სტატიის ავტორი: მაშო სისვაძე
სტატიის ავტორი: გვანცა ფხალაძე
სტატიის ავტორი: მარიამ ლაგვილავა
ხელოვნება, როგორც თავშესაფარი
სტატიის ავტორი: მაშო სისვაძე

ხელოვნება ჩემთვის უკედლებო ოთახია, უსაზღვრებო სივრცე, ოაზისი უდაბნოში . . .
იყო დრო, როცა მის საზღვრებში მოქცევას ცდილობდნენ, მაგალითად, საბჭოთა ხელოვანს უნდა ეხატა, ეწერა ისე, როგორც ამას სახემწიფო ითხოვდა, თუმცა იყო კი ეს ხელოვნება?!
ჩემთვის ხელოვნება თავშესაფარია. უდიდესი სიამოვნებაა ხელოვნებით გამოვხატო საკუთარი თავი. გარდა ამისა, ის ჩემს ემოციებს აბალანსებს, მაგალითად ვხატავ, ვწერ, ვუკრავ ხშირად მაშინ, როცა გაბრაზებული ვარ, ან გულდაწყვეტილი, ან აფორიაქებული . . . და მერე ყველაფერი წყნარდება.












მცველი
სტატიის ავტორი: გვანცა ფხალაძე
მათი რასა ადამიანებს ასეულობით წლის მანძილზე იცავდა და ასეც გაგრძელდებოდა სკაკგარდს თავისი მზაკვრული გეგმა, რომ არ გამოეღვიძებინა.
– ყველანაირი გაერთიანება თუ ლეგიონი ეშმაკისეულია.- მოულოდნელად თქვა ჰადესმა.
– ჩვენც ლეგიონი ვართ.- უპასუხა მანიფესმა
– ზუსტად.
– ამით რისი თქმა გინდა?
– იმის, რომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს.
– გთხოვ, მითხარი, რომ სკაკგარდის შეშლილ იდეას ადამიანების დამონებაზე არ ეთანხმები.
– რა თქმა უნდა არა.
– აბა, რა იგულისხმე.
– უბრალოდ ვამბობ, რომ ჩვენი საქმე სრულიად უაზროა, დასასრული არ უჩანს.
– უაზრო?
– ჰო უაზრო. მათ ჩვენი დაცვა არ სჭირდებათ
– ამას როგორ ამბობ, ეს ხომ ჩვენი მოვალეობაა.
– და მათი მოვაეობა რა არის?
– ეს ჩვენ არ გვეხება.
– არ ვამბობ, რომ უნდა დავიმონოთ ან სულაც გავანადგუროთ მათი მოდგმა, უბრალოდ – აჯობებს განცალკევებით ვიცხოვროთ და მათი არეული საქმეები მათ დავუტოვოთ.
– უკვე გითხარი, წესრიგი ერთადერთი რამაა, რაც ამ სამყაროს არეულობისა და ქაოსისგან იცავს.
– სამყარო უკვე დიდი ხანია ქაოსისა და არეულობის ბნელ ღრუბელშია გახვეული. ჰადესი წამოდგა და კაბინიდან გავიდა. მანიფესმა ამოიოხრა და სკაკგარდის მოსაძებნად წავიდა. ძმა მალევე იპოვა. ჩაფიქრებული იჯდა სკამზე, ბაღის შუა გულში და უსასრულობას გაჰყურეებდა.
– სკაკკგარდ.
– ო, ვინ გადაწყვიტა ჩემი მონახულება?- ირონიულად გაიღიმა და ქერა თმა მხარზე გადაიყარა.
– აქ დიდ დროს ატარებ. შენზე ვღელავ.
ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა.
– ცდილობ, მზრუნველი და გახდე?
– არ ვცდილობ. გულწრფელად ვღელავ. აქ ზიხარ, სიბნელეს უყურებ და არაფერს ამბობ.
– როცა რაღაც ვთქვი, ციხეში გამომკეტეთ.
