
სტატიის ავტორი: გიორგი მაისურაძე
ჰამურაბის კანონები (დაახლ. ძვ.წ. 1754) არის ძველი მესოპოტამიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამართლებრივი კოდექსი. იგი შემოიღო ბაბილონის მეფემ ჰამურაბმა და უძველესი, სრულად შემონახული სამართლის კოდექსია. ეს კანონთა კრებული შეიცავს დაახლოებით 282 კანონს და დაწერილია აქადური ენით. მისი ძირითადი მიზანი იყო სამართლიანობის დამკვიდრება და ყველა მოქალაქის დაცვა.
ძირითადი მახასიათებლები:
1. „თვალი თვალის წილ-კბილი კბილის წილ“: ეს ნიშნავს, რომ დანაშაულის ჩამდენი ზიანს მიიღებდა ისეთივე სიმძიმით, როგორი ზიანიც მან მიაყენა სხვას, მაგალითად, თუ ვინმე თვალს დაკარგავდა, მასთან შესაბამისი ზიანი მიადგებოდა დანაშაულის ჩამდენსაც.
2. სოციალური იერარქია: კანონები მკაცრად ითვალისწინებდა სოციალური კლასების (მთავარი, თავისუფალი მოქალაქე და მონა) განსხვავებას, რაც აისახებოდა დასჯისა და კომპენსაციის ფორმებსა და სიმკაცრეში.
3. ეკონომიკური ურთიერთობები: კანონები ეხებოდა ვაჭრობას, მიწის საკუთრებას, ვალების საკითხებსა და კონტრაქტებს, რაც ხელს უწყობდა ეკონომიკური სტაბილურობის დამკვიდრებას.
4. ოჯახური და მემკვიდრეობითი სამართალი: კანონები არეგულირებდა ქორწინებას, განქორწინებას, ბავშვების მემკვიდრეობით უფლებებსა და ოჯახურ დავებს.
ჰამურაბის კანონები ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი წარმოადგენენ ერთ-ერთ პირველ დაწერილ სამართლებრივ კოდექსს, რომელმაც გავლენა იქონია შემდგომი ეპოქების სამართლებრივ სისტემებზე. შესაძლოა, დღევანდელი გადმოსახედიდან ეს კანონები სისასტიკედ მოგვეჩვენოს, თუმცა ძვწ. XVIII საუკუნისათვის ის საკმაოდ ინოვაციური ცვლილება იყო. დამნაშავე ისჯებოდა საკუთარი დანაშაულის შესაბამისად.
ზოგადად, სამართლებრივი სისტემები გავლენას ახდენენ, როგორც მომავალ სამართლებრივ სისტემებზე, ასევე მომავალ თაობებზე, და ეს კი მოქმედებს ადამიანის ფორმირებაზე.