი ჩნდება.
თორმეტიდან თვრამეტ წლამდე გრძელდება და ერთ-ერთი ურთულესი ეტაპია ცხოვრებაში. ამ დროს, ინდივიდი ბავშობასა და ზრდასრულობას შორის დგას, ემზადება ახალი საზოგადოებრვი წესებისთვის. ერთ-ერთი პროცესია საკუთარი როლის გააზრება: როგორი მეგობარი ვარ? როგორი შვილი ვარ? რას ფიქრობენ სხვები ჩემზე?
ამ ეტაპზე ინდივიდი იქმნის ეგოს, რომელიც შეესაბამება უცხოს (საზოგადოების) შეხედულებებს; იწყება ოცნება იდეალურ სამყაროსა და მომავალზე, რაც რეალობასაა აცდენილი და ხშირია იმედგაცრუება. თავს იჩენს იდენტობის კრიზისი.
იდენტობის კრიზისი ცხოვრების უმნიშნველოვანესი პერიოდია, რომლის დროსაც ადამიანში ხშირია ჩამოუყალიბელობა, ანუ დეპერსონალიზაცია, სამეგობროსგან განდგომა, სამყაროსადმი ნეგატიური დამოკიდებულება, რომლიც ნიჰილისტურ იდეასაც კი უახლოვდება, საზოგადოების ნორმებისგან განრიდება.
ეგო-იდენტობასთან ბრძოლა ხანგრძლივი ბრძოლაა და შესაძლოა, სიცოცხლის ბოლომდეც კი გაგრძელდეს. ეს არაა უცნაური, ვინაიდან სამყარო ჩქარი ტემპით იცვლება და ჩვენს ცნობიერებას უწევს, აჰყვეს მას.
ამ პროცესის შედარებით ადვილად გადასალახად გირჩევთ:
წინა ეტაპის გადალახვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ეტაპის წარმატებულობაზე; ამ დროს ადამიანი განსაზღვრავს, შეუძლია თუ არა სოციალური ურთიერთობების წარმატებით წამართვა, ყალიბდება მნიშვნელოვანი კავშრები სხვა ადამიანებთან. თუ ინდივიდმა წარმატებით ვერ გადალახა წინა სტადიის კრიზისი, ის უძლური იქნება, დაამყაროს სრულფასოვანი ურთიერთობები.
უფრო ადვილად რომ განვმარტო: გენერაციულობა ქართლად „ქმნადობაა“, ანუ საკუტარი თავის გარდა, სხვებზე (ოჯახზე, მეგობრებზე, სამსახურსა თუ საზოგადოებაზე) ზრუნვა. ჩნდება მაღალი ტოლერანტულობის, ანგარიშიანობის კონცეფცია.
სატგნაცია საპირისპიროა – თანაგრძნობის ნაკლებობაა. თუ გენერაციულობა აჭარბებს სტაგნაციას, ადამიანი სწავლობს, თუ რა არის ზრუნვა.
განვლილი ცხოვრების შეფასება. თუ ინდივიდი კმაყოფილია, მისთვს რეალობა მისაღებია.; მაგრამ თუ ადამიანს მიაჩნია, რომ ცხოვრება ფუჭად განვლო, ის სასოწარკვეთილია.
ვფიქრობ, ერიკსონის თეორია დაგვეხმარება საკუთარი თავის შეცნობაში და იმ ეგზისტენციალურ კრიზისს, რომელიც მე-5 თავშია აღწერილი, ადვილად გადაგვატანინებს.