„ცხიმიანი ღვიძლი“ ფრანგულად – ფუა-გრა, არის ძვირად ღირებული დელიკატესი. იგი მზადდება იხვის ან ბატის ღვიძლისგან, რომელიც ცნობილია თავისი მდიდარი არომატით. მისი წარმოშობის ადგილად ძველი ეგვიპტე მიიჩნევა, სადაც დაიწყო ფრინველების იძულებითი გამოკვება ღვიძლის ზომის გაზრდისათვის. ეს პრაქტიკა დაიხვეწა საფრანგეთში და ფუა გრა ძვირადღირებული სუფრის, ძირითად ელემენტად აქცია.
წარმოების პროცესი, ე.წ „გავაჟი“, მოიცავს ფრინველების იძულებით კვებას ღვიძლის გასაზრდელად. ამ მეთოდმა გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. ცხოველთა უფლებების დამცველებმა ეს პროცესი მიიჩნიეს სისასტიკედ, კალიფორნიაში, ნიუ-იორკში, დიდ ბრიტანეთსა და ინდოეთში ფუა-გრას დამზადება აიკრაძალა.
მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ფუა-გრა რჩება ძვირფას დელიკატესად მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, სადაც ის ღრმად არის ფესვგადგმული კულინარიულ ტრადიციაში. დისკუსია მის წარმოებაზე გრძელდება. მთავარი მოთხოვნაა კულტურული მემკვიდრეობა შეესაბამებოდეს ცხოველთა კეთილდღეობის თანამედროვე სტანდარტებს.
მას ძირითადად მირთმევენ თეთრ ღვინოსთან ან შამპანურთან ერთად.