
სტატიის ავტორი: სოფი ურიდია
რა არის წარმატება შენთვის?
წარმატება საკუთარ თავთან მოგზაურობა, ზრდა და მისი შეცნობაა. წარმატება შეცდომებზე სწავლაა. ეს არის სწრაფვა იმისკენ, რომ შენს გუშინდელ თავზე უკეთესი იყო დღეს. წარმატება არის გამძლეობა და გამბედაობა, მიზნებისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა. წარმატება გულისხმობს როგორც რისკს, ასევე დათმობას. წარმატება ჩემთვის უსაზღვრო სწავლაა, წარმატების გზას კი შენ შენით ქმნი.
რატომ უშლიან ხელს ადამინები საკუთარ თავს წარმატების მიღწევაში?
წარუმატებლობის წინაპირობაა საკუთარი თავის რწმენის არქონა, რაც ხელს უშლის ადამიანებს განვითარებასა და წინსვლაში. მიზეზი შეიძლება იყოს შიშები და ეჭვები, რაც ხელს უშლის ადამიანს, დაუშვას შეცდომა და ამ შეცდომაზე ისწავლოს. „კომფორტის ზონაში“ ყოფნა ზღუდავს ცვლილებისკენ სწრაფვას, ხოლო ნაკლები თავდაჯერებულობა, შესაძლებლობებს ამცირებს და ადაბლებს თვითშეფასებას.
რა როლი აქვს წარუმატებლობას წარმატების გზაზე?
წარუმატებლობის გარეშე წარმტება შეუძლებელია. შეცდომების დაშვება აუცილებელია, რადგან ის გეხმარება თვითგამორკვევაში, განახვებს შენს რეალურ სისუსტეებს და მისი აღმოფხვრის საშუალებას გაძლევს. წარუმატებლობა არ უნდა გაშინებდეს. ის მოქმედებს შენს მოტივაციაზე და თვითშეფასებაზე მაგრამ ეს შეგვიძლია ჩვენ სწორად გამოვიყენოთ, რასაც მივყავართ კითხვამდე:
რა გავლენას ახდენს შენი თვითშეფასება წარმატებაზე?
მაღალი და დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები მიზნებს სხავასხვაგვარად ისახავენ, განსხვავებულად რეაგირებენ შეცდომებზე და განსხვავებულად ინაწილებენ პასუხისმგებლობას. წარმატება და თვითშეფასება მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. მაღალი თვითშეფება ხელს უწყობს ადამიანებს, იყვნენ მოტივირებულნი და საქმის სერიოზულობა გაითავისონ.
რა როლი აქვს ემოციურ ინტელექტს წარმატების გზაზე?
წარმატება და სტრესი
ემოციები ცუდად მოქმედებს ადამიანების საქმიანობის ხარისხზე. ამიტომ ემოციური ინტელექტი ეხმარება ადამიანს სტრესის მართვაში. ადამიანები, რომლებიც იყენებენ ემოციებს საკუთარ იარაღად, უკეთესად ახერხებენ სტრესისა და ემოციური დაძაბულობის მართვას. ჩვენ არ უნდა მივცეთ უფლება ემოციებს გვმართოს. უნდა ვიფიქროთ ცივი გონებით და მიზნებისკენ სწრაფვის სურვილი გაგვაჩნდეს.
როგორ გავაცნობიერთ, რომ წარმატება არის პროცესი და არა მხოლოდ შედეგი?
წარმატება არა მხოლოდ კონკრეტული მიზნების მიღწევისთანავე სრულდება, არამედ ის არის უწყვეტი განვითარების, ცვლილებებისა და ზრდის ნაწილი. წარმატების სწორად აღსაქმელად საჭიროა შეგვეძლოს მიზნების აღქმა, ცვლილებებთან შეგუება. თითოეული ნაბიჯი, თითოეული შეცდომა, მიღწევა და გამოწვევა დაფასდება. პროცესში ვსწავლობთ ცხოვრებისეულ გაკვეთილებს, ვიძენთ უნარებს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვაღწევთ მიზნებს, ხოლო საბოლოო შედეგი მხოლოდ იმას ასახავს, თუ რა ნაყოფი გამოიღო ჩვენმა შრომამ.
საენტერესოა, ვინ არის თქვენთვის წარმატებული ადამიანი?