სატიის ავტორი: ლიზა პიტიურიშვილი
ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველას, მით უმეტეს, ჩვენს ასაკში, გვაწუხებს კითხვა, თუ რისთვის ვცხოვრობთ ამქვეყნად და რა დანიშნულება გვაქვს ამ სამყაროში. დასმულ შეკითხვაზე პასუხის ძიებაში გადის მთელი ცხოვრება. „ადამიანის გული და გონება იმგვარია, რომ კაცს შეიძლება განსხვავებული აზრი და შეხედულება ჰქონდეს. ასეთ ვითარებაში დავა, შესაძლოა, უსასრულო და ამიტომ უაზროც იყოს, და ამ უსასრულო გზაზე, ვინ იცის, რწმენა, ის მთავარი, რის გამოც ვდაობთ, სულ დაგვეკარგოს“ (ციტატა: ჯ. ქარჩხაძის „ანტონინო და დავითი“), თუმცა საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანია, სხვებსაც მოუსმინო და ბევრი რამ გამოსცადო.
ჯემალ ქარჩხაძე მოცემულ პრობლემებზე საინტერესოდ საუბრობს თავის ნაწარემოებებში. მიუხედავად იმისა, რომ იგი მე-20 საუკუნის მწერალია, მისი შემოქმედება ძალიან თანამედროვეა. გამოვარჩევდი „ქარავანს“, რომელშიც აღწერილია ყველასგან განსხვავებული აბელის ცხოვრება. ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ იზრდება და ეძიებს საკუთარ თავს. მის გარშემო ვხვდებით ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულების მქონე პერსონაჟებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით მთავარი პერსონაჟის ჩამოყალიბებაში.
ერთ-ერთი, ჩემთვის მეტად საინტერესო, პერსონაჟია გედეონ რევია, განსწავლული კაცი, რომლის ბიბლიოთეკა ქალაქში ყველასთვისაა ცნობილი. მან კაცის დანიშნულება ეძება და საკუთარი თეორია ჩამოაყალიბა: „ადამიანს არავითრი დანიშნულება არა აქვს. უბრალოდ, სიცოცხლის იმპულსი აქვს, რომელიც გარდაუვალია და ამიტომ დანიშნულების ძიების სურვილს ბადებს“. გედეონი გონიერი კაცის ნათელი მაგალითია, მისი ცხოვრების საზრუნავს წიგნები და მხოლოდ წიგნები წარმოადგენს.
მას არ ეთანხმება და უპირისპირდება ქალაქის ცნობილი ქურდი უკლიბა: „კაცი უპირატესობისთვის იბრძვის და სწორედ ეს არის სიცოცხლის იმპულსი“. მოცემული დებულების დასადასტურებლად შეგვიძლია თამაში მოვიყვანოთ: თითოეული ჩვენგანი ვცდილობთ პირველობას. ცხოვრებაც თამაშივითაა, გვინდა სხვებზე უკეთესნი ვიყოთ სილამაზეში, ცოდნაში, სისწრაფეში, ცუდ საქმეიშც კი. ამ იდეის ავტორი საქმით მთელ სახელმწიფოს უმტკიცებს თავის უპირატეობას. ქურდობს, არღვევს კანონს, დაპატიმრებული ციხიდან უპრობლემოდ თავისუფლდება, კვლავ უბრუნდება ჩვეულ ყოფას და ანახებს თავის უპირატესობას საზოგადოებასაც და სახელმწიფოსაც.
უკლიბას მოსაზრება გედეონის მოსაზრებასთან შედრებით უფრო ნათელი და მარტივია, მისი დანახვა ყოველდღიურობაშიც კარგად შეიძლება. გედეონის თეორემა პარადოქსულ განცდებს ბადებს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ზემოხსენებულ დებულებებში იხატებიან საკუთარი ინტერესებით დატყვევებული და საკუთარი თავისთვის მცხოვრები პერსონაჟები.
არსებობენ ადამიანები, რომლებიც არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვისთვის, საქვეყნო ინტერესებისთვის ცხოვრობენ. მაგალითად, ილია ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი მოგვიწოდებდნენ საქვეყნო და საკაცობრიო ფიქრისაკენ, ზრუნვისაკენ წვლილის შეტანისკენ ქვეყნის მომავლისა და ერის განათლებაში. თუმცა ალბათ დამეთანხმებით, რომ დღესდღეობით პატრიოტიზმი იშვიათად თუ გვხვდება. სწორედ ეს ცხადყოფს, თუ რამდენად ახლოსაა ქარჩხაძის ლიტერატურა თანამედროვეობასთან.
თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ უკლიბას თეორემა ეყრდნობა ჩვენს ყოველდღიურობას. თითოეული ჩვენგანი იბრძვის პირველობისთვის, საკუთარი თავის წარმოჩენისთვის. „ჩვენი ცხოვრება, ხომ ის არის, რასაც ჩვენ მასზე ვფიქრობთ”.