– ციხეში?
– ჰო ამას ციხე ჰქვია.
– უნდა გესმოდეს, რაც ჩაიდინე.
– შემახსენე, რა ჩავიდინე.
– შენ გამო უამრავი ადამიანი დაიხოცა.
– რა ჩემი ბრალია თუ სულელები არიან. მცირე ბიძგი სჭირდებათ და მაშინვე ერთმანეთს – ესხმიან თავს.
მანიფესი გაჩუმდა.
– თანაც მეც ჩემს მოვალეობას ვასრულებდი.
– რა მოვალეობას? ბოროტების თესვას?
– მაპატიე, რომ ომის განსახიერება ვარ, ბოდიში, რომ ესაა ჩემი საქმე.
– სწორედ ამიტომ ხარ აქ.
– შენ კი თავისუფალი ხარ, ქალბატონო მშვიდობავ.
– შენი ბრალი არაა უბრალოდ საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლო.
– მისმინე, შენმა ძვირფასმა ადამიანებმა მადლობა უნდა მითხრან. ომის გარეშე ასე განვითარებას ვერ შეძლებდნენ.
– სისულელეა.
– სამყარო ისეთი იდეალური არ არის, როგორიც გგონია. ომი მშვიდობის გარეშე არ არსებობს და არც მშვიდობა – ომის გარეშე. ამიტომაც ვართ და-ძმანი.- სკაკგარდმა გაიღიმა და წამოდგა.
– სად მიდიხარ?
– ძველი მეგობრები უნდა მოვინახულო.
– მაინც არაფერი გამოგივა.
– მართლა?
– ჰო.
– მაშინ მითხარი, რატომ ირჩევენ ადამიანები ბოროტებას, ტყუილს და ომს?
– მე…
– პასუხი ზუსტად იცი, ისინი უბრალოდ ასეთები არიან.
მანიფესი აღელვებული მიუყვებოდა კიბეს, იცოდა მისი ძმა მანამ არ მოისვენებდა, სანამ ადამიანთა მოდგმას არ გააცამტვერებდა. რატომღაც ბრძოლისთვის მზად იყო.
მეორე დღეს ყველაფერი ისე მოხდა როგორც გოგონა ვარაუდობდა. სკაკგარდმა ერთმანეთს დაუპირისირა ადამიანები და მანეფისიც დუელში გამოიწვია. და-ძმის ეპიკურ ბრძოლას ყველა მოუთმენლად ელოდა. არენაზე მეტოქეები გამოჩნდნენ. და თეთრ ფერში შემოსილიყო, ძმა კი წითელში. პირველი ნაბიჯი სკაკგარდმა გადადგა და მანეფისს შეუტია. ჰაერი ჩაიხუთა. მაყურებელს სუნთქვა ერთიანად შეეკრა. არენაზე მხოლოდ ხმლების შერკინების ხმა ისმოდა. ბოლო ნაბიჯიც სკაკგარდმა გადადგა. ძირს დაგდებულ მანეფისს ყელზე ხმალი მიაბჯინა.
– არ მოგკლავ, დაგინდობ.
– შენ რა იცი შენდობა რა არის.- კბილებში გამოსცრა გოგონამ.
– ადექი.
მანიფესი ააყენეს და სკაკგარდის ყოფილ საკანში ჩასვეს. სამყარო ცეცხლის ალში გაეხვია. სკაკგარდს კი ასეთი ძალა დიდი ხანია აღარ ეგრძნო. მანიფესი, საკანში მჯდომი, ყველაფერში საუთარ თავს ადანაშაულებდა, სინამდვილეში კი ადამიანებმა აირჩიეს მათი ბედი. როგორც ყოველთვის ისინი შეცდნენ.
