სტატიის ავტორი: ანკა გეგუჩაძე
სტატიის ავტორი: გიორგი ბარაბაძე
ლიბერალიზმი
სტატიის ავტორი: ანკა გეგუჩაძე
რა არის ლიბერალიზმი? ეს კითხვა მრავალ თანატოლს დავუსვი – ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნიან. გამოკითხულთა უმრავლესობას სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის და მათი ნაწილი გარკვევის მზაობითაც არ გამოირჩევა. მათ ვერ დავადანაშაულებთ, ვინაიდან საქართველოში ლიბერალიზმის გარშემო დიდი ხანია გავრცელებულია სტიგმა, რომელიც ხალხის თვალში მას ზნეობრივი დეგრედირების განმსაზღვრელ იდეოლოგიად აქცევს. სწორედ ამიტომ, საზოგადოებისთვის მიუღებელია ყველაფერი ის, რაც დაკავშირებულია ლიბერალიზმთან ან – დასავლეთთან. მათ ურჩევნიათ, იცხოვრონ იმ იმპერიული რუსეთის კალთის ქვეშ, რომელიც „იცავს ჩვენს რელიგიას, კულტურას და ტრადიციებს“. ასეთი სურათი გვაქვს მაშინ, როდესაც სინამდვილეში არა დასავლეთი, არამედ რუსეთი საუკუნეების განმავლობაში გმობდა და ანადგურებდა ქვეყანას. თუმცა ქართველ ერს, როგორც პოსტსაბჭოთა ხალხების უმრავლესობას, უჭირს, შეეგუოს ახალ, პროგრესულ იდეებს, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრებას წარმართავენ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. შესაბამისად, საქართველოში მცხოვრები ადამიანები რუსეთს ჩვენი ტრადციებისა და წეს-ჩვეულებების მხსნელად სახავენ. მსგავსი თვალსაზრისით მოტივირებული საზოგადოება ხშირად ლანძღავს ლიბერალებს; მათ აღვირახსნილებსა და უკულტუროებს უწოდებენ და უპატივცემულოდ ექცევიან, მხოლოდ იმიტომ, რომ ლიბერალიზმი ინდივიდუალიზმისა და თავისუფლებისკენ გვიბიძგებს. ამ მოსაზრებების გავრცელებაში გამოირჩევა რუსული პროპაგანდა, რომელიც ხალხს, უხეშად რომ ვთქვათ, ტვინს ურევს. რუსული პროპაგანდის ერთმნიშვნელოვანი მაგალითია “ალტ ინფო“- მედიადაწესებულება, რომელიც არ მალავს საკუთარ პრორუსულობასა და ანტიდასავლურობას. ამ ორგანიზაციის წარმომადგენელნი ქრისტიანობასა და ტრადიციებს ეფარებიან, რათა თავი წეს-ჩვეულებათა დამცველ გმირებად წარმოადგინონ. მათი პროტესტი ხმაურიანია, შეკრებებზე ადიდებენ რუსეთს, ჩაგრავენ უმცირესობებს, აგინებენ დასავლეთსა და ლიბერალიზმს.
და მაინც, რა არის ეს ლიბერალიზმი? – ამ კითხვას წიგნში „თავისუფლების იდეოლოგია“ საგულისხმოდ უპასუხებს პოლიტოლოგი რევაზ თოფურია. მეცნიერის აზრით, „ლიბერალიზმი ერთ-ერთი ყველაზე რთული და ჩახლართული იდეოლოგიაა, რომელიც დღეისათვის ძალიან გამჯდარია დასავლური სამყაროს ცხოვრებაში. ლიბერალიზმი არის ყოვლისმომცველი ფილოსოფია, ეს საზოგადოებაზე, ადამიანის ცხოვრებაზე და მსოფლიოზე აზროვნების გზაა, რომელიც ეხება თითქმის ყველა აკადემიურ დისციპლინას და ბოლო 250 წლის განმავლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა“. მეცნიერი მიგვითითებს: „ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი და პირველი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ სიცოცხლის მთავარი მიზანი არის ბედნიერება და კარგად ცხოვრება. კლასიკური ლიბერალიზმის მეორე პუნქტის მიხედვით, პირადი არჩევანი და, შესაბამისად, ინდივიდუალური თავისუფლება არის მთავარი ფაქტორი იმის ახსნისას, თუ როგორ ვითარდება საზოგადოება და როგორ მივაღწიოთ ინდივიდების ბედნიერებას. კლასიკურ ლიბერალიზმში ასევე ამბობენ, რომ სიმდიდრე, საკუთარი ქონება და ვაჭრობა კარგია, ხოლო ომი და კონფლიქტი – ცუდი. ამის წაკითხვის დროსაც იფიქრებთ, რომ ესეც ძალიან აშკარა და ტრივიალურია, მაგრამ ისტორიულად არც თუ ისე ბევრ ადამიანს ჰქონდა ასეთი მიდგომა.“ დაკვირვების თანახმად, ლიბერალიზმი ის პოლიტიკური იდეოლოგიაა, რომელიც პიროვნულ და ეკონომიკურ თავისუფლებას, დემოკრატიას, სამართლიანობასა და თანასწორობას ეფუძნება. იგი ინდივიდუალიზმსა და თავისუფალ ბაზარს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აღსანიშნავია, რომ ლიბერალიზმის მამებად იწოდებიან: ჯონ ლოკი, ადამ სმიტი და ფრედრიკ ბასტია.
ლიბერალიზმი და საქართველო
შავი vs თეთრი
საქართველოში დილემაა სიშავე, სიბნელე – კომუნიზმი და სინათლე – „ზელიბერალიზმი“, ანუ ამ კონტექსტში ანარქია, ვინაიდან ლიბერალიზმს ხშირად ქართული საზოგადოება არეულობასთან აიგივებს; “ლიბერალიზმი ხომ ქაოსია, სადაც არაა წესრიგი და ყველა თავისას უბერავს“ – არსებობს ასეთი ინტერპრეტაცია. ამიტომაც ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს იმ “წესრიგს”, რომელშიც 70 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, რომელშიც არც ინდივიდუალიზმი იყო, არც კერძო საკუთრება, არც თავისუფალი ბაზარი, რომ აღარაფერი ვთქვათ ხალხის ხმასა და დემოკრატიაზე. საზოგადოების ნაწილს ურჩევნია დალის, უყუროს, ჭამოს, იმუშაოს, გაერთოს სხვისი მითითებით და არ იცხოვროს ,,ქაოტურ“, ,,უწესრიგო“ და ,,გარყვნილ“ დასავლურ საზოგადოებაში. ადამიანები ვერ ხედავენ, რომ დღეს არც საბჭოთა კავშირი არსებობს და არც მონარქია. უნდა ავირჩიოთ ან სიბნელე, ან სინათლე.

ამას წინათ ყური მოვკარი: “ქართველმა ხალხმა იმდენი რამ გამოიარა, რომ დაიღალა და ბრძოლის თავი აღარ აქვს.“ თვალს ვადევნებ დღევანდელ პოლიტიკურ სიტუაციას და ნათელია, რომ ხალხს აღარ ადარდებს სამშობლოს ბედი. იმ ქაოსიდან, რომელშიც ცხოვრება უწევთ, ისინი მხოლოდ ორ გამოსავალს ხედავენ: დასავლეთი ან რუსეთი. საკითხავია, ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ევროპისაკენ სვლა პროგრესს განაპირობებს! უახლესი ისტორიის მაგალითებს თუ დავუკვირდებით, თვალსაჩინოა, როგორ ცხოვრობენ პოსტსაბჭოთა ქვეყნები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ამ ქვეყნების ნაწილი უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ხოლო მეორე ნაწილი სიღარიბესა და გაუნათლებლობაში ცხოვრობს. მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ქართველობა არ ნიშნავს ბრმა კონსერვატორობას, დასავლეთის სიძულვილს. ქართველობა სიყვარულსა და პატივისცემას გულისხმობს. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებდა ილია მართალი
ცნობილი ქართველი ლიბერალები
ილია ჭავჭავაძე

საქართველოში უკვე 250 წელია, ინერგება და მკვიდრდება ლიბერალური იდეები. ლიბერალიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და გამავრცელებელი ილია ჭავჭავაძეა. მისი ლიბერალობის ამბავი ბევრისთვის უცნობი, ბევრისთვის დასაგმობია, რადგან ილიას პოლიტიკური საქმიანობის შესახებ ცნობები ბევრისთვის გაუაზრებელია. ის თავის სტატიებსა თუ პუბლიცისტურ წერილებში ხშირად საუბრობს შემდეგ თემებზე: ბავშვთა უფლებები, კანონის მიმართ თანასწორობა, სამართლიანობა და კანონის უზენაესობა, პრესის თავისუფლება, გენდერული თანასწორობა და ეთნიკური შემწყნარებლობა. ილია ჭავჭავაძე მიიჩნევს, რომ ევროპული ლიბერალური ღირებულებების საფუძველზე ქართველებს შეგვიძლია, დავიცვათ როგორც მთელი ერი, ისე თითოეული ადამიანი.
ილია აზრით:
„თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა“;
„კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძვლის ქვაკუთხედია“;
„ქვეყანა ტაძარი კი არაა, საცა კაცი უნდა ლოცულობდეს, არამედ სახელოსნოა, საცა უნდა ირჯებოდეს და მუშაობდეს“;
„სარწმუნოება სინდისის, სასოების საქმეა და აქ ყველა თავისუფალია და ხელშეუხებელი“.
ამ გამონათქვამებზე დაყრდნობით იკვეთება ილია ჭავჭავაძის ლიბერალური დამოკიდებულება მრავალი საკითხის მიმართ. მოცემული ციტატები ამონარიდებია იმ სტატიებიდან, პუბლიცისტური წერილებიდან, რომლებიც გაზეთ ,,ივერიაში“ იბეჭდებოდა.
ნიკო ნიკოლაძე

ნიკო ნიკოლაძე – ქართველი საზოგადო მოღვაწე, ასევე ერთ-ერთი პირველი ლიბერალი – საქართველოში აქტიურად იბრძოდა ცარიზმისა და იმპერიული სისტემის წინააღმდეგ. ნიკო ნიკოლაძე 1866 წელს აქვეყნებს წერილს „მოკლე განხილვა მმართველობის სხვა და სხვა ფორმისა“, რომელშიც საუბრობს სახელისუფლებო შტოების დანაწილებაზე. გთავაზობთ ამონარიდს წერილიდან: „მმართველობის ფორმას ან სახეს უწოდებენ იმ წესს და წყობილებას, რომელიც არსებობს სახელმწიფოში ხალხის სამართავად. განათლებულს და რიგზედ დაწყობილს სახელმწიფოებში ხალხის სამართავად დაწესებულია სამგვარი უფლება: სჯულისდამდები; აღმასრულებელი ანუ ადმინისტრაციული და სამსჯავრო. თვითეულს იმათგანს განსაზღვრული აქვს საგანი მოქმედებისა. სჯულის-დამდები უფლება გადმოსცემს კანონებს.”
რატომ არ მოგვწონს ქართველებს ლიბერალიზმი?
არსებობს სტიგმა, რომ ლიბერალიზმი ანტიქრისტიანული ან ანტირელიგიურია, თუმცა, ყურადსაღებია, ლიბერალიზმი არ ნიშნავს ქრისტიანული ან რომელიმე რელიგიის კიცხვას. ადამიანი, რომელიც კრიტიკულად უმზერს ეკლესიას ან რომელიმე რელიგიას, არ არის აუცილებელი იყოს ლიბერალი. ეკლესიის კრიტიკა ლიბერალიზმის გამოხატულებად არ მიიჩნევა, რადგან ლიბერალები პატივს სცემენ ყველა რელიგიას, განურჩევლად მათი პრაქტიკისა და მიმდევრებისა. საგულისხმოა, ყველა ლიბერალი რადიკალური ათეისტი არაა და ყველა ათეისტი – ლიბერალი. ამიტომაც გასათვალისწინებელია, რომ ლიბერალიზმი მიზნად არ ისახავს თქვენი ან რომელიმე რელიგიის შეურაცხყოფას, გმობას. ამავე ლოგიკაზე დაყრდნობით შეგვიძლია, თავდაჯერებულად ვთქვათ, რომ ლიბერალიზმი არც ქართული ტრადიციების კიცხვას გულისხმობს მიუხედავად იმისა, რომ არიან ლიბერალები, რომლებიც ამ ტრადიციებს აკრიტიკებენ. მნიშვნელოვანია ზომიერება; არ შეიძლებაბვთქვათ, რომ ადამიანის ლიბერალობა თავისთავად გულისხმობს ქართული ტრადიციების აბუჩად აგდებასა და უარყოფას. ტერმინი ,,ლიბერალიზმი“ საქართველოში მეტწილად დამკვიდრებულია, როგორც შეურაცხმყოფელი და გარყვნილი იდეოლოგია. ამ განმარტების სიმცდარეში, იმედია, დაგარწმუნეთ და ცოტათი მაინც შეგიცვალეთ აზრი ლიბერალიზმზე.
ჭეშმარიტება და რუსული სიმართლე
სტატიის ავტორი: გიორგი ბარაბაძე

რეკლამაში ისმის მოწოდება: მოსახლეობამ უნდა შეაგროვოს ჯართი, რადგან იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია “დიდებული” საბჭოთა კავშირის მშენებლობაში. რეკლამა ერთგვარი თვითაღიარებაა, რადგან “დიდებული” საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, მართლაც რომ, ჯართი იყო, კერძოდ კი გადაადგილების საშუალება. შემდეგ რეკლამაშიც იგივე მოწოდება ისმის, ამჯერად პიონერებისა და სკოლის მოსწავლეების მიმართ, რეკლამის თანახმად, ახალგაზრდა საბჭოელმა, რომელსაც დიდი მომავალი უნდა შეუქმნას ხელისუფლებამ, უნდა შეაგროვოს ჯართი, რათა მისი საშუალებით მიიღოს “გამარჯვება” ანუ საბჭოთა ავტომობილი ГАЗ М20 Победа, კიდევ რამდენიმე მოტოციკლეტი და ველოსიპედი. ამ გზით საბჭოელ ახალგაზრდებს შორს წასვლა ნამდვილად არ ეწერათ.
წარწერა პოსტერზე: როგორიცაა ოსტატი, ისეთია მისი ნამუშევარიც. კედლის გაზეთის დიზაინი მკაფიოდ გამოხატავს რუსულ იდეოლოგიას, თუმცა საინტერესოა, როგორი იყო ოსტატი, ამ შემთხვევაში ინჟინრები, როცა მათი ნამუშევრები გამოიყურებოდა ასე:

Ленинград-1 1933

Buick-32-90 1931-1933

Газ А 1932-1936

Ford Model A 1927-1931

Ваз 2105 1979-2010

Fiat 125 1980-1982

Ваз 2103 жигули 1972-1984

Fiat 1967-1972

Москвич 400 1946-1954

Opel kadett 1937-1940

ГАЗ М20 Победа 1946-1958

ГАЗ М20 Победа 1946-1958
საინტერესო ფაქტები ГАЗ М20 Победа-ს შესახებ
1938 წელს შეიქმნა ГАЗ М20 Победа-ს ესკიზები, ხოლო მათ რეალობად ქცევაში საბჭოელ ინჟინრებს დაეხმარათ სტალინგრადის ბრძოლაში მოპოვებული გერმანული ავტომობილი Opel Kapitan, რომლისგანაც აიღეს თავად ძარა და წინა დაკიდების სისტემა. მიუხედავად იმ ცვლილებებისა, რომლებიც ლენდ-ლიზისა, რაც მოგეხსენებათ გულისხმობს აშშ-ის სახელმწიფო პროგრამას, მოკავშირეების დასახმარებლად, და საბჭოელი ინჟინრების მწირი ფანტაზიის შერწყმის შედეგად მიიღო, ავტომობილი მოგვაგონებს ამერიკულ Chevrolet Special Deluxe Fleetline-ს რომელიც Победа-ს შექმნამდე 5 წლით ადრე იხილა საზოგადოებამ.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იოსებ სტალინს არ მოსწონდა ეს მანქანა მისი ძრავის გამო. მანქანა აღჭურვილი იყო ექვსცილინდრიანი ძრავით, ამიტომ იგი დიდი რაოდენობით საწვავს მოიხმარდა, რაც სულაც არ იყო მოსაწონი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ლიდერისთვის. ასევე ამ ძრავის საშუალებით მანქანის სიმძლავრე უტოლდებოდა Зис-110 მანქანას, რომელიც ემსახურებოდა მთავრობის პირებს, რაც არღვევდა საბჭოურ დისტანციას “დიდ” და “პატარა” ადამიანებს შორის.

Зис-110
რაც შეეხება Зис-110-ს, როგორც უკვე ვახსენე, იგი ემსახურებოდა მხოლოდ სამთავრობო და გამორჩეულ პირებს ქვეყანაში, რომელშიც “ყველა თანასწორი” იყო, ეს სიტუაცია მოგვაგონებს ჯორჯ ორუელის სიტყვებს “ცხოველების ფერმიდან”: “ყველა ცხოველი თანასწორია,მაგრამ ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები”. საბჭოთა კავშირის რიგითი მოქალაქეებისთვის ამ მანქანაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი იყო. რაც შეეხება თავად ავტომობილს, როგორც ყველა სხვა საბჭოთა წარმოების ავტომობილი, ეს ერთეულიც დასავლეთიდან იყო კოპირებული, კერძოდ, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. Packard 180 წარმოების შეჩერების შემდეგ იგი იგზავნებოდა საბჭოთა კავშირში, სადაც იწყობოდა Зис-110-ის სახელით და რჩებოდა მთავრობის პირების ხელში, ამ მანქანამ მოახერხა მოეგო დიდი ბელადის გული.

Зис-110 1945-1961

Packard 180 1940-1942
Газ 13 Чайка
Зис-110-ის მოძველების შემდეგ მაღალი რანგის საბჭოელებს ესაჭიროებოდათ თანამედროვე დიზაინის, ტექნოლოგიური ავტომობილი, სწორედ ამიტომ შეიქმნა Газ 13 Чайка, თუმცა თავდაპირველად საბჭოელმა ინჟინრებმა სცადეს Зис-ის მოდერნიზაცია და ახლად გასაღება, რაც ნაკლებ ფიქრსა და შრომას მოითხოვდა. რა თქმა უნდა, ეს პროექტი წარუმატებელი აღმოჩნდა, თუმცა თავი არ დაუზოგავთ ახალი მანქანის კოპირებისას. Газ 13 50-იანი წლების Packard მოგვაგონებს Mercuryის, Playmothსა, და Lincolnის სხვადასხვა დეტალებითა და Chrysler V8 ტიპის მიმსგავსებული ძრავით. ეს მანქანა ღირსეულად აგრძელებდა სამთავრობო მანქანების გზას, უფრო კონკრეტულად, კვლავ გამყოფი ხაზი იყო მოსახლეობის ფენებს შორის, ეს ხაზი გადიოდა მანქანაშიც, იმ მიზნით, რომ უკან მსხდომ პირებს მეტი სივრცე ჰქონოდათ, მძღოლი 1,65 მეტი სიმაღლის არ უნდა ყოფილიყო, მისი სკამი არ რეგულირდებოდა, რათა არ დაერღვია უკან მსხდომთა კომფორტის სივრცე, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გათბობა მხოლოდ უკან მსხდომთათვის იყო განკუთვნილი.
ГАЗ-21 / “Волга”
ГАЗ-21 “Волга” მაღალი კლასის ავტომობილად ითვლებოდა საბჭოთა კავშირში, Чайка-ების შემდეგ, მისი ყოლა ჩვეულებრივ მოკვდავებსაც შეეძლოთ, თუ გაუმართლებდათ და ეყოლებოდათ გავლენიანი, მთავრობასთან დაახლოებული ნაცნობი ან თავად იქნებოდნენ ასეთები. მანქანა ГАЗ М20 Победа-ს ჩასანაცვლებლად შეიქმნა, რადგან იგი გამოირჩეოდა არაკომფორტულობითა და არც ისე კარგი ხარისხით. ხოლო ახალი “ვოლგის” შექმნისას აქცენტი გაკეთდა მის გამძლეობაზე, მას უნდა გაეძლო საბჭოთა კავშირის პირობებისთვის, რაც საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო. ძრავას უნდა ემუშავა უხარისხო, დაბალი ოქტანობის საწვავზე და უნდა შესძლებოდა სიარული საბჭოურ გზებზე. მიუხედავად ამ სიძნელეებისა, მან მაინც მოახერხა ამ ყველაფერთან გამკვლავება, მაგრამ, მისი მაღალი კლასის მიუხედავად, არაკომფორტული იყო მძღოლებისთვის რუსული ინჟინერიის დამსახურებით. დიზაინი და ტექნიკური მხარე, რა თქმა უნდა, კოპირებული იყო ამერიკული მანქანებიდან !!

“Чайка” ГАЗ-14
კიდევ ერთი მაღალი რანგის წარმომადგენლობითი მანქანა, რომელიც ისევ ამერიკულის ანალოგი იყო ევროპული Mercedes-Benzის დეტალებით გახდა პირველი საბჭოთა მანქანა ჰაერის კონდიცირების სისტემით, მანამდე იგი ბურჟუაზიის გარყვნილი ცხოვრების ელემენტად მიიჩნეოდა. რა თქმა უნდა, მძღოლის კომფორტი აქაც გვერდზე გადადეს და საერთოდ დაივიწყეს კიდეც. მისი ახალი ვერსიების წარმოებას ხელი შეუშალა გორბაჩოვის პერესტროიკამ. მოგეხსენებათ, იგი ებრძოდა პრივილეგიებს, ამიტომ მისი ბრძანებით გაანადგურეს ყველა ნახაზი და დანადგარი, მათ უყურადღებოდ არ დარჩენიათ საკოლექციო მოდელიც კი, ამიტომ ჩაიკის ახალ ვერსიაზე საკმაოდ მცირე ცნობები მოგვეპოვება.
საინტერესოა, რითი გადაადგილდებოდა უბრალო ხალხი ამ დროს.
რა თქმა უნდა მათი მანქანებიც უცხოეთიდან იყო კოპირებული, კერძოდ, ევროპიდან. ამერიკული სტილის მანქანები მხოლოდ დიდი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.
“Запорожец” ЗАЗ-965
იტალიური Fiat 600 მიმსგავსებული მოდელი. მისი ევროპელი ტყუპისცალისგან განსხვავებით იგი გამოირჩეოდა ექსპლუატაციის ხანმოკლე ვადით, თუმცა იგი მაინც საკმაოდ პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში მისი ფასიდან გამომდინარე. მისი ღირებულება 1600 მანეთს შეადგენდა, რაც განპირობებული იყო არყის განსაკუთრებული სიყვარულით.

Запорожец" ЗАЗ-965 1955-1969
