ფრანჩესკო კაპრიო (დაბადებული 1936 წლის 24 ნოემბერს) არის ამერიკელი ყოფილი მოსამართლე და პოლიტიკოსი, რომელიც მსახურობდა პროვიდენსის მუნიციპალური სასამართლოს მთავარ მოსამართლედ, როუდ აილენდის შტატში და როუდ აილენდის უმაღლესი განათლების მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ. მისი სასამართლო საქმიანობა ტელევიზიით არის გადაცემული გადაცემაში “Caught in Providence”. ის ასევე გამოჩნდა სერიალში “პარკინგის ომები”, სადაც განიხილა საგზაო მოძრაობის დარღვევების რამდენიმე საქმე. ფრანჩესკო ხალხმა იუთუბის მეშვეობით გაიცნო, სადაც ატვირთულია მისი ზოგიერთი სასამართლო პროცესი.იგი მოედო მთელს მსოფლიოს და გახდა ცნობილი მისი ემპათიითა და ლმობიერებით. ერთ-ერთი მათგანი იყო ვიდეო სასამართლო პროცესისა, რომელიც ჩატარდა იმის გამო, რომ 96 წლის მამას თავისი 63 წლის სიმსივნიანი შვილი მიჰყავდა სისხლის ანალიზებზე და ცნობით იგი სკოლის ახლომდებარე ტერიტორიაზე დაშვებულ ნორმაზე სწრაფად მიდიოდა. ამ პროცესის დროს ჩანს მოსამართლის ნამდვილი სახე, მისი სიკეთე და ხალხისადმი პატივისცემა.