Skip to content

სტატიის ავტორი: ელენე ღუდუშაური

ფსიქოლოგია ფილმებში – “დაუპატიჟებელი სტუმარი”

სტატიის ავტორი: ელენე ღუდუშაური

ფსიქოლოგია გულისხმობს ისეთ მეცნიერულ მიდგომებს, როგორებიცაა ფაქტების აღწერა, გამოკვლევა და პროგნოზირება. შესაბამისად, ამ მეცნიერებისათვის დამახასიათებელია კითხვები: რა? როგორ? რატომ?

ეს ფილმი გახლავთ ესპანელი ორიოლ პაულოს, სცენარის ავტორისა და რეჟისორის, იდუმალებით მოცული თრილერი, რომელიც ეკრანებზე 2017 წლის 6 იანვარს გამოვიდა.

წარმოიდგინეთ, გადანაშაულებენ შენი საყვარელი ქალის მკვლელობაში. შენ ის არ მოგიკლავს, ცდილობ სიმართლის გარკვევას და  დაიქირავებ პროფესიონალ ადვოკატს. როცა ის გეკითხება, თუ რატომ გააკეთე ეს, უპასუხებ, რომ ეს შეიძლება იმ დანაშაულის ბრალი იყოს, რომელიც წლების წინ  შენ და შენმა საყვარელმა ქალმა, ლაურა ვიდალმა, ჩაიდინეთ, რომლის მკვლელობაშიც ახლახანს დაგდეს ბრალი.

ადვოკატი, ვირჯინია ჯი, სასტუმროში ეწვევა ბრალდებულს, ესპანელ ბიზნესმენს, ადრიან დორიას და აცნობებს, რომ პროკურორმა იპოვა მოწმე, რომელიც მალე მისცემს ჩვენებას მოსამართლეს. მკვლელობაში ბრალდებულ წარმატებულ მეწარმესა და მოწმეთა მომზადების ექსპერტს სამ საათზე ნაკლები დრო აქვთ, უზრუნველყონ შეუვალი დაცვა, ამიტომ ვირჯინია მოუწოდებს თავის კლიენტს, უთხრას სიმართლე.

არის თუ არა ვინმე ცნობილი მსახიობი ფილმში?

ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია ყველასთვის ცნობილი მარიო კასასი. ის პოპულარულია  ფილმებით: “ციდან სამ მეტრზე”, “ბარი” და სხვა. ფილმში ასევე ვხვდებით: ანა უაგერს, ბარბარა ლენს, ხოსე კორონადოს და ა.შ.

რა დანაშაული ჩაიდინეს ფილმის მთავარმა გმირებმა ერთად?!

ვინ მოკლა ლაურა ვიდალი?!

ამბობს თუ არა ადრიანი სიმართლეს? როგორ აპირებს ამის დამტკიცებას?!

როგორ მოქმედებს ეს ფილმი ადამიანთა ფსიქოლოგიაზე?

თავდაპირველად ფილმის მაყურებელი ადრიან დორიას მოყოლილის გავლენას განიცდის, რომლის მიხედვითაც იცის, თუ რა მოხდა წლების წინ და რა დანაშაული ჩაიდინეს ერთად მან და მისმა საყვარელმა. რეჟისორი ცდილობს, შეიტყუოს ჩვენი გონება და გამოგვატოვებინოს ისეთი დეტალები, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანია ფილმის ფინალში მოულოდნელობის ეფექტის მიღწევის მიზნით.  დასასრული მართლაც წარმოუდგენელი, შთამბეჭდავი და გასაოცარია. ეს ფილმი იმედგაცრუებულს ნამდვილად არავის დატოვებს.                               

სად ვუყუროთ ფილმს?