წყალი
სტატიის ავტორი: მარიამ ლაგვილავა
წყალი. ის ყველას უყვარს. ზოგს მისი დალევა, ზოგს – მასში ცურვა, ზოგს – მისით სიამოვნება (როგორიცაა შხაპი ან აბაზანა) ზოგს ის საერთოდაც არ უყვარს, ზოგს მისი ეშინია. მაგრამ ერთი რამ, რაც ყველა ადამიანს გვაერთიანებს, ის არის, რომ ჩვენ ის გვჭირდება. რაც არ უნდა გავაკეთოთ, როგორც არ უნდა ვცადოთ, წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. აი მე კი წყალზე ვგიჟდები,იმდენად მიყვარს, რომ მზად ვარ ყველაფერზე წავიდე, რათა მასში ვიცურავო. ამას ექვსი წლიდან ვაკეთებ, ექვსი წლიდან ვცურავ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჯილდო ან პრიზი მივიღო, უბრალოდ მსიამოვნებს იმის წარმოდგენა, რომ სულ რამდენიმე მეტრით ქვემოთ სიცარიელეა…სიმშვიდე, სიჩუმე და სიწყნარე, მაგრამ სიცარიელე. ეს მაშინებს კიდეც მაგრამ ყოველ მეორე მხარეს მიცურვისას იმის წარმოდგენა, რომ გადავურჩი იმას, რისიც ზოგს ეშინია, მაგრამ ყველას სჭირდება, ძალიან ძლიერი გრძნობაა. ამ დროს თავს ვგრძნობ არა ძლიერად, არამედ მნიშვნელოვნად, რადგან ყოველ წყალში ჩახტომისას მე ვებრძვი სიკვდილს და ყოველთვის ვამარცხებ. ალბათ იკითხავთ, ამხელა მონოლოგი რა საჭირო იყოო, მაგრამ მაინც, როდესაც ყოველ ჯერზე სიკვდილს ვამარცხებ, სიცოცხლე მაკლდება…დღეს ჩემი ემერტეს პასუხები მოვიდა და ექიმთან უნდა მივიდე, იმედი მაქვს არაფერი სერიოზული.
გოგონამ დღიური დახურა და საავადმყოფოსკენ გაეშურა. იქ დიდი რიგი შეხვდა, ხალხი ერთმანეთს ეჩხუბებოდა, ურიგოდ ნუ შედიხართო. გოგონა იღიმოდა და ფიქრობდა, რა პატარა პრობლემა შეიძლება ადამიანს ჰქონდესო. ისინი პასუხებს ელიან, ზოგს სიკვდილი აქვს განაჩენად გამოწერილი, ზოგი მადგანი კი იღბლიანია და გადარჩება მაგრამ ისინი ყველანი ჩხუბობენ…ეს არის ადამიანის ბუნება, ის სიკვდილამდე ან ახალ სიცოცხლემდე ყოველთვის იბრძვის, ჩხუბობს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ყველაზე მაგარია…ეს ხომ სისულელეა, როგორ შეიძლება იჩხუბო ასეთ მნიშვნელოვან მომენტში.
-ქეთა ბაკარაძე!-დაიძახა ექიმის ასისტენტმა. გოგონამ ამოიხვნეშა და ნელი ნაბიჯით ოთახში შევიდა.
-აბა? როგორია შედეგები?-ნერვიულად ჰკითხა ექიმს.
-პირველ რიგში, გამარჯობა!-მკაცრად უთხრა ექიმმა. მას უხეში შესახედაობა ჰქონდა, სადღაც სამოცამდე წლის იქნებოდა, შავი მკაცრი თვალებით და ჭაღარა თმით.
ქეთას არც მიუქცევია ყურადღება ამ კაცის სიმკაცრისთვის თავი დაუქნია და კანკალით წამოჯდა.
-მოკლედ, მოვიდა შედეგები და… არ შეშინდეთ და არ ინერვიულოთ, შეგიძლიათ მკურნალობა დაიწყოთ და…
-კიბოა, ხომ? – ხმის კანკალით გააწყვეტინა ქეთამ ექიმს.
-დიახ…მაგრამ მკურნალობა შეგიძლიათ…
-რომელი სტადიის არის?
