
სტატიის ავტორი: ლიზი საყვარელიძე
თაობათა ურთიერთობის პრობლემა მარადაქტუალური თემაა, ტექნოლოგიათა განვითარებასთან ერთად კი ეს მეტად თვალსაჩინო გახდა. საკითხი განსაკუთრებით კარგად ჩანს ლიტერატურასთან მიმართებით – უფროსები ხშირად ამბობენ, რომ ახალმა დრომ წიგნი გააუფასურა, თუმცა ეს ასე არაა. სწორედ ამის გასარკვევად ვესტუმრე საჯარო ბიბლიოთეკას და გავესაუბრე ბიბლიოფილს, რომელიც მრავალი წელია, აქტიური მკითხველია.