
სტატიის ავტორი: სოფი ურიდია
ნორმან ვინსენტ პილი იყო ამერიკელი მღვდელი, მოტივაციური სპიკერი და ავტორი, რომლის წიგნი ”პოზიტიური აზროვნების ძალა” მილიონობით ადამიანს შთააგონებდა. მისი ფილოსოფია ემყარებოდა რწმენას, თავდაჯერებულობასა და ოპტიმისტურ აზროვნებას, როგორც წარმატებისა და კეთილდღეობის მიღწევის გზას. პილმა თავის წიგნებსა და საჯარო გამოსვლებში მნიშვნელობა მიანიჭა იმ იდეას, რომ პოზიტიური განწყობა, ლოცვა და მუდმივი თვითდაჯერება ადამიანს ეხმარება დაბრკოლებების გადალახვაში. 1952 წელს გამოქვეყნებული მისი ყველაზე ცნობილი წიგნი „პოზიტიური აზროვნების ძალა“ ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოტივაციური ნაშრომია, რომელიც დღემდე ახდენს გავლენას პიროვნული განვითარების სფეროზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი იდეები კრიტიკის საგანიც გახდა ზედმეტად მარტივი მიდგომისა და მეცნიერული მტკიცებულებების ნაკლებობის გამო, პილის ფილოსოფიამ დიდი გავლენა მოახდინა თვითდახმარების ლიტერატურის განვითარებასა და თანამედროვე მოტივაციური ფსიქოლოგიის ფორმირებაზე. მისი იდეები დღესაც შთააგონებს მილიონობით ადამიანს, განსაკუთრებით მათ, ვინც წარმატებისა და პიროვნული ზრდის გზას ეძებს.
„პოზიტიური აზროვნების ძალა“ გამოცემიდან მალევე გახდა ბესტსელერი. ის ასწავლის, როგორ შეუძლია პოზიტიურ აზროვნებას, რწმენასა და თავდაჯერებულობას ადამიანს წარმატების მიღწევასა და ცხოვრების სირთულეების გადალახვაში დაეხმაროს. წიგნის ძირითადი პრინციპებია: საკუთარი თავის რწმენა, ლოცვისა და მედიტაციის ძალა, პოზიტიური დამოწმებების გამოყენება, ნეგატიური ფიქრების შეცვლა პოზიტიურით და აქტიური მოქმედება. პილის მეთოდები მოუწოდებს მკითხველს, მოიშოროს ეჭვები და შიში, იფიქროს წარმატებაზე და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები მიზნებისკენ. წიგნმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა და 40-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, თუმცა მას ჰყავდა კრიტიკოსებიც, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ზედმეტად მარტივდება ცხოვრებისეული სირთულეები და არ ითვალისწინებს ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. მიუხედავად ამისა, „პოზიტიური აზროვნების ძალა“ დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თვითდახმარების წიგნად რჩება, რომელიც უამრავ ადამიანს შთააგონებს სწრაფვას უკეთესი ცხოვრებისკენ.
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაწყვეტთ, რომ ცვლილება უნდა დაიწყოს თქვენი აზრებით. თუ თქვენ გინდათ, რომ იცხოვროთ ბედნიერად, უნდა დაიწყოთ თქვენი აზრების შეცვლა. თქვენი აზრები გავლენას ახდენს თქვენს ემოციებზე, ხოლო ემოციები – თქვენს ქმედებებზე. როდესაც თქვენ მართავთ თქვენს აზრებს, თქვენ მართავთ თქვენს ცხოვრებას.“
ამ ამონარიდში ნორმან ვინსენტ პილი ხაზს უსვამს აზრების ძალას და მათ გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე. წიგნი გვასწავლის, რომ ჩვენი აზრები განსაზღვრავს ჩვენს ემოციებსა და ქმედებებს, რაც საბოლოოდ განსაზღვრავსჩვენს ყოფას პოზიტიური აზროვნების პრაქტიკა გვეხმარება ვმართოთ ჩვენი აზრები, რათა მივაღწიოთ სასურველ შედეგებს. „პოზიტიური აზროვნების ძალა“ არის წიგნი, რომელიც გვასწავლის სულიერი სიმშვიდის მოპოვებას არა ამ ცხოვრებიდან გაქცევითა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით, არამედ ის იმ ძალად გვევლინება, რომელიც აზროვნებას კონსტრუქციული პირადი თუ სოციალური ცხოვრების წესისთვის მამოძრავებელ ენერგიად გარდაქმნის. წიგნი გვასწავლის, რომ ჩვენი აზრები განსაზღვრავს ჩვენს რეალობას. თუ ჩვენ ვფოკუსირდებით დადებითზე და ვიმეორებთ პოზიტიურ მენტალურ ფორმულებს, ეს ხელს უწყობს ჩვენს შინაგან სიმშვიდესა და წარმატების მიღწევას.
ამრიგად, წიგნი „პოზიტიური აზროვნების ძალა„ გვეხმარება ვმართოთ ჩვენი აზრები, ემოციები და ქმედებები, რათა შევქმნათ სასურველი რეალობა.