1995 წელს სკოლამ მიიღო მოსწავლეთა პირველი ნაკადი. მას “მთიები”, ამომავალი ვარსკვლავი, კეთილშობილ ქალთა და ვაჟთა პანსიონი ეწოდა. კლასებიც ასე იყო დაკომპლექტებული გოგონების და ვაჟების ცალ-ცალკე. ამგვარი მიდგომა გულისხმობდა გოგონებისა და ვაჟების ფსიქოლოგიურ თავისებურებებსა და საჭიროებებს.
„სახელმწიფო სკოლაში 10 წლიანმა საქმიანობამ მომცა იმპულსი შემექმნა კერძო სკოლა და ყველა ჩემი იდეა ჩემს სკოლაში განმეხორციელებინა. იმჟამად საქართველოში კერძო სკოლები არ არსებობდა. პირველად საქართველოში სამმა კერძო სკოლამ ავიღეთ ფუნქციონირების დამადასტურებელი საბუთი.“ – იხსენებს სკოლის გენერალური დირექტორი ქალბატონი ნინო ჩიკვაიძე.
აიბი მთიებმა დაისახა მიზანი: ახალგაზრდებს მისცს კარგი განათლება და პიროვნული განვითარების შესაძლებლობები, ასევე დაეხმაროს შრომის ბაზარზე პროფესიული პერსპექტივების დასახვაში. მზარდი ინტერესის შესანარჩუნებლად ყურადღება გავამახვილოთ ხარისხზე: შევაფასოთ ჩვენს წარმატება, მივიღოთ გამოწვევები და გადავდგათ საჭირო ნაბიჯები შემდგომი განვითარებისათვის.
მთიები ერთ-ერთი პირველი იყო, სადაც ისწავლებოდა საგანი „ეთიკა და ესთეტიკა“, სკოლამ შეიმუშავა საგნის სწავლების კონცეფცია დდა შექმნა საავტორო პროგრამა. საგანს ასწავლიდა ზინაიდა კვერენჩხილაძე.
სკოლა ორიენტირებული იყო აკადდემიურ ურთიერთობებზე, რომელიც ეფუძნებოდა ტრადიციულ ღირებულებებს, ამიტომაც მიმართვის ფორმად „ბატონო“ და „ქალბატონო“ იქნა მიღებული. სკოლის ფორმასაც კი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, ქართული დროშის ფერებით წარმოდგენილი (შინდისფერი, თეთრი, შავი).
ტრადიციული ღირებულებების უკეთ გაცნობიერების მიზნით, სკოლამ დააარსა „რაინდობის“ დღესასწაული, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ეს დღე დღემდე აღინიშნება.
მთიები ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც შექმნა Science-ის სასწავლო პროგრამა, რომელშიც ინტეგრირებული იყო საბუნებისმეტყველო საგნები.
მთიებს პირველობა აქვს, ასევე სკოლაში საამღზრდელო სამსახურის ჩამოყალიბებაში. სკოლამ შეიმუშავა სამსახურის კონცეფცია და სტრუქტურა, რომლის მიზანიც მოსწავლის აღზრდა, ასაკობრივი საჭიროებებისა და უნარების ხელშეწყობა იყო. სააღმზრდელო სამსახური სკოლაში დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს.
2008 წლიდან IB-სა და მთიებს შორის დაიწყო ბიზნესპარტნიორული ურთიერთობა. დღეს IB გერმანია და აიბი მთიები ძლიერი და საიმედო პარტნიორები არიან, მათ აქვთ საერთო ღირებულებები და ხარისხის სტანდარტები და განათლებისა და პედაგოგიკის საერთო ხედვები. აიბი მთიები არის საერთაშორისო თანამშრომლობის ბრწყინვალე მაგალითი და იგი ემსახურება პიროვნების მდგრად და გრძელვადიან განვითარებას.
აიბი მთიები 2008 წლიდან ხარისხის მართვის სისტემის მენეჯმენტის ISO 9001 : 2008 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელი გახდა.
2011 წელს შპს აიბი მთიებმა გაიარა ავტორიზაცია და მიეცა სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების სრული უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
2015 წლიდან აიბი მთიები ჯანდაცვისა და შრომითი უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემის OHSAS 18001 : 2007 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიკატის მფლობელია.
