Close
  • მთავარი
  • სარედაქციო კოლეგია
  • არქივი

სარედაქციო კოლეგია

№6 ნომრის სარედაქციო კოლეგია

მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ ჟურალი შთაგონების შექმნაში და ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინე. წელს პირველად ვიყავი მთავარი რედაქტორი და გამსხვავებული კუთხით დავინახე ჟურნალზე მუშაობის პროცესი. აზრთა მიმოცვლა, სხვადასხვა თემის განხილვა, სტატიების წერა და მათი რედაქტირება ახალი უნარების განვითარებაში დამეხმარა. სასიამოვნო იყო ერთად მუშაობა საერთო მიზნისთვის და მიხარია რომ შთაგონებამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი ნამუშევრები საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა. იმედი მაქვს მკითხველიც ისეთი კმაყოფილი დარჩება ჩვენი შრომის შედეგით ,როგორც ჩვენ ჟურნალზე მუშაობით.

მარი სიმონიძე

მთავარი რედაქორი
ჟურნალზე მუშაობისას მივიღე უდიდესი გამოცდილება და ბევრი დადებითი ემოცია. სასიამოვნო მუშაობის პროცესთან ერთად გავიცანი ახალი ადამიანები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ფიქრები თუ იდეები. ჩვენ ჩვენი ენერგია და დრო ამ საქმეს დავუთმეთ,რაც ნამდვილად ღირდა, რადგან უფრო განვვითარდით და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ჟურნალი ,,შთაგონების” ისტორიაში.

ნინი ჭიჭინაძე

ისტორიის რუბრიკის ხელმღვანელი
ძალიან მიხარია, რომ ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში ვარ და იმის შანსი მომეცა,რომ ჩემს მეგობრებთან ასეთი საყურადღებო რამ გამეკეთებინა.ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სკოლის ჟურნალს, მიხარია,რომ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს განვიხილავთ ასეთი ინტენსივობით თითოეულ რუბრიკაში. ვფიქრობ,რომ ეს ნომერი ძალიან საინტერესო და შემეცნებითია მკითხველისთვის.

ნუცა ცირეკიძე

ფილოსოფიის რუბრიკის ხელმძღვანელი
ჟურნალზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, წლების განმავლობაში ვმუშაობ სკოლაში დაარსებულ ჟურნალ “შთა-გონრბა, თუმცა წელს პირველად ვარ სარედაქციო კოლექციის წევრი, რამაც სულ სხვა თვალით შემახედა ჟურნალის დაარსების და წარმოების პროცესზე, თუ რამხელა შრომა და მოთმინებაა საჭირო, ბავშვეებთან მუშაობამ დამარწმუნა იმაში, რომ ჟურნალი კიდევ დიდხანს გააგრელებს არსებობას. მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინს გადააჭარბა ,ბედნიერი ვარ რომ ამ პროცესში მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი.

მაშო სისვაძე

ლიტერატურის რუბრიკის ხელმღვანელი
ჟურნალზე მუშაობისას მივიღე უდიდესი გამოცდილება და ბევრი დადებითი ემოცია. სასიამოვნო მუშაობის პროცესთან ერთად გავიცანი ახალი ადამიანები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ფიქრები თუ იდეები. ჩვენ ჩვენი ენერგია და დრო ამ საქმეს დავუთმეთ,რაც ნამდვილად ღირდა, რადგან უფრო განვვითარდით და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ჟურნალი ,,შთაგონების” ისტორიაში.

ელენე ბურდილაძე

ფსიქოლოგიის რუბრიკის ხელმღვნელი
წელს გადმოვედი სკოლა-პანსიონ „აიბი მთიებში“, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება კი ჟურნალ „შთაგონებაში“ გაწევრიანება იყო. მიხარია, რომ იმ სივრცის ნაწილი ვარ სადაც შემიძლოა ჩემი ხედვები სხვებსაც გავუზიარო. როგორც მოდისა და დიზაინის რუბრიკის რედაქტორს, წელს განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქრისტეს სამოსის თემაზე მუშაობა. მოდა აქ მხოლოდ ტანსაცმელი არ იყო, ის ისტორიის, იდენტობისა და სიმბოლური დეტალების გამოხატვის საშუალება გახდა. ვეცადეთ, მკითხველისთვის აგვეღწერა თუ როგორ შეიძლება სტილითა და ფორმით განვიხილოთ მნიშვნელოვანი თემები, სადაც ვაერთიანებთ ისტორიასა და შემოქმედებას. დიდი მადლობა ჟურნალის თითოეულ წევრს, რუბრიკის ხელმძღვანელებსა და რედაქტორებს, განსაკუთრებით ქალბატონ მაიასა და ბატონ გიას, მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ „შთაგონების“ ნაწილი ვარ და იმედი მაქვს, ჩვენი შრომა მკითხველს ახალი იდეების აღმოჩენაში შთააგონებს.

