
სტატიის ავტორი: სოფი ურიდია
ზიგმუნდ ფროიდი
ფროიდი ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქოანალიტიკოსი იყო, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. მისი აზრით, ადამიანის ქცევა და ფსიქიკური პროცესები განისაზღვრება არაცნობიერის მიერ, რომელშიც განდევნილი სურვილები და კონფლიქტები ინახება. ფროიდმა შემოიტანა ისეთი ცნებები, როგორებიცაა: იდი, ეგო და სუპერეგო, რომლებიც ფსიქიკის სტრუქტურას აღწერენ.
“ბედნიერება მხოლოდ ბავშვობის ოცნების ასრულებას მოაქვს!” ზიგმუნდ ფროიდი.
კარლ გუსტავ იუნგი
იუნგი შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტია, რომელიც თავდაპირველად ფროიდის მოწაფე იყო, თუმცა მოგვიანებით საკუთარი ანალიტიკური ფსიქოლოგია შექმნა. მისი აზრით, ადამიანის ფსიქიკა მოიცავს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ არაცნობიერს, რომელიც საერთო ადამიანურ გამოცდილებებსა და სიმბოლოებს შეიცავს. იუნგმა შეიმუშავა ინდივიდუალიზაციის კონცეფცია, რომელიც გულისხმობს პიროვნების სრულყოფასა და თვითრეალიზაციას.
“შენი ხილვა მხოლოდ მაშინ იქნება უფრო ნათელი, თუ შეძლებ ჩაიხედო საკუთარ გულში.” კარლ გუსტავ იუნგი.
ერიხ ფრომი
ფრომი გერმანელი ფსიქოანალიტიკოსი და სოციალფილოსოფოსი იყო, რომელიც ადამიანის თავისუფლებისა და სოციალური კონტექსტის მნიშვნელობას აღიარებდა. მისი აზრით, თანამედროვე საზოგადოება ადამიანის განცდას იზოლაციისა და უცხოობის შესახებ ქმნის. ფრომი ამტკიცებდა, რომ ადამიანი უნდა გახდეს ის, ვინც შეუძლია რომ გახდეს, და ამისთვის საჭიროა პიროვნული ზრდა და სოციალური პასუხისმგებლობა.
“სიყვარული ერთადერთი გონივრული და დამაკმაყოფილებელი პასუხია კითხვაზე, თუ რატომ არსებობს კაცობრიობა.” ერიხ ფრომი.
აბრაამ მასლოუ
მასლოუ ამერიკელი ფსიქოლოგი იყო, რომელიც ცნობილია იერარქიული საჭიროებების თეორიით. მისი აზრით, ადამიანებს აქვთ სხვადასხვა დონის საჭიროებები, დაწყებული ფიზიკური მოთხოვნილებებიდან (მაგალითად, საკვები, წყალი) და დამთავრებული თვითრეალიზაციის საჭიროებით, რომელიც პიროვნების სრულყოფას გულისხმობს. მასლოუ ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ქვედა დონეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ ხდება უფრო მაღალი დონეების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.
“ადამიანი არ არის მხოლოდ ის, რაც ის არის; ის არის ის, რაც ის შეიძლება გახდეს.” აბრაამ მასლოუ.
ჩვენ დღემდე ვსაუბრობთ ფსიქოლოგიურ თეორიებზე, როგორებიცაა ფროიდის, იუნგის, ფრომის და მალსოუს ხედვები, რადგან მათი მუშაობა ფსიქოლოგიის ისტორიაში დიდად გამოირჩევა. მათი იდეები ხშირად ეხმარება თანამედროვე ფსიქოლოგებსა და თერაპევტებს თეორიულ და პრაქტიკულ საქმიანობაში. საინტერესოა მათი იდეების გაანალიზება და მათი შესაბამისობის გააზრება თანამედროვე კვლევებთან.