ხელოვნება ჩემთვის უკედლებო ოთახია, უსაზღვრებო სივრცე, ოაზისი უდაბნოში. . .
იყო დრო, როცა მის საზღვრებში მოქცევას ცდილობდნენ, მაგალითად, საბჭოთა ხელოვანს უნდა ეხატა, ეწერა ისე, როგორც ამას სახელმწიფო ითხოვდა, თუმცა იყო კი ეს ხელოვნება?!
ჩემთვის ხელოვნება თავშესაფარია. უდიდესი სიამოვნებაა ხელოვნებით გამოვხატო საკუთარი თავი. გარდა ამისა, ის ჩემს ემოციებს აბალანსებს, მაგალითად ვხატავ, ვწერ, ვუკრავ ხშირად მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ, ან გულდაწყვეტილი, ან აფორიაქებული . . . და მერე ყველაფერი წყნარდება.