-გამოგიწერთ წამლებს და შანსი მოგეცემათ…
-ექიმო, რომელი სტადიის! – ამჯერად ხმამაღალი ტონით ჰკითხა ექიმს,
მის ხმას კი კითხვაზე მეტად მბრძანებლური ტონი უფრო დაჰკრავდა.
-მეოთხე…მეოთხე სტადიის…
-და, თქვენი აზრით, ათი წლის ვარ? მეოთხე სტადიის სიმსივნე მაქვს ფილტვში და წამლებს მიწერთ?
-სიმსივნე რომ ამოვიღოთ ძალიან დაზიანდება ფილტვი, შესაბამისად ამას ვერ შევძლებთ…
-ექიმო პირდაპირ მითხარით… გულწრფელად გთხოვთ! რამდენი პროცენტი მაქვს გადარჩენის შანსი?
-ასიდან?
-დიახ!
-ვფიქრობ…
-დიახ?
-ძალიან ვწუხვარ… არანაირი შანსი…-გოგონას თვალები აუცრემლიანდა, გულში შეკუმშვა იგრძნო მაგრამ ძალა მოიკრიბა და საუბარს დაუბრუნდა.
-ერთ კვირაში, შეჯიბრია…მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიო შეჯიბრია. მე ბევრი გამარჯვება მოვიპოვე და მინდა, რომ ბოლოჯერ აქაც გავიმარჯვო…
-ქეთა, მე კატეგორიულად გიკრძალავთ ცურვას, ეს უფრო დაგაზიანებთ!
-ექიმო შეგიძლიათ მითხრათ თუ ვიმკურნალებ, ცურვას შევწყვეტ, მთელი დღე ვიწვები და არაფერს გავაკეთებ რამდენ ხანს ვიცოცხლებ?
-იმაზე მეტს, ვიდრე უწამლოდ და ცურვით!
-ანუ?
-სამი თვე…მაგრამ ზუსტად ვერ ვიტყვით.
-და ცურვით?
-ერთ თვეზე ნაკლები…
-კარგი, მადლობა! კარგ დღესგისურვებთ! – ქეთა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. გარეთ რიგში ისევ ჩხუბობდა ხალხი, მაგრამ ახლა მათი ხმები უფრო ხმამაღლა ჩაესმოდა. საავადმყოფოს სუნიც უფრო მძაფრად იგრძნო, თვალები კი ებინდებოდა. ანერვიულებულმა დასამშვიდებლად აუზზე შეიარა.
-შეიძლება ვკვდებოდე… შეიძლება აღარ მქონდეს შანსი გადარჩენისა მაგრამ შენთან ბრძოლაში მაინც არ წავაგებ!- გამოიცვალა და აუზზში გადახტა. ერთი კვირის განმავლობაში მისი დაავადება უფრო იზრდებოდა და აავადმყოფებდა მას მაგრამ მაინც ერთი კვირის განმავლობაში Მთელ დღეებს ცურვაში და ვარჯიშში ატარებდა. არც წამლები მიუღია და არც დაუსვენია. და დადგა დღე… მსოფლიოს გამოჩენილი
მოცურავეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ. ქეთა მზად იყო, სუნთქვას ავარჯიშებდა და მზად იყო კიდევ ერთხელ გაემარჯვა. მას მაქამდეც მოუგია, მაგრამ ეს უბრალო ქალაქის და ქვეყნის შეჯიბრება იყო, ახლა კი ის მსოფლიო ტურნირზე იღებდა მონაწილეობას რომელიც, მისდა საბედნიეროდ, მის ქალაქში ტარდებოდა.
-მზადება!- დაიყვირა გამომცხადებელმა და ყველა მოცურავე გადმოსახტომ დაფაზე შედგა. მათ გარშემო ათასობით ადამიანი იდგა, უყურებდნენ, გულშემატკივრობდნენ. ქეთა მხოლოდ წყალს ხედავდა ის იყო მასსა და სხვა მოცურავეებს შორის განსხვავება, ისინი ერთმანეთის ცურვის ტემბრს უყურებდნენ ქეთა კი – მხოლოდ წყალს. ის არ
ფიქრობდა სხვასთან შეჯიბრზე, მას უნდოდა, რომ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან გაემარჯვა.