2015 წლიდან აიბი მთიების მოსწავლეები ქ. ნიუორკში, გაეროს მოდელირებული სამიტის საპატიო წევრები არიან.
2016 წლიდან აიბი მთიები ხარისხის მართვის სისტემის მენეჯმენტის ISO 9001:2015 უახლესი სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია;
2016 წელს აიბი მთიებმა გაიარა ავტორიზაცია და მიეცა სასწავლო და სააღმზრდელო პროგრამების განხორციელების სრული უფლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ.
2017 წელს აშენდა ახალი შენობა ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლისთვის.
2018 წლიდან აიბი მთიები ხარისხის მართვის სისტემის მენეჯმენტის და შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ISO 45001:2018 სტანდარტის საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია;
2018 წელს შვეიცარიის ბიზნეს რეიტინგების კავშირის მიერ გამარულ კონკურსში აიბი მთიები განათლების სისტემაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა ოქროს მედლით _ დარგის მუდმივი ლიდერი.
2018 წელს აიბი მთიების უმაღლესი სკოლის მოსწავლეების პირველმა ნაკადმა აიღო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2019 წელს აშენდა უწყვეტი განათლების სივრცე – ლიბრარიუმი. კიდევ ერთი კომფორტული გარმო მოსწავლეთათვის და თანამშრომელთათვის.
2020 წელს აიბი მთიებმა დაგეგმა და განახორციელა დისტანციური სწავლების სისტემა, რამაც განაპირობა სასწავლო პროცესის შეუფერხებლად გადასვლა ონლაინ რეჟიმზე.
2023 წელს აიბი მთიებმა დაიწყო მუშაობა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისთვის, რაც 2024 წელს წარმატებით განხორცილდა და აგრძელებს განვითარებას.
დღეს მთიები წაროდგენილია: დაწყებითი, საბაზო, ტრანზიტული და უმაღლესი სკოლებით.
დაწყებითი სკოლა მიზნად ისახავს მოტივაციის შექმნას, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, სამოსწავლო უნარების განვითარებას.
საბაზო სკოლის მიზანია ცალკეულ საგნობრივ დისციპლინებში ფაქტობრივი ცოდნის დაგროვება და შესაბამისი უნარების განვითარება, ცოდნის სისტემატიზაცია და მიღებული ცოდნის გამოყენება.
ტრანზიტული სკოლის აკადემიური პროგრამები ხელს უწყობს მოზარდის ინტელექტუალურ და ფსიქოემოციურ განვითარებას. უზრუნველყოფს სწავლების თანამედროვე მოდელებით გათვალისწინებულ მაღალი ხარისხის განათლებას.
ზოგადი განათლების უმაღლესი სკოლის სწავლების მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მომზადებას დარგობრივი დისციპლინების ღრმად და საფუძვლიანად შესასწავლად, დაეხმაროს, რაც შეიძლება მეტი გაიგოს არჩეულ პროფესიაზე თეორიული და პრაქტიკული სწავლების გზით. სკოლის კურიკულუმის სტრუქტურა მორგებულია საბაკალავრო განათლების ძირითად აკადემიურ დისციპლინებზე. მოსწავლეები სკოლაშივე ეცნობიან მათ მიერ შერჩეული ფაკულტეტების ძირითად დარგებს.
ამ პროცესს უზრუნველყოფს უმაღლესი სკოლისა და უნივერსიტეტის საქმიანი თანამშრომლობა, ბაკალავრიატის შერჩეული საგნების ადაპტირებული კურსებისა და დარგობრივი აკადემიური პროექტების ჩართვა მე-11-12 კლასების კურიკულუმში.
უმაღლეს სკოლას თბილისის უნივერსიტეტებთან ერთად შემუშავებული აქვთ პრეკალკულუსის, ეკონომიკის, ინჟინერიის. ეკოლოგიური ქიმიის, ასტრონომიის, კონსერვაციული ბიოლოგიის, ქვეყანათცოდნეობის, სამართლის საფუძვლების, აკადემიური წერის, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს ბაკალავრიატის შესაბამისი აკადემიური დისციპლინების საკვანძო საკითხებს. თითოეული სკოლის ასეთი კურიკულუმი უზრუნველყოფს უმაღლეს სასწავლებლებში ჩვენს კურსდამთავრებულთა ადვილად ინტეგრირებას შესაბამის საბაკალავრო პროგრამებში.