საკუთარი თავის აღმოჩენისა და იდენტობის ფორმირების დრო
სტატიის ავტორი: ანანო მეგრელიშვილი
სწავლების საბაზო საფეხური მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია მოზარდის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს დაგროვილი ცოდნა თუ შეძენილი უნარები მას სამომავლო პერსპექტივების დანახვას უადვილებს და საკუთარი თავის, საკუთარი ინტერესების შეცნობაში ეხმარება. სწორედ ამიტომ აიბი მთიების საბაზო სკოლა მუდმივად ცდილობს, მოერგოს მოზარდის ინტერესებსა და საჭიროებებს. შესაბამისად, სააღმზრდელო საქმიანობის პრიორიტეტული საკითხია ასაკზე მორგებული, საინტერესო და სახალისო, სასწავლო-შემოქმედებითი გარემოს შექმნა, სადაც მოზარდი აქტიურად არის ჩართული.