
სტატიის ავტორი: ანა ჩაჩანიძე
სოციალური მედია მუდმივად იზრდება და ვითარდება. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა: Facebook, Instagram, TikTok და Twitter, საშუალებას აძლევენ მომხმარებლებს, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, იდეები, გაწევრიანდნენ სხვადასხვა საზოგადოებაში და ჰქონდეთ ურთიერთობა ერთმანეთთან მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.
სოციალური ქსელი ლიტერატურისთვის ერთგვარი პლატფორმა გახდა, რომელიც ავტორებსა და მკითხველებს შორის ურთიერთობას ამარტივებს და ახალ შესაძლებლობებს ხსნის მწერლებისთვის, მკითხველებისთვისა და კრიტიკოსებისთვის.
სოციალური მედიის მეშვეობით მკითხველებს შესაძლებლობა ეძლევათ, ადვილად შექმნან წიგნის კლუბები ან განიხილონ თავიანთი საყვარელი ნაწარმოებები სხვადასხვა ჯგუფში. „Bookstagram“ და „BookTok“ სწორედ ის პლატფორმებია, რომლებიც ხელს უწყობენ წიგნების პოპულარიზაციასა და ახალი ავტორების აღმოჩენას.
Booktok და Bookstagram დადებითი მხარეები
2. მკითხველთა საზოგადოების შექმნა
ორივე პლატფორმა ხელს უწყობს მკითხველების გაერთიანებას, ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ შთაბეჭდილებებს, განიხილავენ სხვადასხვა თემას და იღებენ რჩევებს მომავალში წასაკითხი წიგნების შესახებ.
3. ახალი ავტორებისა და ჟანრების აღმოჩენა
BookTok და Bookstagram მკითხველს ხშირად ისეთ ავტორებს აცნობს, რომლებიც წიგნებს არატრადიციული მეთოდით გამოსცემენ, ანუ საგამომცემლო სახლის გვერდის ავლით. ასევე, მკითხველები ეცნობიან სხვადასხვა ჟანრს, რისი დამსახურებითაც მათი ლიტერატურული თვალსაწიერი ფართოვდება.
4. წიგნების განხილვა და შეფასება
პლატფორმებზე მკითხველებს შეუძლიათ გააზიარონ თავიანთი შეფასებები, რომლებიც სხვა ადამიანებს ეხმარება, უკეთ შეარჩიონ საკითხავი წიგნები. ვიდეოები და ფოტოები ხშირად შეიცავს რეალურ ემოციებსა და გამოცდილებას, რაც მკითხველებს მეტად აკავშირებს წიგნთან.
Booktok და Bookstagram უარყოფითი მხარეები
Booktok და Bookstagram პოპულარული წიგნები:
წიგნები, რომლებიც წასაკითხად ღირს:
1. “The Song of Achilles” (მადლინ მილერი) – ბერძნულ მითოლოგიაზე დაფუძნებული ისტორია. ნაწარმოებში თხრობა მეტად საინტერესოა, ვინაიდან მწერალი „ილიადის“ საკუთარ ინტერპრეტაციას ემოციურად წარმოგვიდგენს.
2. ” Shatter Me” (თაჰერეჰ მაფი) – თინეიჯერებისთვის განკუთვნილი დისტოპიური რომანი, რომელიც მოგვითხრობს ჯულიეტ ფერარის – “სასიკვდილო შეხების მქონე” გოგონას ისტორიას.
ეს არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნი. ამ წიგნში ყველაზე მეტად მომწონს დაძაბული სიუჟეტი, პერსონაჟების სურვილი, გახდნენ უკეთესი. . . ერთ-ერთი ასეთი პერსონაჟია აარონ უორნერი.
წიგნები ,რომლებიც წასაკითხად არ ღირს, მაგრამ მაინც პოპულალურია :
1. It Ends with Us (კოლინ ჰუვერი) – მიუხედავად იმისა, რომ პოპულარულია ემოციური სიღრმის გამო, ზოგიერთი მკითხველი აკრიტიკებს პერსონაჟთა ამგვარ ურთიერთობას, თავად პერსონაჟებს კი იმედგამაცრუებლად მიიჩნევს.
კოლინ ჰუვერი, როგორც მწერალი, ბევრ მკითხველს აღაშფოთებს. იგი წიგნში ოჯახური ძალადობის შესახებ საუბრობს, თუმცა რეალურად ამ პრობლემას მატერიალისტური მიზნებისთვის იყენებს.
2. ”The Midnight Library” (მეთ ჰეიგი) – მწერალი ცნობილია სინანულისა და არჩევანის თემებით, თუმცა ზოგიერთი მკითხველი მიიჩნევს, რომ მის ნაწერებს სიღრმე აკლია, ზედმეტად მარტივია. ზოგიერთს მოსწონს სიუჟეტი, თუმცა მრავალი მკითხველისთვის იმედგამაცრუებელი აღმოჩნდა.
რომ შევაჯამოთ, Booktok და Bookstagram-ის გავლენა ლიტერატურაზე საინტერესო ფენომენია, რაც მნიშვნელოვნად ცვლის წიგნების წაკითხვისა და რეკომენდაციის კულტურას. ვფიქრობ, რთულია, მოახერხო ახლადგამოცემული წიგნების პოპულარიზაცია, თუკი ამ პლატფორმებს ალღოს ვერ აუღებ.