სარედაქციო კოლეგია

ანი ნადირაშვილი

ნაზარე გზირიშვილი
ელექტრონულ ჟურნალ „შთა-გონებას“ ჩემთვის, როგორც მთავარი რედაქტორისთვის, განსაკუთრებული მნიშვნეოლა აქვს. იმის გააზრებამ, რომ თითოეულ ჩვენგანში სხვათათვის შეუცნობელი პატარა და ამავდროულად, უზარმაზარი სამყაროა, ჟურნალის უმთავრეს იდეასთან მიგვიყვანა. შევეცადეთ, ამ ჟურნალით გადმოგვეცა ჩვენი ფიქრები და მისწრაფებები და ასე დაგვენახვებინა მკითხველისათვის ჩვენი თავი. მუშაობის პროცესი შრომატევადი და ამავდროულად სასიამოვნო, თან შემეცნებითი იყო. უამრავ საინტერესო ადამიანს ვესაუბრე, უდიდესი გამოცდილებაც მივიღე. შთაგონებით ამავსო ამ ჟურნალის სულისჩამდგმელთან ბატონ გია მურღულიასთან ერთად მუშაობამ. პირველ რიგში, მას მინდა გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ გვენდო და დაიჯერა ჩვენი შესაძლებლობები.
მიხარია, რომ ამ იდეას ხორცი შეესხა და ჩვენი ჩანაფიქრის თქვენამდე მოტანა შევძელით.
ბედნიერ „მოგზაურობას“ გისურვებთ ჩვენი ჟურნალის სამყაროში!
ანი ნადირაშვილი

მარიამ ალიმბარაშვილი

გვანცა ძმანაშვილი

ლილუ ჩხარტიშვილი
ჟურნალისტიკას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში. ჩემთვის იგი უკავშირდება არა მარტო ბავშვობის ოცნებებსა და მისწრაფებებს, არამედ დღეისთვის სასურველ პროფესიასაც. აღტაცების გრძნობა მეუფლება, როდესაც ვფიქრობ, რომ ჩემს ნამუშევარს არაერთი ადამიანი წაიკითხავს, მათ შორის, ბატონი გია მურღულია, რომელიც ამ ჟურნალის არა მარტო იდეის ავტორია, არამედ მისი სულისჩამდგმელიც. მეტად საინტერესო აღმოჩნდა მასთან ერთად ფიქრისა და წერის პროცესი,
ჟურნალი „შთა-გონება“ ჩემთვის არის არა მხოლოდ ჟურნალი, არამედ იდეა, რომელიც გამოიხატება ამიერიიდან უკვე ჩვენი ჟურნალის კონცეფციაში: „ფიქრი არ იბეგრება“.
გვანცა ძმანაშვილი

ანკა გეგუჩაძე

ანი ალადაშვილი

ბარბარე კვანტალიანი
ამ ჟურნალზე მუშაობამ დამარწმუნა, რომ მოსწავლის, ახალგაზრდას აუცილებლად სჭირდება სივრცე, რომელშიც იგი მოურიდებლად გამოხატავს თავის დამოკიდებეულებებს, შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხზე. სწორედ ამ ჟურნალმა მოგვცა შესაძლებლობა, ხმამაღლა გვესაუბრა ჩვენთვის საინტერესო თემებზე, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი ფიქრები და ოცნებები. ამ ჟურბნალმა გაგვაერთიანა სხვადასხვა შეხედულების ადამინები ერთი მიზნით.
მუშაობის პროცესში განსაკუთრებით დავინტერესდი ფემინიზმის ისტორიით. გადავწყვიტე სტატიის დაწერა თემაზე „მე-20 საუკუნის 20-იანი წლები და ქართველი ქალები“. სტატიაზე მუშაობა საინტერესოც იყო და სასიამოვნოც. განსაკუთრებით მომეწონა ახლადშეძენილ კოლეგებთან , მოსწავლეებთან თუ მასწავლებლებთან ერთად მუშაობა. ჟურნალმა შესაძლებლობა მოგვცა, ბევრი რამ გეგვეგო ფსიქოლოგიაზე, ლიტერატურაზე, მოდასა თუ კულინარიაზე. ვფიქრობ, შევძელით და გადავლახეთ არსებული დაბრკოლებები და ჩამოვყალიბდით გუნდად, რომელიც სკოლაში შექმნის თავისუფალი აზროვნების სივრცეს და ამ სივრცეს დაერქმევა „შთა-გონება“.
ლილუ ჩხარტიშვილი

ელენე გიოგოიძე

დანიელა დალალიშვილი

ელენე ღუდუშაური
მე ვარ ანკა გეგუჩაძე - ჟურნალის პოლიტიკის რუბრიკის ხელმძღვანელი და რედაქტორი, რითაც ძალიან ამაყი ვარ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო. რომ ამ ჟურნალზე მუშაობამ ბევრი რამ მასწავლა და უზარმაზარი გამოცდილება დამიგროვა. სტატია, რომელზეც ამ ჟურნალისთვის ვიმუშავე, ლიბერალიზმს ეხება. რატომ? იმიტომ, რომ პოლიტიკა ბავშვობიდან მაინტერესებს და მსურს, თანატოლებს ვაჩვენო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იგი და მასთან დაკავშირებული საკითხებიჩვენი მომავლისთვის. პოლიტიკა ჩემი მოწოდებაა და მიხარია, რომ მაქვს სივრცე, სადაც შემიძლია თამამად ვისაუბრო ჩემს დამოკდებულებზე და სხვებსაც გავუზიარო ჩემი ფიქრები.
იმედი მაქვს, ჩემი სტატია ბევრს დააფიქრებს, ბევრსაც შეუცვლის ლიბერალიზმიდისადმი დამოკიდებულებას
ანკა გეგუჩაძე

კატო ჭიაბრიშვილი

ელენე კობაჩიშვილი

ნატალი ბურდილაძე
მე გახლავართ ნატალია ბურდილაძე - კულინარიის რუბრიკის ხელმძღვანელი და სარედაქციო კოლეგიის ერთ-ერთი წევრი. კულინარია და მისი წარმოშობის ისტორია დიდი ხანია მაინტერესებს. ბავშვობიდან მიყვარდა დედაჩემის ყურება, თუ როგორ ამზადებდა იგი კერძებს. თავდაპირველად მარტივი კერძების მომზადებით დავიწყე, ზრდასთან ერთად კი ახალი გამოწვევებიც მივიღე და რთული კერძების მომზადების არაერთ ტექნიკასაც დავეუფლე. ჩემი გუნდის წევრებთან ერთადბევრი ახალი კერძი დავაგემოვნე და უფრო მეტი ინფორმაცია მივიღე ჩემთვის საინტერესო თემებზე.
ნატალი ბურდილაძე

ანი ჭანტურიძე
