ავტორი: გვანცა ფხალაძე
წვიმდა, მთელი ქალაქი სახლებში შეყუჟულიყო. წვეთები ხმაურით ეცემოდა გზას, გზას, რომელზეც პირველად დადგა ფეხი სერ ნიკოლას ჯეიმსმა.
მაშინ მას არავინ იცნობდა, არ იცოდნენ მისი პროფესია, წარმომავლობა ან ლონდონში ჩამოსვლის მიზანი. ნიკოლასმა ქალაქის განაპირას მდებარე დიდი, მცენარეებით დაფარული სახლი იყიდა, უზარმაზარი ფანჯრებით. სახლიც ისეთივე იდუმალი იყო, როგორიც პატრონი. მის ჩამოსვლამდე აქ ქალაქელებს არავინ ენახათ .
ნიკოლასზე ბევრს საუბრობდნენ, ამბობდნენ, რომ იყო მკვლელი, თაღლითი, თვით ხორცშესხმული ეშმაკი. არადა ბოროტებისგან ძალიან შორს გახლდათ. მისი ეშინოდათ, აინტერესებდათ ყველაფერი და საზოგადოებაში გამოჩენისთანავე ყველას მზერა მასზე იყო მიპყრობილი. ნიკოლასს ყველა იშვიათად ნახულობდა, ხალხმრავალ წვეულებებსა და მიღებებს თავს არიდებდა, ამით კი უფრო ამძაფრებდა ეჭვებს. გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ დაუშვა, როცა ლინდას, მერის ქალიშვილის დაბადების დღეზე მოვიდა. ნიკოლასი ოცდაათ წელს გადაცილებული იყო, მაგრამ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. მისი ნამდვილი სახელი ვერ გავიგე, ვერც წარმომავლობა, სამაგიეროდ, შევიტყვე, რომ ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი იყო, ასევე ენათმეცნიერი. ნიკოლასს ბევრი არ უსაუბრია, სხვებს უსმენდა. შევამჩნიე, რომ საათი მარჯვენა ხელზე ეკეთა.
მეორე დღეს, საუზმობისას, დედამ შემთხვევით მითხრა, რომ დღეიდან ჯეიმსი მასწავლიდა ფილოსოფიას ქალაქის მთავარ გამოცდებამდე. ნიკოლასი მასწავლებელი არ იყო, თუმცა მაინც მოახერხა დედამ მისი დაყოლიება და ეს ფაქტი საერთოდ არ მაკვირვებდა.
ქალაქის მთავარი გამოცდები უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო. წარჩინებული ოჯახის შვილები აბარებდნენ მას და შემდეგ ოჯახის მთავარ საქმიანობას ეუფლებოდნენ. მე ბიზნესი მხვდა წილად.
შუადღისას უკვე ნიკოლასის სახლის კართან ვიდექი და ველოდებოდი, როდის გამიღებდა. სახლში წასვლა რომ გადავწყვიტე, სწორედ მაშინ გამოჩნდა კარის ზღურბლზე. ხელი გავუწოდე, ცოტა ხანს იყოყმანა და შემდეგ ჩამომართვა.
სახლი ძველი იყო. თაროები წიგნებით იყო გავსებული. კედელზე კი ერთადერთი ნახატი – პორტრეტი ეკიდა.
დიდ სავარძელზე დავჯექი და წიგნები პატარა მაგიდაზე დავალაგე.
გაიცინა. ფურცელი გამომიწოდა.
აღარაფერი მითქვამს, თვალი შევავლე მას და მაგიდაზე მდგომ ჭიქას.
დაბნეული ვიყავი. მაგრამ არაფერი მითქვამს და გადავწყვიტე, უბრალოდ მის კითხვებზე მეპასუხა, ამას უნდა გაემარტივებინა მასთან ურთიერთობა.
ადრე, არავისთვის არაფერი მითქვამს ჩემს ინტერესებზე, ვიცოდი მაინც არ ჰქონდა მნიშვნელობა. შენ გაქვს ერთი პროფესია, დანარჩენი კი მნიშვნელოვანი არ არის.
ნიკოლასი მელოდებოდა. ვფიქრობდი, მაგრამ პასუხი ზუსტად ვიცოდი.
უნებურად გამეცინა.