ელენე გლოველი

ხელოვნების რუბრიკის ხელმძღვანელი
წერა ჩემი უდიდესი ჰობია, წელს პირველად ჩავერთე ჟურნალ „შთაგონების" პროექტში და ამ გადაწყვეტილებამ მართლაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველად მომეცა საშუალება, სკოლის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სხვა მოსწავლეებთან თანამშრომლობით წარმომეჩინა იდეები და ინტერესები, ყველაფერი საკუთარი პერსპექტივიდან. ერთობლივი მუშაობით, დახმარებითა და ყველას მიერ შეტანილი წვლილით ჟურნალი „შთაგონების“ მე-6 ნომერი შეიქმნა, რომელიც მკითხველს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, გაეცნოს სხვადასხვა საკითხზე საინტერესო ინფორმაციას და მათზე თანამედროვე შეხედულებებს.

მარიამ ქოიავა

მთიების ავტორების რუბრიკის ხელმძღვნელი

კესარია ნიკოლაიშვილი

პოლიტიკის რუბრიკის ხელმძღვანელი
  • ნინი ჭიჭინაძე

    ისტორიის რუბრიკის ხელმღვანელი
    ჟურნალზე მუშაობისას მივიღე უდიდესი გამოცდილება და ბევრი დადებითი ემოცია. სასიამოვნო მუშაობის პროცესთან ერთად გავიცანი ახალი ადამიანები, რამაც შესაძლებლობა მოგვცა ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ფიქრები თუ იდეები. ჩვენ ჩვენი ენერგია და დრო ამ საქმეს დავუთმეთ,რაც ნამდვილად ღირდა, რადგან უფრო განვვითარდით და ჩვენი წვლილი შევიტანეთ ჟურნალი ,,შთაგონების” ისტორიაში.
  • მარი სიმონიძე

    მთავარი რედაქორი
    მესამე წელია მონაწილეობას ვიღებ ჟურალი შთაგონების შექმნაში და ამ დროის განმავლობაში დიდი გამოცდილება შევიძინე. წელს პირველად ვიყავი მთავარი რედაქტორი და გამსხვავებული კუთხით დავინახე ჟურნალზე მუშაობის პროცესი. აზრთა მიმოცვლა, სხვადასხვა თემის განხილვა, სტატიების წერა და მათი რედაქტირება ახალი უნარების განვითარებაში დამეხმარა. სასიამოვნო იყო ერთად მუშაობა საერთო მიზნისთვის და მიხარია რომ შთაგონებამ მოგვცა შესაძლებლობა ჩვენი ნამუშევრები საზოგადოებისთვის გაგვეზიარებინა. იმედი მაქვს მკითხველიც ისეთი კმაყოფილი დარჩება ჩვენი შრომის შედეგით ,როგორც ჩვენ ჟურნალზე მუშაობით.
  • მაშო სისვაძე

    ლიტერატურის რუბრიკის ხელმღვანელი
    ჟურნალზე მუშაობამ დიდი გამოცდილება მომცა, წლების განმავლობაში ვმუშაობ სკოლაში დაარსებულ ჟურნალ “შთა-გონრბა, თუმცა წელს პირველად ვარ სარედაქციო კოლექციის წევრი, რამაც სულ სხვა თვალით შემახედა ჟურნალის დაარსების და წარმოების პროცესზე, თუ რამხელა შრომა და მოთმინებაა საჭირო, ბავშვეებთან მუშაობამ დამარწმუნა იმაში, რომ ჟურნალი კიდევ დიდხანს გააგრელებს არსებობას. მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინს გადააჭარბა ,ბედნიერი ვარ რომ ამ პროცესში მეც მიმიძღვის გარკვეული წვლილი.
  • ელენე ბურდილაძე

