ავტორი: მარიამ ლაგვილავა
ის ყველას უყვარს. ზოგს მისი დალევა, ზოგს მასში ცურვა, ზოგს მისით სიამოვნება (როგორიცაა შხაპი ან აბაზანა) ზოგს ის საერთოდაც არ უყვარს, ზოგს მისი ეშინია. მაგრამ ერთი რამ რაც ყველა ადამიანს გვაერთიანებს ის არის რომ ჩვენ ის გვჭირდება. რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა ვცადოთ წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. აი მე კი წყალზე ვგიჟდები,იმდენად მიყვარს რომ მზად ვარ ყველაფერზე წავიდე რათა მასში ვიცურავო. ამას ექვსი წლიდან ვაკეთებ, ექვსი წლიდან ვცურავ, მაგრამ არა იმიტომ რომ ჯილდო ან პრიზი მივიღო, უბრალოდ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა რომ სულ რამდენიმე მეტრით ქვემოთ სიცარიელეა…სიმშვიდე, სიჩუმე და სიწყნარე მაგრამ სიცარიელე. ეს
მაშინებს კიდეც მაგრამ ყოველ მეორე მხარეს მიცურვისას იმის წარმოდგენა რომ გადავურჩი იმას რისიც ზოგს ეშინია მაგრამ ყველას სჭირდება, ძალიან ძლიერი გრძნობაა. ამ დროს თავს ვგრძნობ არა ძლიერად არამედ მნიშვნელოვნად რადგან ყოველ წყალში ჩახტომისას მე ვებრძვი სიკვდილს და ყოველთვის ვამარცხებ. ალბათ იკითხავთ ამხელა მონოლოგი რა საჭირო იყოო, მაგრამ მაინც როდესაც ყოველ ჯერზე სიკვდილს ვამარცხებ, სიცოცხლე მაკლდება…დღეს ჩემი ემერტეს პასუხები მოვიდა და ექიმთან უნდა მივიდე, იმედი მაქვს არაფერი სერიოზული. -გოგონამ დღიური დახურა და საავადმყოფოსკენ გაეშურა. იქ დიდი რიგები შეხვდა, ხალხი ერთმანეთს ეჩხუბებოდა, ურიგოდ ნუ შედიხართო. გოგონა იღიმოდა და ფიქრობდა რა პატარა პრობლემა შეიძლება ადამიანს ჰქონდესო. ისინი ყველა პასუხებს ელიან, ზოგს სიკვდილი აქვს განაჩენად გამოწერილი ზოგი მადგანი კი იღბლიანია და გადარჩება მაგრამ ისინი ყველანი ჩხუბობენ…ეს არის ადამიანის ბუნება, ის სიკვდილამდე ან ახალ სიცოცხლემდე ყოველთვის იბრძვის, ჩხუბობს, ცდილობს დაამტკიცოს რომ ყველაზე მაგარია…ეს ხომ სისულელეა, როგორ შეიძლება იჩხუბო ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.
-ქეთა ბაკარაძე!-დაიძახა ექიმის ასისტენტმა, გოგონამ ამოიხვნეშა და ნელი ნაბიჯით ოთახში შევიდა.
-აბა? როგორია შედეგები?-ნერვიულად ჰკითხა ექიმს.
-პირველ რიგში გამარჯობა!-მკაცრად უთხრა ექიმმა. მას უხეში შესახედაობა ჰქონდა, სადღაც სამოცამდე წლის იქნებოდა, შავი მკაცრი თვალებით და ჭაღარა თმით.
ქეთას არც მიუქცევია ყურადღება ამ კაცის სიმკაცრისთვის თავი დაუქნია და კანკალით წამოჯდა.
-მოკლედ, მოვიდა შედეგები და… არ შეშინდეთ და არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ მკურნალობა დაიწყოთ და…
-კიბოა ხომ?-ხმის კანკალით გააწყვეტინა ქეთამ ექიმს.
-დიახ…მაგრამ მკურნალობა შეგიძლიათ…
-რომელი სტადიის არის?
-გამოგიწერთ წამლებს და შანსი მოგეცემათ…
-ექიმო რომელი სტადიის!-ამჯერად ხმამაღალი ტონით ჰკითხა ექიმს,
მის ხმას კი კითხვაზე მეტად მბრძანებლური ტონი უფრო დაჰკრავდა.
-მეოთხე…მეოთხე სტადიის…
-და თქვენი აზრით ათი წლის ვარ? მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს ფილტვში და წამლებს მიწერთ?
-სიმსივნე რომ ამოვიღოთ ძალიან დაზიანდება ფილტვი, შესაბამისად ამას ვერ შევძლებთ…
-ექიმო პირდაპირ მითხარით… გულწრფელად გთხოვთ! რამდენი პროცენტი მაქვს გადარჩენის შანსი?
-ასიდან?
-დიახ!
-ვფიქრობ…
-დიახ?
-ძალიან ვწუხვარ… არანაირი შანსი…-გოგონას თვალები აუცრემლიანდა, გულში შეკუმშვა იგრძნო მაგრამ ძალა მოიკრიბა და საუბარს
დაუბრუნდა.
-ერთ კვირაში, შეჯიბრია…მნიშვნელოვანია რადგან მსოფლიო შეჯიბრია. მე ბევრი გამარჯვება მოვიპოვე და მინდა რომ ბოლოჯერ აქაც გავიმარჯვო…
-ქეთა, მე კატეგორიულად გიკრძალავთ ცურვას, ეს უფრო დაგაზიანებთ!
-ექიმო შეგიძლიათ მითხრათ თუ ვიმკურნალებ, ცურვას შევწყვეტ, მთელი დღე ვიწვები და არაფერს გავაკეთებ რამდენ ხანს ვიცოცხლებ?
-იმაზე მეტი ვიდრე უწამლოდ და ცურვით!
-ანუ?
-სამი თვე…მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით.
-და ცურვით?
-ერთ თვეზე ნაკლები…
-კარგი, მადლობა! კარგ დღეს
გისურვებთ!- ქეთა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გარეთ რიგში ისევ ჩხუბობდა ხალხი, მაგრამ ახლა მათი ხმები უფრო ხმამაღლა ჩაესმოდა, საავადმყოფოს სუნიც უფრო მძაფრად იგრძნო, თვალები კი ებინდებოდა. ანერვიულებულმა დასამშვიდებლად აუზზე შეიარა.
-შეიძლება ვკვდებოდე… შეიძლება აღარ მქონდეს შანსი გადარჩენისა მაგრამ შენთან ბრძოლაში მაინც არ წავაგებ!- გამოიცვალა და აუზზში გადახტა. ერთი კვირის განმავლობაში მისი დაავადება უფრო იზრდებოდა და აავადმყოფებდა მას მაგრამ მაინც ერთი კვირის განმავლობაში Მთელ დღეებს ცურვაში და ვარჯიშში ატარებდა. არც წამლები მიუღია და არც დაუსვენია. და დადგა დღე… მსოფლიოს გამოჩენილი.