აღარ შევწინააღმდეგებივარ, დავემშვიდობე და გამოვედი. გზაში მომხდარზე ვფიქრობდი. ჯერ არავინ მინახავს ასე მძაფრად დაეხატოს სურათი. განცვიფრებული ვიყავი. მისმა სიტყვებმა ჩემი ძალიან ბევრი გეგმა შეცვალა ან ვფიქრობდი, რომ შეცვალა.
სახლში მისვლისთანავე დაწვრილებით გამომკითხეს ყველაფერი ნიკოლასზე. ვამჯობინე, არაფერი მეთქვა. მეორე დღეს ისევ წვიმდა, ნისლი ქალაქს დარდივით მოჰხვეოდა, უფრო და უფრო დიდდებოდა და შავდებოდა. ამინდისთვის ყურადღება არ მიმიქევია, პირდაპირ ნიკოლასის სახლისკენ ავიღე გეზი.
ამჯერად ჩაიზე უარი არ მითქვამს. საუბარი მე დავიწყე.
გამომიწოდა, მეც სიფრთხილით ჩამოვართვი.
სიჩუმე ჩამოვარდა , ოღონდ უხერხული არა. ნიკოლასს მუდამ ჩაფიქრებული და დანისლული თვალები წიგნების თაროსთვის გაესწორებინა. მე ნახატს ვაკვირდებოდი. დუმილი მან დაარღვია.
თავი დავუქნიე, დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.
მომდევნო ერთი კვირა ვხატავდი. დავასრულე და ნიკოლასის სახლისკენ გავწიე. მისი აზრი მაინტერესებდა. მივედი, კარზე წარწერა დამხვდა -,, იყიდება,, გულში რაღაც ჩამწყდა. ვის უნდა შეეფასებინა ახლა პორტრეტი?, ვის უნდა ეთქვა ყველასთვის ნათელი, მაგრამ დამალული სიმართლე? ვერ მივხვდი, ასე რატომ წავიდა, ან სად წავიდა. წამოსვლას, რომ ვაპირებდი მებაღე მომიახლოვდა.
წერილი სწრაფად გავხსენი და წავიკითხე.
მის ნინა,
მომიტევეთ, თუ გეწყინათ ჩემი უცაბედი წასვლა. დამერწმუნეთ, მინდოდა თქვენი ნახატის ნახვა. კარგად შეინახეთ, როცა დახედავთ, გაგახსენდებათ, რომ ჩვენს პორტრეტებს ჩვენვე ვქმით. აკეთეთ ის, რაც გიყვართ და თუ არ გაგიმართლათ, ამაში სხვას ნუ დაადანაშაულებთ.
ბოლო გაკვეთილი ჩემგან, შესაცოდია ის ადამიანი, რომელსაც საკუთარი პორტრეტის წარმოდგენა არ შეუძლია. კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, რომ ვერ დაგემშვიდობეთ.
სერ ნიკოლას ჯეიმსი.
წერილი დავკეცე და ნახატს დავაკვირდი. მებაღეს ვთხოვე ცოტა ხნით შევეშვი სახლში, რომ ჩემი წიგნი ამეღო, რეალურად კი ნახატის დატოვება მინდოდა. პორტრეტი კედელზე მივაყუდე და უკანასკნელად მიმოვიხედე.
შემდეგში როგორც დიდგვაროვანს, ბევრი პორტრეტი მქონდა , მაგრამ მხოლოდ ერთი იყო ჩემი, ის, რომელიც სერ ნიკოლასის სახლში დავტოვე.
რედაქტორმა კითხვა დაასრულა და სათვალე მოიხსნა. თვალებში ცრემლები ჩასდგომოდა.
რედაქტორი წამოდგა და ხელი გამომიწოდა. დავემშვიდობე და წამოვედი. იმ საღამოს ნინას ვესტუმრე, მინდოდა მისი მოთხრობის ამბავი მეთქვა და პორტრეტი დამეტოვებინა. დავაკაკუნე, მისმა შვილმა გამიღო და მითხრა, რომ ნინა დილით გარდაიცვალა. მივუსამძიმრე და წამოვედი, პორტრეტი არ დამიტოვებია, თან წამოვიღე და ნიკოლასის ნახატის გვერდით ჩამოვკიდე. ალბათ ოდესმე მეც ვცდი დავხატო ჩემი პორტრეტი და ამ კედელზე მათ გვერდით ჩამოვკიდო.