    ფსიქოლოგიის რუბრიკის ხელმღვნელი
    ჟურნალ “შთაგონებაში” მონაწილეობა ჩემთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ფსიქოლოგიის რუბრიკის რედაქტორობა, მომეცა შესაძლებლოდა მეტი ინფორმაცია მიმეღო ჩემთვის საყვარელ თემაზე და ასევე სხვებისთვისაც გამეზიარებინა. რედაქტორობის დროს ვისწავლე გუნდური მუშაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი უნარია ყველასთვის. მიხარია, რომ ამ ჟურნალის შექმნაში მივიღე მონაწილეობა და ვფიქრობ, ეს გამოცდილება მომავალშიც გამომადგება.
  • ელენე გლოველი

    ხელოვნების რუბრიკის ხელმძღვანელი
    წელს გადმოვედი სკოლა-პანსიონ „აიბი მთიებში“, რაც ჩემთვის ახალი გამოწვევებისა და შესაძლებლობების დასაწყისი გახდა. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო გამოცდილება კი ჟურნალ „შთაგონებაში“ გაწევრიანება იყო. მიხარია, რომ იმ სივრცის ნაწილი ვარ სადაც შემიძლოა ჩემი ხედვები სხვებსაც გავუზიარო. როგორც მოდისა და დიზაინის რუბრიკის რედაქტორს, წელს განსაკუთრებულად საინტერესო იყო ქრისტეს სამოსის თემაზე მუშაობა. მოდა აქ მხოლოდ ტანსაცმელი არ იყო, ის ისტორიის, იდენტობისა და სიმბოლური დეტალების გამოხატვის საშუალება გახდა. ვეცადეთ, მკითხველისთვის აგვეღწერა თუ როგორ შეიძლება სტილითა და ფორმით განვიხილოთ მნიშვნელოვანი თემები, სადაც ვაერთიანებთ ისტორიასა და შემოქმედებას. დიდი მადლობა ჟურნალის თითოეულ წევრს, რუბრიკის ხელმძღვანელებსა და რედაქტორებს, განსაკუთრებით ქალბატონ მაიასა და ბატონ გიას, მხარდაჭერისთვის. მიხარია, რომ „შთაგონების“ ნაწილი ვარ და იმედი მაქვს, ჩვენი შრომა მკითხველს ახალი იდეების აღმოჩენაში შთააგონებს.
  • ნუცა ცირეკიძე

    ფილოსოფიის რუბრიკის ხელმძღვანელი
    ძალიან მიხარია, რომ ამ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიაში ვარ და იმის შანსი მომეცა,რომ ჩემს მეგობრებთან ასეთი საყურადღებო რამ გამეკეთებინა.ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სკოლის ჟურნალს, მიხარია,რომ საქართველოს გაქრისტიანების 1700 წლისთავს განვიხილავთ ასეთი ინტენსივობით თითოეულ რუბრიკაში. ვფიქრობ,რომ ეს ნომერი ძალიან საინტერესო და შემეცნებითია მკითხველისთვის.
  • მარიამ ქოიავა

    მთიების ავტორების რუბრიკის ხელმძღვნელი
    წერა ჩემი უდიდესი ჰობია, წელს პირველად ჩავერთე ჟურნალ „შთაგონების" პროექტში და ამ გადაწყვეტილებამ მართლაც დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, რადგან პირველად მომეცა საშუალება, სკოლის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთან და სხვა მოსწავლეებთან თანამშრომლობით წარმომეჩინა იდეები და ინტერესები, ყველაფერი საკუთარი პერსპექტივიდან. ერთობლივი მუშაობით, დახმარებითა და ყველას მიერ შეტანილი წვლილით ჟურნალი „შთაგონების“ მე-6 ნომერი შეიქმნა, რომელიც მკითხველს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, გაეცნოს სხვადასხვა საკითხზე საინტერესო ინფორმაციას და მათზე თანამედროვე შეხედულებებს.
  • კესარია ნიკოლაიშვილი

