თბილისი ისტორიული საიდუმლოებით სავსე ქალაქია, ჩვენი მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “თბილისური ხედვა” კი ამ საიდუმლოებების პოვნაში დაგეხმარებათ.
ჯგუფის მიზანი იყო, გვეპოვა ქართული კინომემკვიდრეობის ლოკაციები და ამისათვის შევარჩიეთ რამდენიმე ფილმი. შეუმჩნევლად ვერ ჩავუვლიდით “მხიარული რომანის” აივანს, საიდანაც დღესაც ჟღერს ხათუნა კოტრიკაძის მიერ შესრულებული გოგი ცაბაძის “იმღერე რამეს” ჰანგები. შემდეგი გაჩერება “ვერის უბნის მელოდიები” იყო. მოვინახულეთ ბეთლემის აღმართი და ლეგენდარული კიბე, სადაც ცქრიალა მარო ჩამოირბენს. არაერთი საკულტო კადრი აქვს ნაჩუქარი ამ ფილმს და ჩვენი მოტივაციაც ეს იყო, რომ გენახათ როგორ ინახება კულტურული მნიშვნელობის ადგილები დღეს. გულგრილად ვერ დავტოვებდით “ვერის უბნის მელოდებთან” ახლო მყოფ ლოკაციას, შენობას, რომელზეც “ღიმილის ბიჭების” სახელებია დატანილი. დროით წაშლილი, მაგრამ ოდნავ შემორჩენილი ორი სახელის ფრაგმენტიც კი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტეთ ის ჩვენი შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნაწილი ყოფილიყო. იმედი გვაქვს, ჩვენი თვალით დანახული თბილის-ქალაქი ისეთივე ლამაზია თქვენთვისაც.