
სტატიის ავტორი: სოფი ურიდია
რა გავლენას ახდენს სოციალური მედია თვითშეფასებაზე?
სოციალური მედია ცხოვრების არასრულყოფილების განცდას იწვევს. ის აძლიერებს ადამიანის ეჭვებს, რომ ის ვერ ცხოვრობს ან ვერ გამოიყურება ისე, როგორც ეს სოცმედიაში მიღებულ სტანდარტებს შეეფერება. ეს მოქმედებს ადამიანის თვითშეფასებაზე და თრგუნავს მას. სოცმედიაში მოწონებების და კომენტარების რაოდენობა “განსაზღვრავს” ადამიანს, რაც ანგრევს პიროვნების თვითშეფასებას.
რომელ ასაკობრივ ჯგუფზე აქვს სოც.მედიას ყველაზე დიდი ზეგავლენა?
სოცმედიის „მსხვერპლნი“ მოზარდები, 13-დან 24 წლამდე, ასაკობრივი ჯგუფია. ამ ასაკში კი იდენტობა ყალიბდება და ადრეული სოცმედიის გავლენა, მათზე უარყოფითად მოქმედებს. ეს ზრდის, კიბერბულიმნგის რისკს, რაც ანგრევს ადამიანის, მითუმეტეს, მოზარდის თვითშეფასებას და ამახინჯებს მის ფსიქიკას.
შესაძელებელია თუ არა სოცმედიას ჰქონდეს დადებითი გავლენა?
სოცმედიას ნამდვილად შეუძლია დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, თუ მას სწორედ გამოიყენებს. უპირველესად, სოცმედია ეხმარება ადამიანს პოზიტიური კავშირების დამყარებას, მხარდაჭერისა და თანაგრძნობის გაძლიერებაში. სოცმედიისგან შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია და ავიმაღლოთ ცნობიერება. ასევე სოცმედია საშუალებას იძლევა მივიღოთ ცოდნა და აღმოვაჩინოთ ახალ-ახალი შესაძლებლობები ჩვენში, რაც მხოლოდ მისი სწორი და ზომიერი გამოყენების შემთხვევაშია შესაძლებელი.
როგორ გავლენას ახდენს სოც.მედია პოპულარულ ფიგურებზე („ინფლუენსერებზე“)?
ზოგიერთი პოპულარული ფიგურისთვის სოცმედია უმთავრეს როლს თამაშობს, რადგან მათი შემოსავალი პლათფორმებზეა დამოკიდებული, რაც როგორც დადებითად, ისე უარყოფითად აისახება მათზე, როგორიცაა: პროფესიული კუთხით განვითარება და შემოსავალი, თვითგამოხატვა, კომპანიებთან თანამშრომლობა და სხვა მაგრამ ნეგატიური მხარეებიც ბევრია: ისინი ხშირად ებრძვიან სოციალურ ზეწოლას, მუდმივ კონკურენციას, აუდიტორიის არაჯანსაღ კრიტიკას და სხვა. მათთვის მთავარია, იპოვნონ ბალანსი და სტრესს გაუმკლავდნენ.
როგორ აისახება სოცმედიის გაუკონტროლებელი გამოყენება ადამიანის მუშაობის ხარისხზე?
სოცმედიის გაუკონტროლებელმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის პროდუქტიულობა გააუარესოს, რაც გამოიხატება როგორც დროის უაზრო გაფლანგვაში, პრიორიტეტების დარღვევაში, დასახული მიზნებისკენ სწრაფვის გაქრობაში, კონცენტრაციისა და მოტივაციის დაკარგვაში, ემოციური და მენატალურ დაღლილობაში, კრეატიულობის უნარის შემცირებასა და სხვა. მთავარია დროისა და რესურსების მართვა ისე, რომ სოციალური მედიის გავლენა მინიმუმამდე შემცირდეს, რათა გაძლიერდეს პროფესიული ეფექტურობა და ხარისხი.
და მაინც, თქვენი აზრით, რატომ უკავია სოცმედიას ამხელა ადგილი ჩვენს ცხოვრებაში?