    პოლიტიკის რუბრიკის ხელმძღვანელი

№5 ნომრის სარედაქციო კოლეგია

მთავარი რედაქტორი, “მთიების ავტორების” რუბრიკის ხელმძღვანელი: გვანცა ფხალაძე

ჟურნალ ,,შთაგონების,, დაარსების დღიდან ვარ რედ-კოლეგიის წევრი, თუმცა წელს პირველად ვიმუშავე ჟურნალზე, როგორც მთავარმა რედაქტორმა და ეს გამოცდილება სრულიად განსხვავებული აღმოჩნდა. მარტივი არ ყოფილა ამ პროცესის წარმართვა, თუმცა ჩვენ – სტატიის ავტორებმა, რუბრიკის ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად შევძელით და შევქმენით ,,შთაგონების,, მეოთხე ნომერი. ჟურნალზე მუშაობისას გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, მოვისმინე ბევრი მომხიბლავი იდეა თუ აზრი და ამ ყველაფერმა ნებისმიერი სირთულე თუ პრობლემა, რომელიც მუშაობის პროცესში წარმოიშვა, გადაფარა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ის ზრდა და წინსვლა, რომელიც ჟურნალმა განიცადა სხვადასხვა ასპექტში, ეს კი თითოეული იმ ადამიანის დამსახურებაა, რომელმაც მცირედი წვლილი მაინც შეიტანა ,,შთაგონების,, შექმნაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ მაიასა და ბატონ გიას, რომლებიც ყველანაირად დაგვეხმარნენ, რომ ჟურნალი ყოფილიყო უფრო დახვეწილი და გამართული. იმედი მაქვს, რომ მკითხველისთვისაც ისეთივე საინტერესო იქნება სტატიების კითხვა, როგორი საინტერესოც იყო ჩვენთვის მათი შექმნა.

მოდისა და დიზაინის რუბრიკის ხელმძღვანელი: დავით მაისურაძე

ჟურნალი ,,შთაგონება,, გვაძლევს ჩვენი ინტერესების მკაფიოდ წარმოჩენის საშუალებას. გვეხმარება, რომ ჩვენი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე გავაცნოთ ფართო საზოგადოებას და გავუზიაროთ შთაბეჭდილებები. მე წელს შევუერთდი ჟურნალ  ,,შთაგონებას,, და გავხდი მოდისა და დიზაინის რუბრიკის ხელმძღვანელი. მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს, რუბრიკის ხელმძღვანელებსა და რედაქტორებს, განსაკუთრებით კი ქალბატონ მაიას და ბატონ გიას, რომელთა გარეშეც ,,შთაგონება,, ვერ იარსებებდა. იმედი მაქვს, რომ ჟურნალი საინტერესო, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იქნება მკითხველისათვის.

ხელოვნების, კულტურისა და ფილოსოფიის რუბრიკების ხელმძღვანელი: იოანე სილოგავა

წელს გადმოვედი სკოლა-პანსიონ “აიბი მთიებში” და ჟურნალ „შთაგონებაში“ გაწევრიანება იყო უმნიშნვნელოვანესი ნაბიჯი ჩემთვის. მუდმივად მსურდა მქონოდა საშუალება გამომეხატა საკუთარი თავი წერის მეშვეობით ისეთ ადგილას, სადაც ჩემს ნამუშევრებს ჩემი მეგობრებისა და ნათესავების გარდა, კიდევ მრავალი წაიკითხავდა. სწორედ ეს მომცა “შთაგონებამ”. როგორც ფილოსოფიისა და ხელოვნების რუბრიკების რედაქტორს, მე მომეცა საშუალება გამეცნო საინტერესო მწერლები, რომლებიც თითქოს და სკოლის კედლებს მიღმა იმალებოდნენ. ვფიქრობ სწორედ ეს არის ამ ჟურნალის მიზანი – შთააგონოს მომავალი თაობის ახალგაზრდებს საკუთარი თავის გამოხატვა და აღმოაჩინოს ის ადამიანები, რომლებსაც ეს განსაკუთრებულად ძალუძთ. ვიმედოვნებ, რომ ეს გამოცემა შთაგაგონებთ თითოელ თქვენგანს დასვათ ახალი კითხვები, შეხედოთ სამყაროს განსხვავებულად, განავითაროთ ის შინაგანი, მიმალული “მე” და რაც მთავარია, ეს ყველაფერი დაწეროთ!

ფსიქოლოგიის რუბრიკის ხელმძღვანელი: სოფი ურიდია

ჟურნალ “შთაგონებაზე” მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და შთამაგონებელი გამოცდილება იყო. ჟურნალში მონაწილეობა და ფსიქოლოგიის რუბრიკის რედაქტორობა, ახალი იყო ჩემთვის და ვეცადე საუკეთესოდ გამეკეთებინა ეს. ჩემთვის განსაკუთრებული იყო იმ ადამიანებთან თანამშრომლობა, რომლებიც თავიანთ საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობითა და დიდი სიყვარულით ეკიდებიან. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ბატონ გიას და ქალბატონ მაიას დაუღალავი შრომისთვის. მათი დახმარებით ჟურნალი უფრო დახვეწილი და გამართული გამოვიდა.

