სწავლების საბაზო საფეხური მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია მოზარდის ცხოვრებაში, რადგან ამ დროს დაგროვილი ცოდნა თუ შეძენილი უნარები მას სამომავლო პერსპექტივების დანახვას უადვილებს და საკუთარი თავის, საკუთარი ინტერესების შეცნობაში ეხმარება. სწორედ ამიტომ „IB-მთიების“ საბაზო სკოლა მუდმივად ცდილობს, მოერგოს მოზარდის ინტერესებს და დღეს, როცა თანამედროვე მსოფლიო და თანამედროვე განათლების სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, სკოლის მთავარ პრიორიტეტად დასახოს კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, განავითაროს მოსწავლის შემოქმედებითი, ანალიტიკური თუ ალტერნატიური ხედვა და გაააზრებინოს ინტერდისციპლინარულ გარემოში საკუთარი წვლილის მნიშვნელობა.
ამ მიზნის მისაღწევად, საბაზო სკოლაში მმართველი გუნდი ხელმძღვანელობს, არაერთ სასწავლო-სააღმზრდელო პროექტს.
მათ შორისაა STEAM მეთოდოლოგიით დაგეგმილი საბუნებისმეტყველო კათედრის აკადემიური პროექტი „ლაბორატორია“. მის ფარგლებში მოსწავლეები გაეცვნენ და დაამუშავეს საინტერესო ინფორმაცია სამყაროში არსებული ალტერნეტიული ენერგიების შესახებ, მუშობდნენ თემებზე ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, მათემატიკისა და არქიტექტურის მიმართულებით, იკვლევდნენ სამყაროს „საიდუმლოებებს“, ამზადებდნენ მაკეტებს, პოსტერებსა და პრეზენტაციებს.
უნდა აღინიშნოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის მიერ განხორციელებული შემოქმედებითი პროექტი ისტორიულ პერსონაჟებზე.
ამ პროექტზე მუშაობისას განსაკუთრებული ინტერესი ეპოქამ, კონტექსტმა და წყაროებმა გამოიწვიეს, ამიტომაც გადაწყდა, რომ მოსწავლეებს თავად უნდა გამოეძერწათ ისტორიული პერსონაჟი, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა შეექმნათ მისი პირადი თუ დოკუმენტური ჩანაწერები და სწორედ ასე გადმოეცათ საკუთარი ცოდნა – დასწავლილი და მოძიებული ინფორმაცია, წყაროების ანალიზი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმების ნახვის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილება, ისტორიულ წიგნებში ამოკითხული ფაქტები.
რაინდის ალტერნატიულმა ისტორიამ, მისი თავგადასავლით გატაცებამ ისეთი მასშტაბური სახე მიიღო, რომ დაიწერა დღიურები, წერილები, შეიქმნა რუკები, გერბები და ჩანახატები. პროექტი გასცდა ისტორიისა და გეოგრაფიის მიმართულებების ფარგლებს და მოსწავლეებს საშუალება მისცა, გამოემჟღავნებინათ შემოქმედებითი უნარები, ეჩვენებინათ წერის კულტურა.
საბაზო სკოლა სამომავლოდაც არაერთ საინტერესო აქტივობას გეგმავს, ამიტომ ჩვენს სკოლაში მოზარდებს ყოველთვის ახალი თავგადასავალი ელით.
მუშაობის პროცესში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია მოწვეული სტუმრის, წამყვანი მეცნიერ-ფიზიკოსის, ირაკლი მინაშვილის ინფორმაციამ ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის, CERN-ის ქართველი ფიზიკოსების ჯგუფის შესახებ. მისმა ლექციამ იმდენად დააინტერესა მოსწავლეები, რომ გაჩნდა იდეა, ფიზიკისა თუ კვლევის მოყვარულებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, თავად ენახათ კვლევის ცენტრი. მალევე იდეამ ხორცი შეისხა ფიზიკის მასწავლებლის, ქალბატონი ლუიზა დოლიძის ხელმძღვანელობით მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი, დაუვიწყარი, შთაბეჭდილებებითა და თავგადასავლებით სავსე დღეები გაატარეს შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარზე მდებარე, ყველა მეცნიერისთვის საოცნებო CERN-ის ლაბორატორიებშიხელმძღვანელთან, ბატონ ირაკლი მინაშვილთან ერთად, როლმელიც ასევე CERN-ში მიმდინარე ექსპერიმენტის, „ატლასის“ ხელმძღვანელია.