ლინკი:

https://soap2day.id/movie/the-invisible-guest-xrmkz/1-full           

საუნდრეკი: 

https://www.youtube.com/watch?v=FGRVhq3gI4Q

თრეილერი:

https://www.youtube.com/watch?v=epCg2RbyF80

მსგავსი ფილმები:

გაუჩინარებული გოგონა 

 https://www.youtube.com/watch?v=0VGD_jLyE9Y

მებრძოლთა კლუბი 

https://www.youtube.com/results?search_query=fight+club+trailer

 შეშლილთა კუნძული 

 https://www.youtube.com/watch?v=v8yrZSkKxTA

ნარკოზი

https://www.youtube.com/watch?v=RzR2J7_QBHg

ზარი 

https://www.youtube.com/watch?v=N2I85cPlhk0

მოტივაცია ფილმებში – ”მკვდარი პოეტების საზოგადოება”

სტატიის ავტორი: ანი ჭანტურიძე

Carpe Diem! – დაიჭირე დღეები!

 ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“ 1989 წელსაა გადაღებული. მთავარ როლებს რობინ უილიამსი, რობერტ შონ ლეონარდი და ითან ჰოკი ასრულებენ, რეჟისორი კი პიტერ უირია. ,,მკვდარი პოეტების საზოგადოება“ მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიჭებსა და მათ განსაკუთრებულ მასწავლებელზე, მისტერ კიტინგზე. ფილმის შინაარსის თანახმად, უელტონის აკადემიაში ინგლისურის ახალი მასწავლებელი მივიდა, რომელიც პოეზიის სიყვარულითაა გამსჭვალული. მისი თქმით: ,,პოეზიას ვწერთ და ვკითხულობთ არა იმიტომ, რომ ის სიბრძნეა, არამედ – იმიტომ, რომ ადამიანთა მოდგმის წევრები ვართ, ადამიანთა მოდგმა კი ვნებით სავსეა, პოეზია კი ის არის, რისთვისაც ვცოცხლობთ“.

,,მკვდარი პოეტების საზოგადოების“ მიზანი იყო ,,ცხოვრებისგან ტვინის ამოწოვა“. ეს არის ჰენრი დევიდ თოროს ფრაზა, რომელსაც პერსონაჟები ყოველი შეხვედრის დასაწყისში მოიხმობდნენ. ,,მკვდარი პოეტების საზოგადოების“ წევრები იკრიბებოდნენ ძველ ინდოელთა მღვიმეში, სადაც პოემებსა და საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ. ეს ახალგაზრდები რომანტიკოსები იყვნენ.

 იმის შემდეგ, რაც მისტერ კიტინგმა თავის მოსწავლეებს ,,მკვდარი პოეტების საზოგადოების“ შესახებ მოუთხრო, მათ ამის გაგრძელება გადაწყვიტეს. მისტერ კიტინგი მოსწავლეებს ეხმარებოდა სამყაროს სხვა მხრიდან დანახვაში, საკუთარი თავის პოვნაში.

.

 ,,პირველად ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვიცი, რა მინდა, გავაკეთო. პირველად ცხოვრებაში, მამაჩემის სურვილის მიუხედავად, ამას გავაკეთებ! Carpe Diem!” – ამ სიტყვების ავტორი ნილ პერია, მისტერ კიტინგის მოსწავლე და ,,მკვდარი პოეტების საზოგადოების“ ერთ-ერთი წევრი, რომელმაც საკუთარი თავი იპოვა და გაიაზრა, რომ მასში მსახიობის სული ყოველთვის არსებობდა.

 ეს ის ფილმია, რომელიც ყველამ, განურჩევლად ასაკისა, უნდა ნახოს. ის შეგაყვარებთ პოეზიას, სწავლისთვის მოტივაციას მოგცემთ და სამყაროს სულ სხვაგვარად აღგაქმევინებთ.

მსგავსი ფილმები:

,,თავისუფლების მწერლები“ 

https://www.youtube.com/watch?v=miz1V13QWsU

,,ბედნიერების კვალდაკვალ“ 

https://www.youtube.com/watch?v=DMOBlEcRuw8

,,ფორესტ გამპი“

  https://www.youtube.com/watch?v=bLvqoHBptjg