ლიტერატურის რუბრიკის ხელმძღვანელი: ლიზი საყვარელიძე

ზოგჯერ  წიგნების  კითხვა  საკმარისი  არაა  რეალობისგან  გასაქცევად,  ადამიანი  მელნად  უნდა დაიღვაროს  ცარიელ  ფურცელზე.  ლიტერატურის  რუბრიკის  რედაქტორობა  ჩემთვის თვით გამოხატვის  საშუალებაა,  მომეცა  შესაძლებლობა,  გამერღვია  ჩარჩოები  და გამეთავისუფლებინა წლების განმავლობაში დაგროვილი ფიქრთა ნაკადი.“შთა-გონებამ”  სწორედ  ის  მომცა,  რასაც ნებისმიერი  თინეიჯერი  ისურვებდა:  გამოცდილება,  მიზანი და,  რაც  ყველაზე მნიშვნელოვანია, თავისუფლება.  ჩვენი დევიზია: “ფიქრი  არ  იბეგრება!”  მართლაც,  ჩვენს  ჟურნალს   ახლებური  ხედვა ახასიათებს,  ვწერთ  ყველასთვის,  ვწერთ  ჩვენს  ინტერესებზე.  სხვა რედაქტორებთან  თანამშრომლობა  განსაკუთრებით  დამეხმარა  მიზნის  მიღწევაში.  ერთმანეთს  ვუზიარებდით  იდეებს,  ვსაუბრობდით,  ვიცინოდით…  მოკლედ,  ერთმანეთის პირველი  მხარდამჭერნი  აღმოვჩნდით.  სწორედ  ამ  ურთიერთობებისთვის  ღირდა  ამდენთვიანი შრომა  და  ყოველი  წამი  ტკბილ  მოგონებასავით  გამიკრთის  გონებაში.  უამრავი  სიახლე  გავიგეთ ერთმანეთისგან,  ბატონი  გიას  საუბარმა  კი  თითქოს  ჩვენი  მსოფლმხედველობა  ყირაზე  დააყენა.  ვგრძნობ,  რომ  რაღაც  უფრო  დიდის  ნაწილად  ვიქეცი  მას  შემდეგ,  რაც  რედკოლეგიას შემოვუერთდი.  და კიდევ  მიხარია, რომ  “შთა – გონებამ”  მყუდროება  სასიამოვნოდ  დამირღვია.  საკუთარი  თავისთვის  წერა  ერთია,  მაგრამ შენს  ნაშრომს  სხვა  რომ  კითხულობს,  გულაფართხალებული  შესცქერი,  მის  თითოეულ  ჩაღიმებასა  თუ შეწუხებას  გაფაციცებით აკვირდები,  ნატრობ,  სამუდამოდ  ამოიკაწროს  შენი  სიტყვები  მკითხველის  სულში…  ახლაც სულმოუთმენლად  ველი, როდის გაეცნობით ჩვენს სტატიებს და რა შთაბეჭდილება დაგრჩებათ თითოეულის კითხვისას.

პოლიტიკისა და კულინარიის რუბრიკების ხელმძღვანელი: გიორგი მაისურაძე

პირველად ვიმუშავე ჟურნალ ,,შთაგონებაზე,,, თავიდან არ ვიცოდი რა დამეწერა, მინდოდა ისეთი რამის შექმნა რაც მკითხველისთვის მომაბეზრებელი არ იქნებოდა. ამ ჟურნალზე მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია, რადგან განვივითარე პიროვნული თვისებები და გავიცანი ბევრი საინტერესო ადამიანი. დავწერე იმ თემებზე, რომლებიც ჩემი აზრით, მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა. უღრმეს მადლობას ვუხდი ამ გამოშვების ყველა წევრს, რადგან მათ გამოიჩინეს უდიდესი პასუხისმგებლობა ჟურნალზე მუშაობისას. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ გია მურღულიას და ქალბატონ მაიას, რადგან მათ ამ ჟურნალზე მუშაობისას ძალიან დაგვეხმარნენ.


  • მთავარი
  • სარედაქციო კოლეგია
  • არქივი
Instagram Facebook Twitter Youtube

Copyright © IB Mthiebi

Go to top