სტატიის ავტორი: მარიამ მუჯირიშვილი
,,რომის იმპერია განადგურებულია, მაგრამ საქართველო არსებობას მაინც განაგრძობს“. ფრაზის ავტორი, მისი წარმომავლობა ჩვენთვის ცნობილი არაა, მაგრამ საქართველოში ხშირად მოისმენთ. მოცემული ციტატა საზოგადოების სიამაყის გამომხატველი უნდა იყოს, ხაზს უსვამს უძველესი დროიდან სახელმწიფოებრიობის უწყვეტობას. დღესდღეობით თითოეული ქართველი ამაყობს დემოკრატიული ქვეყნით.
1989-1992
1989-1992 წლებს საქართველოს ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს არის მთელი საქართველოს მასშტაბით ეროვნულ – განმათავისუფლებელი ბრძოლის პერიოდი. აქვე ისმის კითხვა, თუ რა შეცდომები შეიძლება დაშვებულიყო ამ წლებში? რადგან მას შემდეგ 30 წელი გავიდა და მაინც ქვეყნა კვლავ დაუცველია და ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას. თუკი ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს მნიშვნელოვანი დღეები და ლიდერები, რომელთაც უდიდესი წვლილი მიუძღვით რუსეთის მიერ 1921 წელს წართმეული დამოუკიდებლობის აღდგენისთვის ბრძოლაში.
1991 წლის მარტში დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა, განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებმა ეს არა სახელმწიფოს შექმნის კამპანიად აქციეს, არამედ თითოეული ქართველის კეთილდღეობისათვის ბრძოლად.
1991-დამოუკიდებლობის აქტი (1918, როგორც სიმბოლო)
1991 წელს დამოუკიდებლობის ხელახლა გამოცხადებისას, 1918 -მა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა, ამ წელს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რომლის არსებობაც, სამწუხაროდ, ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ბოლშევიკებმა საქართველო მთლიანად გაანადგურეს, ერი დაეცა და საქართველოში წითელი დროშა აფრიალდა. ქართველი ისტორიკოსი ბექა კობახიძე ფიქრობს, ყველა ერს სჭირდება სიმბოლოები სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოსაყალობებლად. ასეთი სიმბოლური მნიშვნელობა შეიძინა ქართველისათვის 1918 – მა წელმა.
1989 წლის 9 აპრილი: გადამწყვეტი მომენტი
საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მოვლენა 9 აპრილის ტრაგედია გახლავთ, ამ მოვლენამ 25-მდე ადამიანის სიცოცლლე იმსხვერპლა. ქართველების უმეტესობა დარწმუნდა, რომ საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა უნდა გაეწყვიტა. ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას წინამძღოლობით თბილისის ცენტრში მშვიდობიანი აქციები გაიმართა. თავდაპირველად, პროტესტი მიმართული იყო მოსკოვის მმართველობის წინააღმდეგ. საქართველოს ხელისუფლება 8-9 აპრილის ღამეს მომიტინგეებს დაშლისაკენ მოუწოდებდა, თუმცა არავინ დამორჩილდა . . . თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა ჯარები შემოვიდნენ, დახოცეს მომიტინგეები, დაღუპულთა უმეტესობა ქალი იყო.
კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით, ქართველთა უმეტესობა ამ დღეს ტრაგედიად მიიჩნევს. 9 აპრილის შემდეგ რუსეთი ცდილობდა, ეს დღე წარმოეჩინა არა წინააღმდეგობის განზრახ ჩახშობის მცდელობად, არამედ მთავრობის არასწორი გადაწყვეტილებების შედეგად. მიზანი კი ის გახლდათ, რომ პასუხისმგებლობა საბჭოთა ცენტრალური მთავრობის ნაცვლად დაკისრებოდა საქართველოს მთავრობას. მერაბ კოსტავა მრავალგზის აფიქსირებდა საკუთარ აზრს საზოგადო პრობლემებზე. მაგალითად, ცალსახად წარმოგვიჩენდა საკუთარ აზრს მეცხრამეტე საუკუნის გათითოკაცებულ საქართველოზე, გვესაუბრებდა იმ მიზეზებზე, რომლებმაც საქართველო ამ მდგომარეობამდე მიიყვანეს, 9 აპრილიც ერთ-ერთი ის მოვლენა გახდა, რომელზეც მერაბ კოსტავა გვესაუბრება და მიაჩნია რომ ამ დღეს, მსხვერპლშეწირვისთვის მზადყოფნა პოზიტიური განწყობილების მატარებელი უნდა ყოფილიყო.
ამ ამბების შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა და მაინც მთავარ საფიქრალს წარმოადგენს, დასრულებულია, თუ არა ქვეყნის ეროვნული გამთლიანება. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კითხვა პასუხგაუცემლად რჩება, მთავარი ნარატივიც უცვლელია და კვლავ ორიენტირებულია ქვეყნის უსაფრთხოებაზე.
და ბოლოს შევეხოთ თემას , რომელზეც მრავალ ქართველს გული შესტკივა, ეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორეიების, კერძოდ, აფხაზეთისა და ოსეთის ოკუპაციაა, რომელიც განაპირობებს საქართველოს უწყვეტ ლტოლვას ევროკავშირში ინტეგრაციისკენ. მართლაც, ევროკავშირის კანდიდატის სტასუსის მოპოვების სურვილი, დღესდღეობით, საქართველოში ყველაზე აქტუალური თემაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს პოლიტიკური ფორმულა, რომელიც გულისხმობს დამოუკიდებლობის განმტკიცებით ქვეყნის სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას.