Skip to content

სტატიის ავტორი: ელენე გიგოიძე

სტატიის ავტორი: ანი ალადაშვილი

სტატიის ავტორი: ბარბარე კვანტალიანი

დემნა გვასალია

სტატიის ავტორი: ელენე გიგოიძე

დემნა დღეს მოდის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სახელია.
ეს არის ისტორია აფხაზეთიდან დევნილ ქართველ ბიჭზე, რომელმაც თავისი ხმა მთელ სამყაროს მიაწვდინა ტანსაცმლის მეშვეობით.

დემნა საქართველოში დაიბადა, მაგრამ 1990-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დროს, ოჯახთან ერთად გაიქცა; ჯერ უკრაინაში ცხოვრობდნენ, შემდეგ — გერმანიაში. საქართველოს ისტორიასა და წარსულს დემნა არაერთხელ გამოხმაურებია თავისი შემოქმედებით. Vetements-ის 2018 წლის კო­ლექ­ცი­ით დემ­ნა გვა­სა­ლი­ამ მსოფ­ლიო აა­ლა­პა­რა­კა, ყუ­რა­დღე­ბის ცეტრში სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია მო­ექ­ცა. Vogue წერს, რომ კო­ლექ­ცი­ით დი­ზა­ი­ნერ­მა, რომ­ლის ბავ­შვო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომმა და­ან­გრია, სა­კუ­თა­რი თავი აჩ­ვე­ნა. „კო­ლექ­ცია მი­ვუ­ძღვე­ნი სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე და ჩემი ძმა, გუ­რა­მი 90-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ვე­ცა­დე, ჩვე­ნე­ბი­სას თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ში­შის­ა და ტკი­ვი­ლის­თვის,“ – ამ­ბობს დემ­ნა გვა­სა­ლია. Vogue წერს, რომ დიზაინერი ორი წლის განმაავლობაში ფსი­ქო­თე­რა­პევტთან და­დი­ო­და, რომ კო­ლექ­ცი­ის შე­საქ­მნე­ლად მზად ყო­ფი­ლი­ყო და სა­ბო­ლო­ოდ მიხ­ვდა, რომ უკვე შე­ეძ­ლო, წარ­სუ­ლი კი­დევ ერთხელ გა­ეხ­სე­ნე­ბი­ნა. ჩვე­ნე­ბა პა­რიზ­ში შედ­გა, ხი­დის ქვეშ, სა­დაც ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და აფ­რი­კი­დან ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ხალ­ხი კარ­ვებ­ში ცხოვ­რობს.

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა, TIME-მა ესპანური Balenciaga-ს ქართველი კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია 2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა: “[დემნას მიერ შექმნილი] სილუეტები, ხალვათი იქნება ისინი, თუ ტანზე მჭიდროდ მომდგარი, სხეულის ყველა ადგილს იდეალურად ესადაგება. დუალიზმი, რომელსაც დემნა განასახიერებს, ასახავს არა მხოლოდ წარსულსა და თანამედროვეობას, არამედ მომავალშიც იჭრება. ბრენდთან დაკავშირებული მისეული მიზანი გაცილებით უფრო ღრმაა, ვიდრე პროდუქტის გაყიდვის სურვილი – სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ Balenciaga-ს ეფექტი მთელ მსოფლიოში იგრძნობა“, – ვკითხულობთ TIME-ის განცხადებაში.

2021 წელს დემნა გვასალიამ ხელახლა განსაზღვრა მოდის დიზაინის წვდომა და შესაძლებლობა. მისმა Balenciaga-მ ეჭვქვეშ დააყენა ჩვენი ვარაუდები ცნობილი ადამიანების, ფუფუნების, პოპულარული კულტურისა და თვით რეალობის შესახებაც კი. Balenciaga ერთ-ერთი პირველი მსხვილი ბრენდი იყო, რომელიც უკრაინაში მიმდინარე კრიზისს გამოეხმაურა – ამის გამო ვოლოდიმირ ზელენსკისგან ღირსების მესამე ხარისხის ორდენიც მიიღო. როდესაც დიზაინერებს მთელი პანდემიის განმავლობაში უჭირდათ ვირტუალურ სამყაროსთან მორგება, Balenciaga-მ გამოიყენა შესაძლებლობა, ეცადა მეტავერსია, პარტნიორობით Epic Games-თან, Fortnite-ის შემქმნელთან შეექმნა ვიდეო თამაში 2021 წლის შემოდგომისთვის, რომელიც საშუალებას აძლევს მოთამაშეებს, ჩაიცვან მისი საფირმო ტანსაცმელი. რამდენიმე თვის შემდეგ, Gucci-ს ასაფრენ ბილიკზე Balenciaga-ს ჩექმის შარვალი და ქვიშის საათის ქურთუკები გამოჩნდა, რაც მიიჩნიეს “ჰაკერულ პროექტად”.ზაფხულის განმავლობაში გვასალია ხელმძღვანელობდა Kanye West-ის სტადიონის ზომის ორ წვეულებას მისი ალბომის “დონდას“ მოსასმენად – და ამ ყველაფრის ფონზე, ხელახლა გამოუშვა Balenciaga couture, გამოაქვეყნა ინდუსტრიის მიმართულება, აჟიოტაჟისგან მოშორებით და ხელნაკეთობებისკენ. სექტემბერში, Balenciaga მართავდა Met gala-ს წითელ ხალიჩას.

ბალენსიაგა X სიმპსონები

სურათი გამოსახავს კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ვიზუალს ბალენსიაგას ერთ-ერთ გამოფენაზე საკმაოდ ცნობილ ანიმაციურ სერიალში - "სიმპსონები"

სექტემბერში, პარიზის მოდის კვირეულზე, Balenciaga-მ ნამდვილი სიურპრიზისა და აღფრთოვანების იშვიათი სანახაობა მოაწყო, რომელშიც დებიუტი იყო The Simpsons-ის 10 წუთიანი ბალენსიაგით დატვირთული ეპიზოდი. დემნას ბოლო ჩვენება სხვებისგან გამოირჩევა, ის ტალახიან სივრცეში ჩატარდა. დემნა ამ ჩვენებაზე ამბობს: მოდას იარლიყები ყველაზე მეტად უყვარს. მდიდრული, არამდიდრული, კარგი, ცუდი, განხილვადი, პოპულარული, აზრი არ აქვს, არავის ადარდებს. მოდაში ინდივიდუალიზმი ჩამოქვეითებულია ფსევდოტენდენციებამდე. ეს შოუ სიმართლის ძიებისა და რეალისტობის ერთგვარი მეტაფორაა. შესაძლოა, დემნას ზოგი ნამუშევარი მასისთვის გაუგებარი ან არაპრაქტიკული იყოს, მაგრამ აშკარაა, რომ მის ნიჭს მთელი მსოფლიო ხედავს და აფასებს.

მოდა მომავალში

სტატიის ავტორი: ანი ალადაშვილი

მოდა ყოველთვის იყო ინოვაციების წინა პლანზე – საკერავი მანქანის გამოგონებიდან ტექნოლოგიის უახლეს განვითარებამდე. ტექნიკის მსგავსად, მოდა შორსმჭვრეტელი და წინსვლაზე ორიენტირებულია. CB Insights-ის კვლევის თანახმად, მოდის სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ინდუსტრიაა, რომლის ღირებულებაც ათწლეულის მიწურულს 3ტრ. დოლარს გადააჭარბებს.

დღეს მოდის ტექნოლოგია უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე – ოდესმე. რობოტები, რომლებიც კერავენ და ჭრიან ქსოვილს, ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები, რომლებიც პროგნოზირებენ სტილის ტენდენციებს, ტანსაცმელი ვირტუალურ რეალობაში – ინოვაციების მთელი რიგი გვიჩვენებს, თუ როგორ აჩქარებს ტექნოლოგია მოდის განვითარების. მითუმეტეს, ის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული სფეროა და არაერთი მიმართულებით ეძიებს სრულყოფის გზებს.

მეტი მრავალფეროვნება მოდაში

უკანასკნელ წლებში საზოგადოება გაეცნო მოდის ბრენდებს, რომლებიც წარმოადგენენ სხეულის ტიპების, კულტურული წარმოშობისა და სქესის გამოხატვის უფრო ფართო სპექტრს. სასიამოვნოა გათვალისწინება Victoria's  Secret-ის მსგავსი კომპანიებისა, რომლებიც უერთდებიან ამ მოძრაობას, მაგრამ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობას მოდის ინდუსტრიაში ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. მრავალფეროვნება გადამწყვეტია ბრენდის გადარჩენისთვის. ეს არის შესაძლებლობა ბრენდებისთვის, დაუკავშირდნენ უფრო ფართო და ლოიალურ აუდიტორიას. გლობალური მოდისა და სამკაულების მყიდველების მხოლოდ 23% გრძნობს, რომ მათი რასა/სხეულის ტიპი/ასაკი ნაჩვენებია რეკლამებში, რომლებსაც უყურებენ, თუმცა, მისასალმებელია, რომ ვხედავთ, ახალ ბრენდთა გაჩენასთან ერთად იზრდება მათი მრავალფეროვნება.

ვერსაჩეს სისხლიანი ისტორია

სტატიის ავტორი: ბარბარე კვანტალიანი

მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) გარდაცვალებიდან უკვე საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, მისი სახელი დღემდე რჩება ერთ–ერთ ყველაზე ავტორიტეტულად მოდის სამყაროში. ვერსაჩემ შემოიტანა გამოთქმა – “სუპერ მოდელი”. ჯანი ვერსაჩე დაიბადა 1946 წლის 2 დეკემბერს იტალიის ქალაქ რიჯიო–დი–კალაბრიაში. ბავშვობაში იგი ოცნებობდა პიანისტობაზე. დედა მუშაობდა სამკერვალო სახელოსნოშ  პროფესიონალ მკერავად და პატარა ჯანი ხშირად დაჰყავდა სამსახურში.18 წლის ასაკში ჯანიმ დაიწყო მუშაობა დედის ატელიეში, სადაც იგი 6 წლის განმავლობაში დიდი გატაცებით ქმნიდა ახალ მოდელებს. ამ პერიოდის განმავლობაში მათ რამდენჯერმე მოუწიათ პარიზსა და ლონდონში ახალი მოდელების შესაძენად ჩასვლა. ერთ მშვენიერ დღეს ატელიეში გაისმა ტელეფონის ზარი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ვერსაჩეს ცხოვრება. ზარი ეკუთვნოდა საკმაოდ შეძლებულ ბიზნესმენს მილანიდან, რომელსაც გაგებული ჰქონდა ჯანის განსაკუთრებული ფანტაზიისა და ახალი მოდელების შექმნის ნიჭის შესახებ და გადაწყვეტილი ჰქონდა გარკვეული თანხის ჩადება მის საქმიანობაში. ჯანი დაუფიქრებლად დასთანხმდა ბიზნესმენის წინადადებას და 1973 წელს გაემგზავრა მილანში. ასე დაიწყო ჯანი ვერსაჩეს აღმასვლა მსოფლიო მოდის მწვერვალზე.​ ვერსაჩეს არასდროს ეშინოდა თავის შემოქმედებაში ექსპერიმენტების. 80–იან წლებში იგი გახდა მსოფლიო მოდის ლიდერი. სამოდელო სახლის წლიური შემოსავალი შეადგენდა 900 მილიონ დოლარს. მთელ მსოფლიოში გაიხსნა 165 ბუტიკი. გარდა ტანსაცმლისა, ვერსაჩეს სამოდელო სახლი ქმნიდა აქსესუარებს,ს უნამოებს, საათებს, ფაიფურს, დეკორატიულ კაფელსა და მთლიან ინტერიერს.​სამწუხაროდ, ეს უნიჭიერესი ადამიანი, მსოფლიო დონის დიზაინერი, ტრაგიკულად დაიღუპა 50 წლის ასაკში. 1997 წლის 15 ივლისს ჯანი ვერსაჩე გავიდა სახლიდან ახალი პრესის საყიდლად. იმპერიოდში იგი ცხოვრობდა საკუთარ ვილაში მაიამი ბიჩში. მხოლოდ იქ აძლევდა იგი თავს უფლებას, გასულიყო ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე. უკანა გზაზე იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ჯანი ვერსაჩე დაცხრილა ენდრიუ კუნინენმა,რომელმაც იმავე იარაღით იქვე თავი მოიკლა. მკვლელობის ნამდვილი მიზეზიდ ღემდე არ არის დადგენილი. ბევრი ვარაუდის დონეზე თანხმდება, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო კალაბრიის მაფიოზური ორგანიზაციის მიერ. სამოდელო სახლს სათავეში ჩაუდგა ჯანის და – დონატელა ვერსაჩე (Donatella Versace), რომელმაც დაიწყო თავისი მოდელების ხაზის გამოშვება, მაგრამ ძმის არაჩვეულებრივი წარმატების გამეორება მან ჯერ–ჯერობით ვერ შეძლო. მიუხედავად ამისა, სამოდელო სახლი ვერსაჩე დღევანდელ დღემდე რჩება ერთ–ერთ წარმატებულ და უმხვილეს მსოფლიო სამოდელო სახლად.