-სამ თვლაზე!-დაიყვირა წამყვანმა და მოცურავეებმა გადასახტომი პოზა მიიღეს.
-სამი!
-ორი!- ცოტახნიანი პაუზის შემდეგ დაიძახა.
-ერთი!- მოცურავეები წყალში გადახტნენ სასტვენის ხმაზე. ყველა სწრაფად ამოყვინთავდა რათა სხვა მოცურავეების ცურვა ენახათ, მაგრამ ქეთას თავი არ ამოუწევია. წყალქვეშ მიცურავდა და თან ფიქრობდა, როგორია ცხოვრობდე შენი ცხოვრების ბოლო დღეს, ამას გრძნობდა, ის იმ დღეს, იმ წამს, იმ მომენტში. გრძნობდა როგორ სუსტი იყო შინაგანად, როგორ ეკვრებოდა სუნთქვა, როგორ იძირებოდა ნელნელა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა – წყალს არ მისცემდა გამარჯვების უფლებას. თვალი, დახუჭული ჰქონდა, არც რაიმე ესმოდა, მხოლოდ გრძნობდა, გრძნობდა როგორ ტივტივდებოდა ზემოთ, როგორ სუნთქავდა უფრო თავისუფლად წყალქვეშ და მიხვდა, საბოლოოდ მიხვდა, რომ წყალი კი არ ეჯიბრებოდა, ეხმარებოდა…და აი, როგორც იქნა, მიცურა კედლამდე, მაგრამ ეს უკვე აღარ იყო მისი Მთავარი მიზანი, რაც მთავარია მიხვდა, რომ წყალი მისი მტერი კი არა მოყვარე იყო.
რამდენიმე ადამიანმა მიირბინა მასთან, ხელი ჩაკიდეს და წყლიდან ამოიყვანეს, ყველა ტაშს უკრავდა, შეძახილები ისმოდა, ყველა ბედნიერი იყო, პირველი ადგილის მედალი დაჰკიდეს ყელზე და
მიულოცეს გამარჯვება. ამ დროს ის იღიმოდა, უხაროდა, რომ მის ბოლო წამებში წყალი მასთან იყო. თავის ძლიერი ტკივილი იგრძნო, თვალები დაებინდა, სუნთქვა შეეკრა და წყალში ჩავარდა. ხალხმა მიშველება სცადა მაგრამ მანამდე ის ფსკერისკენ ჩაიძირა. არ ეშინოდა, არც ცუდად გრძნობდა თავს – პირიქით, მსუბუქი და ლაღი იყო. თვალები ნახევრად გახელილი ჰქონდა, ღიმილი მაინც დაჰკრავდა სახეზე, ის ბედნიერი იყო, არ გრძნობდა სევდას, მას უხაროდა რომ იქ კვდებოდა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა…წყალში. სუნთქვა გაუძნელდა, ნელ-ნელა თვალები ეხუჭებოდა, წყალი პირში შესდიოდა, ფილტვები წყლით ევსებოდა, მაგრამ არ ღელავდა, არ დარდობდა ის ბედნიერი იყო, ნელ-ნელა იგრძნო როგორ მიდიოდა, სინათლე დაინახა, კაშკაშა თეთრი სინათლე…მიხვდა, რომ უკვე დრო იყო.
-გმადლობ!- უთხრა წყალს და თვალები საბოლოოდ დახუჭა. როდესაც თვალები გაახილა წყლის პირას სანაპიროზე იჯდა, გადაჰყურებდა ზღვას და კარგად გრძნობდა თავს.
-აი, ვპოვე ის სიმშვიდე, რომელსაც ამდენ ხანს დავეძებდი!- ღიმილით თქვა და წყალში შეცურა.