ავტორი: გვანცა ფხალაძე
მათი რასა ადამიანებს ასეულობით წლის მანძილზე იცავდა და ასეც გაგრძელდებოდა სკაკგარდს თავისი მზაკვრული გეგმა, რომ არ გამოეღვიძებინა.
– ყველანაირი გაერთიანება თუ ლეგიონი ეშმაკისეულია.- მოულოდნელად თქვა ჰადესმა.
– ჩვენც ლეგიონი ვართ.- უპასუხა მანიფესმა
– ზუსტად.
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს.
– გთხოვ მითხარი, რომ სკაკგარდის შეშლილ იდეას ადამიანების დამონებაზე არ ეთანხმები.
– რათქმაუნდა არა.
– აბა, რა იგულისხმე.
– უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენი საქმე სრულიად უაზროა, დასასრული არ უჩანს.
– უაზრო?
– ხო უაზრო. მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ
– ამას როგორ ამბობ, ეს ხომ ჩვენი მოვალეობაა.
– და მათი მოვაეობა რა არის?
– ეს ჩვენ არ გვეხება.
– არ ვამბობ, რომ უნდა დავიმონოთ ან სულაც გავანადგუროთ მათი მოდგმა, უბრალოდ – აჯობებს განცალევებით ვიცხოვროთ და მათი არეული საქმმეები მათ დავუტოვოთ.
– უკვე გითხარი, წესრიგი ერთადერთი რამაა რაც ამ სამყაროს არეულობისა და ქაოსისგან იცავს.
– სამყარო უკვე დიდი ხანია ქაოსისა და არეულობის ბნელ ღრუბელშია გახვეული.- ჰადესი წამოდგა და კაბინიდან გავიდა. მანიფესმა ამოიოხრა და სკაკგარდის მოსაძებნად წავიდა. ძმა მალევე იპოვა. ჩაბიქრებული იჯდა სკამზე, ბაღის შუა გულში და უსასრულობას გაჰყურეებდა.
– სკაკკგარდ.
– ო, ვინ გადაწყვიტა ჩემი მონახულება?- ირონიულად გაიღიმა და ქერა თმა მხარზე გადაიყარა.
– აქ დიდ დროს ატარებ. შენზე ვღელავ.
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.
– ცდილობ მზრუნველი და გახდე?
– არ ვცდილობ. გულწრფელად ვღელავ. აქ ზიხარ, სიბნელეს უყურებ და არაფერს ამბობ.
– როცა რაღაც ვთქვი, ციხეში გამომკეტეთ.
– ციხეში?
– ხო ამას ციხე ჰქვია.
– უნდა გესმოდეს რაც ჩაიდინე.
– შემახსენე რა ჩავიდინე.
– შენს გამო უამრავი ადამიანი დაიხოცა.
– რა ჩემი ბრალია თუ სულელები არიან. მცირე ბიძგი სჭირდებათ და მაშინვე ერთმანეთს – ესხმიან თავს.
მანიფესი გაჩუმდა.
– თანაც მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
– რა მოვალეობას? ბოროტების თესვას?
– მაპატიე, რომ ომის განსახიერება ვარ, ბოდიში, რომ ესაა ჩემი საქმე.
– სწორედ ამიტომ ხარ აქ.
– შენ კი თავისუფალი ხარ, ქალბატონო მშვიდობავ.
– შენი ბრალი არაა უბრალოდ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლო.
– მისმინე, შენმა ძვირფასმა ადამიანებმა მადლობა უნდა მითხრან. ომის გარეშე ასე განვითარებას ვერ შეძლებდნენ.
– სისულელეა.
– სამყარო ისეთი იდეალური არ არის როგორიც გგონია. ომი მშვიდობის გარეშე არ არსებობს და არც მშვიდობა ომის გარეშე. ამიტომაც ვართ და-ძმანი.- სკაკგარდმა გაიღიმა და წამოდგა.
– სად მიდიხარ?
– ძველი მეგობრები უნდა მოვინახულო.
– მაინც არაფერი გამოგივა.
– მართლა?
– ხო.
– მაშინ მითხარი, რატომ ირჩევენ ადამიანები ბოროტებას, ტყუილს და ომს?
– მე…
– პასუხი ზუსტად იცი, ისინი უბრალოდ ასეთები არიან.
მანეფისი აღელვებული მიუყვებოდა კიბეს, იცოდა მისი ძმა მანამ არ მოისვენებდა, სანამ ადამიანთა მოდგმას არ გააცამტვერებდა. რატომღაც ბრძოლისთვის მზად იყო.
მეორე დღეს ყველაფერი ისე მოხდა როგორც გოგონა ვარაუდობდა. სკაკგარდმა ერთმანეთს დაუპირისირა ადამიანები და მანეფისიც დუელში გამოიწვია. და-ძმის ეპიკურ ბრძოლას ყველა მოუთმენლად ელოდა. არენაზე მეტოქეები გამოჩნდნენ. და თეთრ ფერში შემოსილიყო, ძმა კი წითელში. პირველი ნაბიჯი სკაკგარდმა გადადგა და მანეფისს შეუტია. ჰაერი ჩაიხუთა. მაყურებელს სუნთქვა ერთიანად შეეკრა. არენაზე მხოლოდ ხმლების შერკინების ხმა ისმოდა. ბოლო ნაბიჯიც სკაკგარდმა გადადგა. ძირს დაგდებულ მანეფისს ყელზე ხმალი მიაბჯინა.
– არ მოგკლავ, დაგინდობ.
– შენ რა იცი შენდობა რა არის.- კბილებში გამოსცრა გოგონას.
– ადექი.
მანეფისი ააყენეს და სკაკგარდის ყოფილ საკანში ჩასვეს. სამყარო ცეცხლის ალში გაეხვია. სკაკგარდს კი ასეთი ძალა დიდი ხანია აღარ ეგრძნო. მანიფესი საკანში მჯდომი ყველაფერში საუთარ თავს ადანაშაულებდა, სინამდვილეში კი ადამიანებმა აირჩიეს მათი ბედი. როგორც ყოველთვის ისინი შეცდნენ.