
სტატიის ავტორი: მარიამ ლაგვილავა
ცნობილია, რომ მეფეთათვის უჩვეულო არ იყო რამდენჯერმე ქორწინება. ვახტანგ გორგასალი ორჯერ იყო დაქორწინებული, ბალენდუხტსა და ელენეზე. ერეკლე მეორე – სამჯერ. რუსეთის იმპერატორ ივანე მრისხანეს ერთდროულად რვა კანონიერი ცოლი ჰყავდა, არაკანონიერზე კი არსებობს ჭორები, მაგრამ არა ცნობები. ისტორიას მრავალი ასეთი მმართველი ახსოვს. სამეფო კარზე რამდენიმე ქორწინება და განქორწინება ნორმალური რამ იყო, მაგრამ გამორჩეული შემთხვევა მაინც ინგლისის მეორე ტიუდორი მეფე ჰენრი მერვეა.
ჰენრიმ ახალგაზრდა ასაკში მოიყვანა პირველი ცოლი კატერინა არაგონელი, რომელიც თავიდან მისი ძმის, არტურ ტიუდორის ცოლი იყო. პირველი ტიუდორი მეფის გარდაცვალების შემდეგ ჰენრიმ ტახტიც მიიღო და ცოლიც. ეს ჰენრის პირველი გატაცება იყო. მრავალი წარუმატებლობის შემდეგ, სამწუხაროდ, წყვილს ვაჟი არ ეყოლა და მხოლოდ ერთი ქალიშვილი მერი გაუჩნდათ. ჰენრიმ კატერინაში ინტერესი დაკარგა და ამის შესახებ აროსტოკრატიამაც შეიტყო. ამ მომენტის გამოყენება გადაწყვიტეს ბოლეინებმა და მეფის კარზე დები ბოლეინები გაგზავნეს. მერი ბოლეინი, უმცროსი ქალიშვილი იყო ჰენრის პირველი საყვარელი, მისგან ორი ბავშვიც ეყოლა, მაგრამ უფროსმა ბოლეინმა, ანამ, შეძლო მეფის ყურადღების მიპყრობა, ჰენრი დააჯერა, რომ მერისგან შეძენილი შვილები არ იქნებოდნენ ტახტის კანონიერი მემკვიდრეები, რადგან ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილან, ამიტომ ჰენრის მერი მალევე გადაავიწყდა. ამ დროის განმავლობაში კატერინა სასახლეში ცხოვრობს და ჰენრის ღალატს უძლებს. ანა ამბიციური აღმოჩნდა და დედოფლობა მოინდომა, გატაცებულმა ჰენრიმ კი კათოლიკურ ეკლესიას განქორწინება სთხოვა კატერინა არაგონელთან. აქედან შეიცვალა ინგლისის ისტორია. ეკლესიამ ჰენრის ზურგი აქცია, მაგრამ არც ამას შეუჩერებია მიზანდასახული ჰენრი, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი ეკლესია ჩამოეყალიბებინა და პირველ ცოლს ასე გაეყარა. დედოფალი ანა ბოლეინი გახდა და ის ანგლიკანური ეკლესიის რეფორმატორად აღიარეს. სამწუხაროდ, ანას კარმა ეწვია და დედოფალი კატერინას ბედი გაიზიარა. ბევრი მცდელობის შემდეგ არც ანას უჩნდებოდა ვაჟი და მასაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი ელიზაბეტი ეყოლა. სასოწარკვეთილმა ანამ შვება ძმის ნუგეშში ჰპოვა. ეს კი ჰენრიმ მის საწინააღმდეგოდ გამოიყენა და თავი მოჰკვეთა ინცესტის ბრალდებით. საინტერესოა, ვინ იყო ჭეშმარიტი სიყვარული, კატერინა, მერი თუ ანა? თუ სამივე მათგანი ჰენრის გატაცება იყო?
ინგლისის მეფის რომანები აქ არ დასრულებულა. ანას სიკვდილიდან რამდენიმე თვეში მან ჯეინ სიმური შეირთო ცოლად. გადმოცემების მიხედვით, ის იყო ერთადერთი ქალი, რომელიც ჰენრის უყვარდა, მაგრამ იქნებ ეს სიყვარული მადლიერება იყო იმ ფაქტის მიმართ რომ ჯეინი იყო ერთადერთი ცოლი, რომელმაც ვაჟი გაუჩინა? არც ეს შეერგო ჰენრის და ჯეინიც და შვილიც ერთი კვირის სხვაობით დაკარგა.
ვერც აქ გაჩერდებოდა ინგლისის მეფე, რადგან ლოგიკურად მას მემკვიდრე არ ჰყავდა. ამიტომ მან გერმანელი არისტოკრატი ანა კლეველი მოიყვანა ცოლად. მათი ცოლქმრობა დიდხნიანი არ იყო. ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ და ამის გამო ანამ ჰენრიმ მონასტერში გაუშვა და მასთანაც, როგორც პირველ ცოლთან, განქორწინდა. აქედან გამომდინარე, ანა კლეველი მისი ნამდვილი სიყვარული ვერ იქნებოდა. უკვე შუახნის ჰენრი მოიხიბლა კეტრინ ჰოვარდით, ჩვიდმეტი წლის ქარაფშუტა გოგოთი. კეტრინი თავქარიანი და ბავშვური იყო. ჰენრის კი გართობა და ვნება ენატრებოდა, ამიტომ ცოლად შეირთო. ინგლისის მეფემ ის კი ვერ გაითვალისწინა, რომ თავად უკვე აღარ იყო გართობის ასაკში, კეტრინი კი სიცოცხლეს მოწყურებული იყო. ამასთანავე სამეფო კარზე უამრავი ახალგაზრდა, მომხიბვლელი ბარონი იყო, ამიტომ კეტრინი გრძნობას აჰყვა და საყვარელთან ერთად გაქცევა დააპირა. ჰენრიმ ამის შესახებ გაიგო და სიკვდილით დასაჯა. კეტრინი მხოლოდ ვნების ნატამალი და ახალგაზრდობის მონატრება აღმოჩნდა.
ბოლო ცოლი ჰენრიმ უკვე ხნიერმა მოიყვანა. მას სჭირდებოდა ვინმე გამოცდილი და დინჯი, ამიტომ უკვე ორჯერ გათხოვილი კეტრინ პარი შეირთო ცოლად. კეტრინთან დიდი ხანი ყოფნა ვერც მოასწრო, ინგლისის მეფე მალევე გარდაიცვალა, უსიყვარულოდ და უმემკვიდროდ. კეტრინიც არ იყო ცხოვრების სიყვარული, უფრო საჭიროება. ვინ უყვარდა ინგლისის მეფეს? ვინ იყო მისი საბედისწერო ქალი? იქნებ ის ორი ქალიშვილი, რომლებიც პირველი ორი ცოლისგან შემორჩა. მერი, იგივე როგორც სისხლიანი მერი, რომელიც პროტესტანტებს დევნიდა და ათასობით ადამიანი ამოწყვიტა და ელიზაბეტი, ელიზაბეტ პირველად ცნობილი, პირველი ქალი ინგლისის ტახტზე და ბოლო ტიუდორი. ელიზაბეტი იყო ტიუდორთა დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი, ის აღმოჩნდა ჰენრის საბედისწერო ქალი.